პოლიციამ დააკავა ორი პირი, ეჭვმიტანილი „ქართული ოცნების“ ოფისის ქურდობაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” ოფისის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისიდან მოიპარეს სეიფი, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.