სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ანგარიშით 6 მარტს წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების ფორმატში 6 მარტს, ოთხშაბათს, წარდგება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ეს დღე მთლიანად პრეზიდენტის მოსმენას დაეთმობა და სხვა საკითხები აღარ განიხილება.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი რეგლამენტის მიხედვით „ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს“.
ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის დეკემბერში შედგა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს იმ პერიოდზეც, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.