რუსეთი ჭარბწონიანობასთან ბრძოლის იაპონურ გზას შეისწავლის
რუსეთის რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველი უწყების, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ განაცხადა, რომ რუსეთი შეისწავლის იაპონიის გამოცდილებას, რომელიც ეფუძნება წელის გარშემოწერილობის ზომის შემზღუდავ კანონს ამ ქვეყანაში, სადაც აკრძალულია 90 სანტიმეტრზე უფრო დიდ გარშემოწერილობის წელის ქონა.
პოპოვას თქმით, ამავე მეთოდით ჭარბწონიანობასთან შეიძლება რუსეთშიც დაიწყონ ბრძოლა. “თუ ყოველწლიური შემოწმების დროს მოქალაქეს დაუდგინეს, რომ მისი წელის გარშემოწერილობა კანონით დადგენილ ნორმას აჭარბებს, მთავრობის განაწესით, ასეთი პირი იგზავნება იძულებით რეგულარულ კონსულტაციაზე.
ორგანიზაციებს, რომლებიც არ ზრუნავენ თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის, ემუქრებათ ჯარიმა, რომელმაც 19 მილიონ დოლარს შეიძლება მიაღწიოს“, დააზუსტა პოპოვამ.
„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის თანახმად, იაპონიაში მოქმედი „მეტაბოს კანონი“ ავალდებულებს მოქალაქეებს გაიაროს წელის გარშემოწერილობის შემოწმება. პოპოვას ინფორმაციით, კაცებს ეკრძალებათ 90 სანტიმეტრზე უფრო დიდი გარშემოწერილობის წელის ქონა, ქალებს კი - 80 სანტიმეტრისა. ამ ინფორმაციას ავრცელებს, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სატელევიზიო არხი „კარენტ ტაიმი“.