ირაკლი კობახიძე პოლონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის სენატის მარშალ, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა. “დღეს შევხვდი პოლონეთის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებზე, სადაც გადამწყვეტი როლი დინამიკურ საპარლამენტთაშორისო კავშირებს ენიჭება. შევთანხმდით გაცვლითი ვიზიტების გააქტიურებასა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე.”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.