ალექსეი ნავალნი სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალურ არჩევნებში ჩაებმება
ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ იწყებს კამპანიას სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის არჩევნებში კანდიდატების წარსადგენად. ამის თაობაზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ისაუბრა რეგიონულ აქტივისტებთან შეხვედრაზე.
ნავალნი აცხადებს, რომ შემოდგომისთვის დანიშნულ მუნიციპალურ არჩევნებში არ დააყენებს თავის კანდიდატურას სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის არჩევნებში, მაგრამ შეეცდება გახდეს სანკტ-პეტერბურგის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი.
მე მოსკოველი ვარ, ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, და არ მაქვს არც სურვილი და არც მორალური უფლება, რომ ვიყო არჩეული სხვა ქალაქში.
ალექსეი ნავალნი მოსკოვის მერის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობდა 2013 წელს, როდესაც მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრის სერგეი სობიანინის მთავარი ოპონენტი იყო. არჩევნებში სობიანინმა გაიმარჯვა, მაგრამ ნავალნიმ გაუსწრო სხვა დანარჩენ კანდიდატს და მეორე ადგილზე გავიდა.