ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან ორს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი.
მათგან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი, 2 000 ლარიანი, 3000 ლარიანი და 1500 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.
“ეს არის კლასიკური მაგალითი, როცა ქვეყანას არ გააჩნია სასამართლო”, - ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებას.
სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.