Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2019

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტის ინვესტორებისგან იყო შეშფოთების მესიჯები

0
ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტის ინვესტორებისგან იყო შეშფოთების მესიჯები

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მიიჩნევენ, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები გარკვეულ გავლენას მოახდენს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.

„რა თქმა უნდა, ესეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც ეხება მთავარ სპონსორებს ამ პროექტის, ზეგავლენას ამ პროექტზეც იქონიებს“ - ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"  გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი ჯერჯერობით არ შეჩერებულა. „თუმცა, აუცილებელია ეს გაუგებრობა მოგვარდეს, სიცხადე მოეფინოს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები“ - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ახვლედიანმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენების გამო, ინვესტორებისგან იყო შეშფოთების შემცველი მესიჯები. „კონკრეტულად გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში იქნება ძალიან რთული“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გასული წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკის“ 10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს. პროკურატურა ამ ფინანსურ ოპერაციებში ხედავს ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს.

ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

21 თებერვალს, „თიბისი ბანკის“ აქციონერები დათანხმდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდის შესახებ და სასამართლო დავა შეწყვიტეს.

იმავე დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტოვებს "თიბისი ბანკს" და საქმიანობას გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში. „მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Пиар Менеджер для Артистов, Музыкантов, Композиторов, Актеров, Поэтов, Писателей, Моделей, Дизайнеров, людей любых творческих профессий и брендов!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Команды руководства Москвы примут участие в турнире по тэг-регби в Суздале

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве


Анна Калинская

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

УЗИ и КТ при диагностике урологических заболеваний: что выбрать



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России