თალიბანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკება ორი დღით შეჩერდა
აშშ-ის წარმომადგენელმა, რომელიც თალიბანთან მოლაპარაკებაშია ჩართული, განაცხადა, რომ ყატარში მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი შეჩერდა ორ მარტამდე. ზალმაი ხალილზადის თქმით, მხარეები ახლა კონსულტაციებს მართავენ შინ და კვლავ განახლდება შეხვედრა ორ დღეში. ამის თაობაზე ხალილზადმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა 28 თებერვალს. თალიბანის წარმომადგენლმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ მოლაპარაკება "სოლიდურად" და "პროდუქტიულად" მიმდინარეობს. ხალილზადმა განაცხადა, რომ ნელა მივდივართ ურთიერთგაგებისა და შესაძლებელი მშვიდობისკენ.