ტრამპი: კიმ ჩენ ინის მმართველობისას ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკურ რაკეტად გადაიქცევა
კიმ ჩენ ინის მმართველობისას ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკურ რაკეტად გადაიქცევა, - წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.
„კიმ ჩენ ინის მმართველობისას ჩრდილოეთ კორეა უდიდესი ეკონომიკური ცენტრი გახდება. მას ბევრის გაკვირვება შეუძლია, მაგრამ მე ვერ გამაკვირვებს, ვინაიდან მე მას ვიცნობ და კარგად მესმის, თუ რისი გაკეთება შეუძლია. ჩრდილოეთ კორეა რაკეტად გადაიქცევა, მაგრამ სხვანაირ, ეკონომიკურ რაკეტად!“ - წერს დოლანდ ტრამპი.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი შეხვედრა კი 2018 წლის 12 ივნისს შედგა სინგაპურში, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძული იქნება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი რეგიონი.
მაშინ დონალდ ტრამპმა "ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუში კიმ ჩენ ინი "შთამბეჭდავ პიროვნებად" დაახასიათა:
"მხიარულია, ძალიან გონიერი, საუცხოო მომლაპარაკებელი. უყვარს თავისი ხალხი - იმის თქმა არ მინდა, რომ ამით გაოცებული ვარ, მაგრამ უყვარს თავისი ხალხი. და, ჩემი აზრით, დასაბამი მივეცით არაჩვეულებრივ შეთანხმებას. მოვახდენთ ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციას", - უთხრა დონალდ ტრამპმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს, გრეტა ვან სასტერენს.