საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატთან: შალვა ნათელაშვილი, N 10
22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 10.

22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შალვა ნათელაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, N 10.
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, 21 ოქტომბერს მომხდარი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან 3 პაციენტი რჩება რუსთავის სტაციონარში, დანარჩენი გაწერეს. სამივეს კლინიკა „რუსთავში“ მკურნალობენ. გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლევან ფსუტურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათგან ერთი 14 წლისაა. მას მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა. დადასტურდა უცხო სხეულის არსებობა, რომელიც ექიმებმა ამოიღეს. ორი ზრდასრული პაციენტიდან ერთმა, 28 წლის მამაკაცმა, აფეთქების... Читать дальше...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს მისცემს ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუების წამყვანებს - ასე უპასუხეს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ შეირჩა ინტერვიუსთვის მხოლოდ სამი ტელეარხი - „იმედი,“ „რუსთავი 2“ და „TV პირველი.” ამ ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების წარმყვანები ირაკლი ჩიხლაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებს დაუსვამენ პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში. “იმ გარემოების გათვალისწინებით,... Читать дальше...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს ინტერვიუს მისცემს სამი ტელეკომპანიის - „იმედის,“ „რუსთავი 2“-ის და „TV პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს. ინტერვიუ 22 საათზე დაიწყება. სააგენტო ინტერპრესნიუსს „ქართულ ოცნებაში“ უთხრეს, რომ „ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს."
16 ოქტომბერს გოგა ხაინდრავამ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის დეკლარაციაშია მოცემული, რომელიც აუდიტის სამსახურში წარადგინა. ამ დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ 16 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა 143 000 ლარის შემოწირულება მიიღო და ჯამში მის მიერ მობილიზებული თანხები შემოწირულებების გზით 3 მილიონ ლარს ასცდა.
კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები. განსაკუთრებით დატვირთული გასული კვირა აღმოჩნდა სამეგრელოში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ქუთაისში შეხვედრები მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გამართა.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მსოფლიოს „უფრო სახიფათოს“ გახდის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა და რუსეთი მიმართავს ზომებს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ბალანსის აღსადგენად.
ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საუდის არაბეთმა სრულად განმარტოს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი. ტრამპისა და ერდოანის სატელეფონო საუბრის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 22 ოქტომბრის განცხადებაში. მანამდე ერდოანმა თქვა, რომ 23 ოქტომბერს იტყვის მთელ სიმართლეს დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ 60 წლის ჟურნალისტმა... Читать дальше...
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პირველი ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებულ დეტალებს ასახავს. სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იხსენებს მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს. ყიფიანი ყვება, რომ ის ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მას. შეხვედრაზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი განმარტავს... Читать дальше...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ აქვს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ოპოზიცია არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. კილაძის კომენტარი მოჰყვა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ აგვისტოს ომის შესახებ ჰააგის სასამართლოში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე მომზადებულ შესაგებელში რუსეთი ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს ზურაბიშვილის წიგნიდან. "რუსეთი... Читать дальше...
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს გაათავისუფლებს საქართველოს ორ მოქალაქეს, სოფელ ოკამის მცხოვრებთ, რომლებიც შაბათს დააკავეს ახალგორის მიმდებარე ტყეში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მათი გათავისუფლება დღის მეორე ნახევარში იგეგმება. საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის საგადასახადო დავა შეწყდა. 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ეთნოწმენდის და ოკუპაციის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე რუსეთმა წარადგინა საპასუხო სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა შესაბამისი ამონაწერი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან. „ეს არის უკვე მომხდარი და შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონი... Читать дальше...
ავტომობილების პარკირების საფასური უბნებისა და რაიონების მიხედვით განისაზღვრება და ტარიფებიც განსხვავებული იქნება, - ამის თაობაზე თბილისის მერმა,კახა კალაძემ განაცხდა„მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე. „ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. აქ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს არაფერს ვიგონებთ. უბრალოდ, საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს ევროპული ქვეყნებიდან. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია,... Читать дальше...
ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის რეგიონულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ, მემარჯვენე-პოპულისტურმა „სამართალმა და სამართლიანობამ“ გაიუმჯობესა შედეგები წინა რეგიონულ არჩევნებთან შედარებით, მაგრამ ხმები დაკარგა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 21 ოქტომბრის კენჭისყრის ეგზიტპოლი ასევე აჩვენებს, რომ ვარშავის მერობისათვის ბრძოლაში 54 პროცენტით გაიმარჯვა პროვეროპელმა ცენტრისტმა კანდიდატმა, რაფალ ტშასკოვსკიმ. წინასწარი შედეგებით, რეგიონულ წარმომადგენლობით ორგანოებში მმართველ პარტიას ერგო 32,3 პროცენტი მაშინ... Читать дальше...
შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მეტროს სადგურ "სამგორიდან" ლილოს მიმართულებით ახალი სადგურები აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა ინიციატივის, „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე. „ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ, რომ გაგვეკეთებინა სწორედ ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით“ - თქვა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, მომავალში შესაძლოა, მეტროს სისტემას დაუკავშირდეს ქალაქი რუსთავიც. Читать дальше...
შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უკვე გამოკითხეს რუსთავში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები, ვისი ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, 21 ოქტომბერს, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რამაც ადამიანების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშავება გამოიწვია.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია იურისტი სულხან სალაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნახევარ მილიონ დოლარს დახარჯავს საქართველოს რეგიონებში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
ფარული ჩანაწერების მთელ იმ სერიასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, ოპოზიცია პარლამენტში ძალოვანი მინისტრებისა და მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მომხდარი თავდასხმისას დაიჭრა გენერალი ჯეფრი სმაილი, რომელიც ავღანეთის სამხრეთში ხელმძღვანელობს ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მისიას. პენტაგონის ინფორმაციით, გენერალი სმაილი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ჰოსპიტალში მკურნალობს. თავდასხმა 18 ოქტომბერს მოხდა. ყანდაარის პროვინციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა მიმდინარეობდა, ცეცხლი გახსნა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა მოკლეს. Читать дальше...
დღევანდელი „თავისუფლების #კითხვები“ ადრეული ქორწინების თემაზე იქნება. ადრეული ანუ არასრულწლოვანთა ქორწინება გაეროს ადამიანის უფლების დარღვევად აქვს აღიარებული და ამ პრობლემაზე თაობაზე არაერთი საერთაშორისო ინიციატივა არსებობს.
ბერლინს კედელი ორ ნაწილად ყოფდა. ახლა აღარაფერი ყოფს. ყველაფერი მაინც ორი დარჩა. "ჩეკპოინტ ჩარლისთან" ორგვარი სოსისი იყიდება - დასავლურ ყაიდაზე დამზადებული და აღმოსავლური. კედელი დაინგრა, მაგრამ მაინც დგას, - ასე ვიფიქრეთ იქ ჩასულებმა. ნამსხვრევებად ქცეული კედელი იყიდება. გადაცემის ავტორმა ოქროპირ რუხაძემ, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად, ბერლინის კედელი გადალახა.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
103news.com — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.
Музыкальные новости