დელის სასტუმროში ხანძარმა შეიწირა, სულ ცოტა, 17 ადამიანი
ინდოეთის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ დელის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი 12 თებერვლის დილას გაჩნდა „არპიტ პალას ჰოტელში“. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხუთსართულიანი შენობიდან გამოიყვანეს 35 ადამიანი. ხანძრის მიზეზები ჯერ არ დაუდგენიათ.
უსაფრთხოების დაბალი სტანდარტები და წესების არასათანადოდ დაცვა ხშირად იწვევს ხანძრებს ინდოეთში.