საფრანგეთმა იტალიიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. პარიზი კრიტიკით შეხვდა იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს შეხვედრას საფრანგეთის საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან.
საფრანგეთი თვლის, რომ ეს მის საშინაო საქმეებში ჩარევაა. "საფრანგეთი თვების განმავლობაში იყო უსაფუძვლო და განმეორებითი თავდასხმების და აღმაშფოთებელი განცხადებების სამიზნე, წერს საფრანგეთის საგარეო უწყება.
ელჩის გაწვევა მოხდა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც იტალიის ვიცე-პრემიერი, პოპულისტური "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერი, ლუიჯი დი მაიო „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებს შეხვდა პარიზში."ყვითელი ჟილეტები" საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ პრეზიდენტ მაკრონის წინააღმდეგ საფრანგეთის ქუჩებში.
და საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რათა ზიანი არ მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს.
ორი პოპულისტური პარიის მიერ შექმნილი მთავრობა იტალიაში შარშან მოვიდა ხელისუფლებაში. არაერთ, მათ შორის, ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების საკითხში, იტალიის მთავრობის პოზიცია განსაკუთრებულია და განსხვავებულია ევროკავშირის წევრთა უმეტესობისგან.