ვენესუელის არმიის გენერალმა ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა ხუან გუაიდო
ვენესუელელმა გენერალმა, სამხედრო-საჰაერო ძალების მაღალჩინოსანმა ფრანსისკო იანესმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად. გენერალი აინესი გახდა ქვეყნაში პირველი გენერალი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და არ ცნობს ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
სააგენტო „როიტერის“ თანახმად, ვიდეომიმართვაში იანესი, რომელიც სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის წევრია, მოუწოდებს დანარჩენს სამხედროებს, რომ გადავიდნენ გუაიდოს მხარეზე. „მე ვიცი, რომ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 90%-ი ვენესუელის ხალხის მხარეზეა და არა - დიქტატორი“, - მოჰყავს გენერალ ფრანსისკო იანესისი სიტყვები El Nacional-ს.
მანამდე ვაშინგტონში ვენესუელის ყოფილი სამხედრო ატაშე, ხოსე ლუის სილვა გახდა პირველი მაღალი რანგის სამხედრო, ვინც ოპოზიციის ლიდერი აღიარა ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ვენესუელაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი და მწვავე შიდა დაპირისპირება მას მერე, რაც ამ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა თავი გამოაცხადა ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად.
ხუან გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად უკვე აღიარეს ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მა, ისრაელმა, საქართველომ და სხვებმა.
ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩინეთი, ირანი, სირია, კუბა და თურქეთი.