Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

ირანში 1979-2009 წლებში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 860-მდე ჟურნალისტი

0
ირანში 1979-2009 წლებში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს 860-მდე ჟურნალისტი

ირანის ხელისუფლებამ დააკავა, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა სულ მცირე, 860 ჟურნალისტი 1979 წლიდან 2009 წლამდე, - განაცხადა ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ 7 თებერვალს.

პარიზში დაფუძნებულ უფლებადამცველ ჯგუფს ეს ცნობა მოჰყავს ირანის იუსტიციის უწყებიდან გამოჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

7 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდა ირანელი უფლება დამცველი, შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 2003 წელს.

რეპორტიორები უსაზღვრებოდ იტყობინება, რომ ინფორმატორის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს 1,7 მილიონ საქმეს, რომლებიც ეხება ირანელ უმცირესობებს, ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს და პირებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული.

ორგანიზაციის რეპორტიორები უსაზღვრებოდ გენერალური მდივნის, კრისტოფ დელუარის თქმით, მისმა კოლეგებმა თვეები გაატარეს სხვა ჯგუფების მონაცემებთან საქმეების შედარებაში.

„მასალა შეიცავს დაკავების, დაპატიმრების და სიკვდილით დასჯის ყველა შემთხვევას, რომელიც აღსრულდა ირანის ხელსიუფლების მიერ თეირანის რეგიონში სამი ათწლეულის განმავლობაში, აცხადებს რეპორტიორები უსაზღვრებოდ. ორგანიზაციის ანგარიშის გამოქვეყნების ფონია ირანის ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავის აღნიშვნა.

დაკავებულ, დაპატიმრებულ და სიკვდილით დასჯილ, სულ მცირე, 860 ჟურნალისტს შორის 218 ქალი იყო. მათ აპატიმრებდნენ „მტრულ უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის“, „ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისთვის“, „ანტისამთავრობო პროპაგანდისთვის“ და ჯაშუშობისთვის. ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებდნენ ასევე ბრალდებებს, როგორიცაა „სიწმინდის და ისლამის შეურაცხყოფა“ და „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“.

უფლება დამცავი ჯგუფის თანახმად, დაკავებული ჟურნალისტების უმეტესობას არ ჰქონდა ძირითადი უფლებების გამოყენების, ადვოკატის ყოლის, ოჯახთან კავშირის შესაძლებლობა. მათ მიმართ იყენებდნენ ძალადობას და აწამებდნენ მათ, აცხადებს რეპორტიორები უსაზღვრებოდ თავის ანგარიშში, რომლის თანახმად, დადგენლია სულ მცირე ოთხი ჟურნალისტის ვინაობა, რომლებიც სიკვდილით დაისაჯნენ ირანში და მათ შორისაა სიმონ ფარზამი, ებრაული წარმოშობის ირანელ-შვეიცარიელი, რომელიც დაპატიმრების დროს, 1980 წელს ფრანს პრესის სააგენტოს ბიუროს განაგებდა.

ანგარიშის თანახმად, მოძიებული საქმეების მიხედვით, 1980 წლის შემდეგ 61900 პოლიტიკური პატიმარი იყო ირანში. სულ მცირე, 520 მათგანი 15-დან 18-წლამდე ასაკისა იყვნენ. ანგარიშის ავტორების წერენ, რომ საქმეები დამატებითი დასტურია ერთ-ერთ ციხეში 1988 წელს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისა, როცა მოკლეს ათასობით პოლიტპატიმარი ირანის რევოლუციის ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ გამოცხადებული ფათვას შედეგად.





Губернаторы России
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения





Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

«Пытаются продвигать за наш счет свои услуги»: в Красноярске появилась фейковая реклама VK Fest с Бастой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


WTA

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России