თურქეთის ხელისუფლებამ ათასზე მეტი ადამიანის დაპატიმრების სანქცია გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ სანქცია გასცა ათასზე მეტი ადამიანის დაპატიმრებაზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რადიკალურ სასულიერო მოღვაწე ფეთულა გიულენთან. ტელეკომპანია CNN Turk-ის ცნობით, ეჭვმიტანილთა უმრავლესობა ანკარაში იმყოფება, მაგრამ პოლიციის ოპერაცია ტარდება ქვეყნის 76-ვე პროვინციაში.
2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში 80 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. კიდევ 150 ათასმა სახელმწიფო მოხელემ და სამხედრომ დაკარგა სამსახური. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის კრიტიკოსები მას ბრალად სდებენ ჩავარდნილი პუტჩის გამოყენებაში ოპოზიციის შესავიწროებლად.
ფეთულა გიულენი 1999 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. 2013 წლამდე ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ერდოანთან და ქმნიდა ისლამურ საზოგადოებრივ მოძრაობას, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობები გაუფუჭდა ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.