ფრაქცია „ქართული ოცნება“ ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“.
„უმრავლესობაში კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, ვინც ფიქრობს უმრავლესობის დატოვებაზე. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
უმრავლესობის რიგების დატოვებას არც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გამორიცხავს.
საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.