აფეთქებას ქაშმირში 44 ინდოელი პოლიციელი ემსხვერპლა
თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 44 პოლიციელი ემსხვერპლა ინდოეთის ქაშმირის რეგიონში. ეს იყო ბოლო ათწლეულებში ყველაზე სისხლიან თავდასხმა უშიშროების ძალებზე პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო რეგინში.
ინციდენტს, სავარაუუდოდ, დაძაბულობა მოჰყვება პაკისტანთან ურთიერთობაში. პაკისტანში დაფუძნებულმა ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჯაშ - ე- მოჰამადმა იკისრა პასუხისმგებლობა მომხდარისთვის. თავდასხმა მოხდაჯამუ-ქაშმირის მთავარ მაგისტრალზე.
ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს უპირატესად მაჰმადიანებით დასახლებულ ქაშმირში მეამბოხეთა მხარდაჭერაში. ჰიმალაის რეგიონი, ქაშმირი ბირთვული იარაღით აღჭურვილ მოსისხლე მტერს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაიყომათ მიერ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების, ბრიტანეთის კოლონიურ ბატონობის დასრულების შემდეგ, 1947 წელს.
ინდოეთში აშშ-ის ელჩმა კენ ჯასტერმა დაგმო თავდასხმა და თანაგრძნობა გამოთქვა.