მირზა სუბელიანი: თუ საზოგადოებისთვის საჭიროა მე ვიჯდები, არ არის პრობლემა
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანადაა გასული.
"თუ საზოგადოებისთვის საჭიროა მე ვიჯდები, არ არის პრობლემა, ამ პერიოდში გამოვსწორდი,“- განაცხადა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდა.
პროკურორმა მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.დაცვის მხარემ კი სასამართლოს მირზა სუბელიანისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს, 5 ათასი ლარის გამოყენება და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება შესთავაზა.