უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ ხელმძღვანელს სამშობლოს ღალატში სდებენ ბრალს
უკრაინაში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ ზამანა.
გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ ფეისბუკზე დაწერა, რომ ზამანა 25 თებერვალს დააპატიმრეს. ლუცენკოს თანახმად, ზამანა ეჭვმიტანილია 70 სამხედრო გარნიზონის და დანაყოფის უკანონოდ დაშლაში, მათ შორის საჰაერო თავდაცვის ბრიგადების, ბატალიონების და 19 საჰაერო დანაყოფის, ასევე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ესკადრილიამდე შემცირებაში, 2012-2014 წლებში.
ზამანას "უკანონო" ნაბიჯებმა გამოიწვია სამხედრო რეგისტრაციის და გაწვევის ოფისების გაუქმება, რის გამოც 2014 წელს უკრაინის არმია დასუსტებული იყო, რაც რუსეთს დაეხმარა ყირიმის ანექსირებაში და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატიზმის გაღვივებაშიო - წერს ლუცენკო.