თურქეთი გმობს საფრანგეთის გადაწყვეტილებას სომეხთა „გენოციდის“ დღის გამო
თურქეთმა დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება, დაწესდეს 24 აპრილი „სომეხთა გენოციდის“ ხსენების დღედ მის ქვეყანაში და მას „პოლიტიკური მანიპულაცია" უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალიმმა განაცხადა 6 თებერვალს, რომ მაკრონს სურს თავის ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე ქულები დაიწეროს. ქალიმის კომენტარი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ სურს 24 აპრილი იყოს „სომეხთა გენოციდის ხსოვნის სახელმწიფო დღე“. საფრანგეთმა, სადაც სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ოფიციალურად აღიარა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხური ეროვნების მილიონნახევარიპირის ხოცვა-ჟლეტა და განდევნა „გენოციდად“. საფრანგეთის მსგავსი ნაბიჯი გადადგა 22-მა სახელმწიფომ. სომხეთი მიიჩნევს, რომ ახალ ისტორიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა, რომელიც ჰოლოკოსტზე ადრე მოხდა.თურქეთი არ იზიარებს ამ თვალსაზრისს და ამტკიცებს, რომ დაიხოცა სომეხთა ბევრად მცირე ოდენობა, და რომ ეს უფრო სამოქალაქო კონფლიქტი იყო, ვიდრე მთავრობის მიერ დაგეგმილი სისტემატური ქმედება ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ.