უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო შესწორებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ
![უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო შესწორებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ](https://gdb.rferl.org/F5F4C368-FEED-4900-B2CE-837D5D1250B9_w800_h450.jpg)
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა საკონსტიტუცი შესწორებას, რომელიც ეხება ქვეყნის მიზანს, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
19 თებერვალს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პოროშენკომ თავის „სტრატეგიულ მისიად“ მოიხსენია უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. მისი თქმით, ქვეყანამ არაუგვიანეს 2023 წლისა უნდა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.
თუმცა მან აღიარა, რომ უკრაინას ჯერ "გრძელი გზა" აქვს გასავლელი ორივე ბლოკში მისაღები კრიტერიუმების შესასრლებლად.
უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მან უკრაინის პარლამენტს უკრაინულად მიმართა.