ბორჯღალოსნებმა სტუმრად მოუგეს რუმინეთის ნაკრებს
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა ქალაქ კლუჟში და წაგებული პირველი ტაიმის (3:6) შემდეგ, მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა ანგარიშით 18:9.
ბორჯღალოსნებმა რუმინელთა ძლევით ანთიმოზ ივერილის სახელობის თასიც შეინარჩუნეს. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი მორაგბეები 17 თებერვალს თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩაატარებენ ესპანეთის ნაკრებთან.