აშშ-ის ჯარის გასვლას სირიიდან პუტინი, ერდოანი და როჰანი დადებით ნაბიჯად თვლიან
რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ აშშ-ის გეგმას, გაიყვანოს თავისი ჯარი სირიიდან, დადებითი ნაბიჯია, განაცადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში გამართული სამიტის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტი მასპინძლობდა თურქ და ირანელ კოლეგებს, რეჯეპ ტაპ ერდოანსა და ჰასან როჰანის, 14 თებერვალს. პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამივე პრეზიდენტი შეთანხმდა: აშშ-ის ჯარის გასვლა სირიიდან ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზებას. პუტინის თქმით, ტრამპი ცდილობს საარჩევნო კომპანიის დანაპირების შესრულებას, როცა ჯარის გაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ის ყოველთვის ვერ ახერხებდა ამას, რისი მიზეზიც, პუტინის თქმით, აშშ-ის საშინაო პოლიტიკური საკითხებია.
აშშ-ის ჯარების მაღალი რანგის სარდალმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ რამდენიმე კვირაში დაიწყებს ჯარის გაყვანას სირიიდან.
როჰანის თქმით, აშშ-ის ჯარის ყოფნა სირიასა და სხვა ქვეყნებში არ იყო სარგებლიანი. ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის თანახმად, აშშ-მა უნდა გადასინჯოს თავისი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. რუსეთი, თურქეთი და ირანი სისტემატურად მართავენ სამშვიდობო შეხვედრებს სირიის გარშემო.
პუტინის თანახმად, ასეთი მორიგი შეხვედრა კვლავ ასტანაში გაიმართება მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში. უფრო ადრე, 14 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა თურქ და ირანელ კოლეგებს, გააგრძელონ მუშაობა „აქტიურად და თანმიმდევრულად“ ომით დანგრეული სირიის სტაბილიზაციის გეგმებზე მას მერე, რაც აშშ-ის ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას.