ვარკეთილში 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები
ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, […]