CO-მ დედა-შვილი მოწამლა
რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. 40-წლამდე ასაკის ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილის მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებულმა ნახშირჟანგმა გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი უგონო მდგომარეობაში აბაზანაში ნახეს, შვილს კი გონება არ დაუკარგავს. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.