Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

როგორ აიღო სესხი ისე, რომ არ დაკარგო ქონება - 5 მთავარი რჩევა

0
როგორ აიღო სესხი ისე, რომ არ დაკარგო ქონება - 5 მთავარი რჩევა

2018 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა თითქმის 150 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს. ეს ქონება მოქალაქეებმა დაკარგეს.

საბანკო სფეროს ექსპერტები რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იძლევიან, რაც დაგეხმარებთ იმაში, რომ სწორად შეძლოთ სესხის აღებაც და გადახდაც, რათა  თქვენი ქონება სხვისი საკუთრება არ გახდეს.

1. განიხილე რამდენიმე შემოთავაზება

იპოთეკური სესხის აღებისას გაეცანით  რამდენიმე ბანკის პირობას. ყოველთვის არსებობს თქვნთვის საუკეთესო პირობა,  რომელიც მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ რომელიმე ბანკი დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ, ესე იგი სესხის მომსახურების თანმხლები დამატებითი ხარჯები იმ კონკრეტულ ბანკში უფრო დაბალია.​

2. დეტალურად გაეცანი გენერალურ ხელშეკრულებას

უძრავი ქონება გირაოში ხშირად გენერალური ხელშეკრულებით ჩაიდება. ეს არის გრძელვადიანი ხელშეკრულება, 20-30-წლიანიც კი. ამ დროის განმავლობაში კომერციული ბანკი ერთი იპოთეკის ქვეშ აერთიანებს მოქალაქის  მიერ აღებულ არაერთ სესხს.

ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა მომხმარებელს და ხელშეკრულებაშიც წერია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მათი საკონსულტაციო ცენტრისთვის მიუმართავთ მოქალაქეებს, რომლებსაც სესხის დაფარვისას გენერალური ხელშეკრულების გამო შეექმნათ პრობლემები.

„თუ მომხმარებელს უნდა, რომ კონკრეტული ხელშეკრულების ქვეშ იყოს პასუხისმგებელი თანხის დაფარვაზე, აუცილებლად უნდა შეამოწმო, ხომ არ არის გაფორმებული მანამდე გენერალური ხელშეკრულება. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ იპოთეკის უძრავი ქონებით დატვირთვას აქვს ორი ფორმა: ერთი, როცა ტვირთავ კონკრეტულ სესხზე და მეორე - გენერალური, ანუ გრძელვადიანი ხელშეკრულება. მათ უნდა აარჩიონ სწორად, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო მოსახერხებელია მათთვის”, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

​თუ იცით, რომ სესხის დაფარვის შემდეგ ისევ დაგჭირდებათ სესხის აღება, მაშინ   გრძელვადიანი ხელშეკრულება ჯობს. ასეთ დროს კონკრეტული ხელშეკრულების დამთავრების მერე იპოთეკა არ მოიხსნება და მისი გამოყენება ისევ შეგეძლებათ 2-3 წელიწადში.

3. დააზღვიე ხელფასი

ხელფასის დაზღვევა ეფექტური ხერხია ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა.  სადაზღვევო კომპანიები 6 თვის ხელფასს აზღვევენ. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კვალიფიციურ კადრს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეუძლია ანალოგიური ანაზღაურებით სამსახურის შოვნა, თუმცა აუცილებელია, რომ დამსაქმებლის მიერ სამსახურიდან გაშვება იყოს დაფიქსირებული. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ტოვებს სამუშაო ადგილს, დაზღვევა არ მოქმედებს.

4. გამოითვალე და დააგროვე მინიმალური დანაზოგი

თუ სამსახურიდან თავად წამოხვედით, თქვენს გადახდისუნარიანობას დანაზოგი შეინარჩუნებს. ექსპერტების რეკომენდაციით, ის შემოსავლის მინიმუმ სამმაგი ოდენობა უნდა იყოს. დანაზოგი ეხმარება ადამიანს, რომ, გაუთვალისწინებელი გარემოების მიუხედავად, მისი ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი მკვეთრად არ შეიცვალოს.

5. გაეცანი გარდაცვალების დაზღვევას

ყველა სამომხმარებლო სესხზე ხდება სიცოცხლის დაზღვევა. თუ ადამიანი გარდაიცვალა და ამის მიზეზი არ არის, მაგალითად,  თვითმკვლელობა ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, გარდაცვალებიდან 5 დღის განმავლობაში კომერციულ ბანკს უნდა აცნობონ მომხდარის შესახებ. პირველ რიგში შეჩერდება სესხზე პროცენტის დარიცხვა და მხოლოდ ძირი თანხის დაფარვის ვალდებულება დარჩებათ ოჯახის წევრებს. თუ გარდაცვალება იყო მოულოდნელი, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია თანხას სრულად აანაზღაურებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი - 56 934 467 ლარის - უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს ბანკს გადაეცა, მეორე ადგილზეა თი-ბი-სი ბანკი, 46 754 801 ლარით, ხოლო მესამეზე - ბანკი „ქართუ“, 25 396 007 ლარით.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Трансляцию концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

День защиты детей празднуют в мире 1 июня

Для пользы тела. «Мой спортивный район» начинает летние тренировки


Елена Рыбакина

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России