ასლან კობახია: „აფხაზეთის გავლით დიდი ხანია მოძრაობს სატრანზიტო ტვირთები“
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის ე.წ. ელჩის, ალექსეი დვინიანინის განცხადებაზე, რომელიც ტრანზიტის თემას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა ასლან კობახიამ, რომელსაც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ანაიდ გოგორიანი ესაუბრა.