რიაბკოვი: წელს სჭირდება განახლება აშშ-თან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას
აშშ-სა და რუსეთს შორის დადებულ კიდევ ერთ, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას (START) გაუვა მალე ვადა, თუ არ განვაახლეთ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ტასსთან საუბარში. ეს იქნება კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელსაც სირთულე შეექმნება მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებიდან. რიაბკოვი გაფრთხილებით გამოდის, რომ ხელშეკრულების გადარჩენის ვადა იწურება, რომ 2011 წლის ხელშეკრულების განახლების მოლაპარაკება წელს უნდა დაიწყოს. ხელშეკრულებას, რომელსაც 2010 წელს მოეწერეს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, ვადა გასდის 2021 წელს. რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონს არ გამოუვლენია მზად ყოფნა ან სურვილი მოლაპარაკებისა, რომ გაგრძელდეს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა. დოკუმენტი ორ ქვეყანას ავალდებულებს არ გაზარდონ განთავსებული ბირთვული ქობინების რაოდენობა 1550-ზე მეტად და განთავსებული რაკეტების და ბომბდამშენების რაოდენობა 700-ზე მეტად. რიაბკოვი აცხადებს, რომ მომავალ წელს აშშ-ში საპრეზიდენტო წინასარჩევნო კამპანიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი „სტარტის“ განახლებისთვის მოლაპარაკებას. „ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება წელს“- თქვა რიაბკოვმა. თეთრმა სახლმა საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 2 თებერვალს გამოაცხადა და ხელშეკრულების შეჩერების ექვს თვიანი ვადა დადგინდა. იგივე გააკეთა რუსეთმაც. აშშ რუსეთს ადანაშაულებს, რომ საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულების პირობებს არღვევს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.