MDF: მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო კამპანიაში ცხრა პროსახელისუფლებო ფეისბუკ გვერდია ჩართული
"მედიის განვითარების ფონდის" მონიტორინგის თანახმად, ხაზარაძის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებისათვის ტროლები ფეისბუკის გვერდებს ქმნიან, შემდეგ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთში 230 000 წევრია.