ამერიკელი ინვესტორი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება
ამერიკელი ინვესტორი მაიკლ კალვი, მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება. ეს გადაწყვეტილება მიიღო 28 თებერვალს რუსეთის სასამართლომ, რომელმაც უარი უთხრა საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამფუძნებელს წინასწარი, შინა პატიმრობით შეეცვალათ.
ფონდმა განაცხადა, რომ საჩივარს შეიტანს გადაწყვეტილების გამო.
კალვი, ასევე ფონდის სამი სხვა თანამშრომელი და ორი სხვა აღმასრულებელი მოსკოვში დააპატიმრეს თებერვლის დასაწყისში. მათ ბრალად წაუყენეს საფინანსო მაქინაციები.
თუ დანაშაული დაუმტკიცდა, კალვის, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უცხოელ ინვესტორს, ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ეჭვმიტანილმა, სამი შვილის მამამ, საპატიმროდან ვიდეო ხიდის გზით მიმართა სასამართლოს, რომ არ აპირებს გაქცევას, მხოლოდ ჩემი მოვალეობების შესრულება მინდა, შვილებს უნივერსიტეტში საგნების არჩევაში უნდა დავეხმარო. კალვის დაპატიმრებას 14 თებერვალს შოკი მოჰყვა დასავლეთის საქმიან წრეებში.