ნაციონალები სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ
ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს. მათი თქმით, ემიგრანტებთან შეხვედრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზეც. ლიეჟში ზვიად კუპრავაც გაემგზავრა. ის აცხადებს, რომ ემიგრანტებთან ექსპრეზიდენტის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბრონ.