აშშ ზეწოლას აძლიერებს მადუროზე
აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე - 25 თებერვალს მან ახალი სანქციები დაუწესა მადუროსთან დაახლოებულ ვენესუელის ოთხ გუბერნატორს და მოკავშირეებს მოუწოდა გაყინონ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის აქტივები.
ამასთან, ვაშინგტონის ინიციატივით 26 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება სხდომა ვენესუელის კრიზისის საკითხზე.
ოთხი გუბერნატორისთვის დაწესებული სანქციები მაშინ გამოცხადდა, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტი, მაიკ პენსი კოლუმბიაში, ბოგოტაში ხვდებოდა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს.
მაიკ პენსის განცხადებით, აშშ 56 მილიონ დოლარს გამოყოფს საიმისოდ, რომ ვენესუელის მეზობლებს დაეხმაროს ვენესუელის გაჩანაგებული ეკონომიკისგან გაქცეული მიგრანტების მისაღებად.
23 თებერვალს სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 300 დაიჭრა მაშინ, როცა აშშ-ის მხარდაჭერილი ჰუმანიტარული კონვოი კოლუმბიიდან ვენესუელაში შეცვლას ცდილობდა.