ცხრათვიანი პატიმრობა და გამამართლებელი განაჩენი
ავტომობილის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 9 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში მყოფი ორი რუსთაველი ახალგაზრდა 25 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბრალდების მხარის არადამაჯერებელი მტკიცებულებების გამო.
მოსამართლე ქეთევან ბლუაშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები გააბათილა. არჩილ ანთიძე და გოდერძი მახარაშვილი რუსთაველის ქუჩაზე ძვირად ღირებული ავტომობილის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წლის 28 მაისს დააკავეს. სასამართლო პროცესამდე ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
სასამართლო პროცესის წინ პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა ითხოვს ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას,სს კოდექსის 177 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ქურდობის მცდელობას. პროკურატურას მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია.