კვიციანმა დემოგრაფიული ცენტრისთვის 43 ლარი გაიღო
დეპუტატმა ემზარ კვიციანმა 43 ლარი გადარიცხა ქართული ემიგრაციის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ცენტრში.500 ლარი ჩარიცხა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა. სხვა შემომწირველების ვინაობა უცნობია.
როგორც ცენტრის დირექტორი ნუნუ შალამბერიძე ამბობს, სხვა შემომწირველების ფული საბანკო ანგარიშებიდან არ იყო გადმორიცხული და ვინაობაც არ ჩანდა. მას თანხის ოდენობა არ დაუსახელებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ ის საკმაოდ მცირეა.
ემზარ კვიციანი აპირებს ხელფასის 2 პროცენტი ცენტრში ყოველთვიურად გადარიცხოს.
ქართული ემიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი თებერვალში, ემზარ კვიციანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი მთაში მცხოვრები, ახლად შექმნილი ოჯახების დახმარებაა.