Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

Новости за 01.08.2019

გამოკითხვაზე დაბარებით, ხელისუფლება ცდილობს, ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნაში ხელი შეუშალოს

News.ge 

ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილი ამ ფაქტს „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზიის შექმნას უკავშირდება. „ლეიბორისტების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ნიკა გვარამიას ამ პროცესში ხელი შეუშალოს. შალვა ნათელაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს მხარდაჭერას უცხადებს. ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა... Читать дальше...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონიდან 32 800 000 აშშ დოლარი გაყიდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 40 000 000 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ამერიკული მედიის თანახმად მოკლულია ოსამა ბინ ლადენის შვილი, ჰამზა

Radiotavisupleba.ge 

ოთხშაბათს აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად, მოკლულია ჰამზა ბინ ლადენი, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ყაიდის“ დამფუძნებლის , ოსამა ბინ ლადენის შვილი. ინფორმაციის წყაროდ სახელდება ამერიკის ადმინისტრაციის ანონიმი მოხელე. „ენბისი ნიუსის“ თანახმად, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ჰამზა ბინ ლადენი მართლა მოკლეს იმ ოპერაციის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა აშშ-იც. გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ოპერაცია ჩატარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო დრომდე არ არსებობდა დამაჯერებელი მტკიცებულება... Читать дальше...



ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან შეტყობინება უკვე მიიღო.  „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვის შესაძლებლობას ის მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხედავს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვა იგეგმება იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების... Читать дальше...

როგორ იქცა ტერორი პოლიტიკად

Radiotavisupleba.ge 

„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, რომელიც გვიამბობს 30 ივლისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, ყოფილ ჩეკას შენობასთან გამართული აქციის შესახებ.

თამარ ჩუგოშვილი: რუსეთის მიერ ისტორიის შეცვლის მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთს აქვს ისტორიის შეცვლის მცდელობა, რაც შედეგს ვერ გამოიღებს. თამარ ჩუგოშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსეთისადმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვაზე, აღიაროს „1920 წელს საქართველოს მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდი.“ „რუსეთს თავისი პოზიცია აქვს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს სრულიად განსხვავებული. ბუნებრივია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები თანხვედრაშია. რუსეთს... Читать дальше...

რუსეთი ცდილობს ისტორიის შეცვლას, მაგრამ ეს შედეგს ვერ გამოიღებს

News.ge 

რუსეთი ცდილობს ისტორიის შეცვლას,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას, განიხილოს „1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხი“. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკითხზე საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას საერთო პოზიცია აქვს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი არ იზიარებს. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მცდელობები, შეცვალოს ისტორია, წარუმატებელი აღმოჩნდება. „რუსეთს თავისი პოზიცია აქვს, საერთაშორისო საზოგადოებასა... Читать дальше...

ბიზნესომბუდსმენი „ფრეგოზე“ – საქმეს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს

News.ge 

„ფრეგოს“ ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი “ფრეგოს” დამფუძნებელის გიორგი თოფჩიშვილის დაკავებას. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. „ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც... Читать дальше...



ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემს წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე პროკურატურაში მოწმის სახით მიბარებენ

News.ge 

საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ პოსტში წერს. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღძრეს და ამ ეტაპზე მოწმის სახით იბარებენ. „სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ...

ზურაბ ადეიშვილი: რუსეთის მიერ „საარჩევნო საქმეებში ჩარევით“ საქართველო პიონერი იყო

Radiotavisupleba.ge 

"ბევრი შეცდომები იყო, ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს“, - უთხრა საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ინტერვიუში, რომელიც ბუდაპეშტში ჩაიწერა. „ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა ყველას ერთად სხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ნამდვილად სხვანაირი განვითარების ქვეყნის“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა, რომლის თანახმადაც  კონკრეტული  შეცდომების გარდა, მოხდა  გლობალური კატაკლიზმაც. ეს კატაკლიზმა, მისი განმარტებით, იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს... Читать дальше...

მოსკოვში ქალაქის საბჭოსთან 27 ივლისის დემონსტრაციის მონაწილეთა სახლები გაჩხრიკეს

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებელი პოლიტიკური სამეთვალყურეო ცენტრი, ОВД-Инфо იტყობინება, რომ მოსკოვში პოლიციამ 1 აგვისტოს გაჩხრიკა ალექსეი მინიაილოს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის,ლიუბოვ სობოლის შტაბისთვის ხელმოწერების შემგროვებლებს წვრთნის, სახლი. ჩხრეკა ჩატარდა 27 ივლისის არასანქცირებული საპროტესტო აქციის თაობაზე გამოძიების ჩარჩოებში. აქცია მოეწყო იმ დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად, ვისაც არ მისცეს უფლება, მონაწილეობა მიეღო მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში. უშიშროების სამსახურებმა ჩაახშეს გამოსვლა... Читать дальше...

საია საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ(საია) საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსების არასაკონსტიტუციურად ცნობას საია სადავოდ ხდის მაუწყებლობის შესახებ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამის განთავსებას. Читать дальше...

ნიკა მელია: ზვიად კუპრავა წმინდა წყლის პოლიტიკური პატიმარია

Radiotavisupleba.ge 

„დროა, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და ვთქვათ, რომ ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, სასადილოში მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის საქართველოში ადამიანი არ დაუპატიმრებიათ არც  ერთი სხვა ხელისუფების დროს. მელიას შფასებით ზვიად კუპრავასთვის 9-თვინია პატიმრობის მისჯა სხვა არაფერია თუ არა დიქტატურის ნიშნების გადმოფენა საზოგადიებისთვის. Читать дальше...

დავით დვალი: ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს

Radiotavisupleba.ge 

მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია და ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ყალბია დოკუმენტი, რომელსაც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან მიმართებით ახსენებს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი აქვს მოწერილი ასეთ დოკუმენტზე და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-სთვის... Читать дальше...

პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

News.ge 

პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. განაცხადების თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის... Читать дальше...

ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას

News.ge 

ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას , – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებისა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაცვლად სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას... Читать дальше...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:  „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა ბიუჯეტს 2 837 683 ლარის ზიანი მიაყენეს

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმყობინება, რომ ნავთობის იმპორტიორი კომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა თაღლითური სქემით თავი აარიდეს დიდი ოდენობით გადასახადს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 2 837 683 ლარით იზარალა. „2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძის ფაქტობრივად დაჭერითა და მისი ამ სივრციდან გაძევებით უნდათ, ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაითრიოს და მერე ვისაც მისცემენ, კარგად ვიცით

News.ge 

მამუკა ხაზარაძის ფაქტობრივად დაჭერითა და მისი ამ სივრციდან გაძევებით უნდათ, ანაკლიის პროექტი სახელმწიფომ დაითრიოს და მერე ვისაც მისცემენ, ძალიან კარგად ვიცით, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძის თქმით, მთავრობისგან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ცუდი სიგნალები ისმის“. დეპუტატი ფიქრობს, რომ ახლა მსჯელობა იმის თაობაზე, ანაკლიის პორტი კარგია თუ ცუდი, სასაცილოა. როგორც ...

აქიმიძე-დვალი: უარი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებულ  40%-ზე

Radiotavisupleba.ge 

"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარგი აქიმიძე უარს ამბობენ ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილის დათმობაზე. „2004 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია. ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში... Читать дальше...


Музыкальные новости
Алла Пугачёва

Не зря Пугачева переживает: сколько стоит пожить в элитной квартире Кристины Орбакайте





Rss.plus
Елена Волкова

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»




Уже этой ночью: чем опасен парад планет и как можно его увидеть

Перечислены напитки, которые нельзя употреблять в жару

Юные спортсмены из Чехова сдали нормативы ГТО по бегу

КОРЕННОЙ БАКИНЕЦ Алексей: о жаре, зарплатах и отношении к русским в Азербайджане




ვის და როდის შეეძლება გერმანიაში ლეგალურად მუშაობა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში დასაქმების წინაპირობაა კვალიფიკაციის ქონა ან სასწავლებლად წასვლა. (IT) სფეროს სპეციალისტები შეძლებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გერმანიაში დასაქმებას.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა 31 ივლისს სანქციები დაუწესა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს, რომელსაც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, გაეყინება ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ანდა კონტროლდება ამერიკული ორგანიზაციებისაგან. „ზარიფი განასახიერებს ირანის უზენაესი ლიდერის უგუნურ გეგმას და წარმოადგენს რეჟიმის მთავარ წარმომადგენელს მთელ მსოფლიოში. აშშ-ი მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანის რეჟიმის, რომლის ბოლოდროინდელი საქციელი სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. გარდა ანგარიშების გაყინვისა... Читать дальше...

სამართალდამცველებმა დააკავეს ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლები

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ დააკავა ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლისა სამართლის კოდექსის  210-ე მუხლი, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ... Читать дальше...

დუმა ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტს "გენოციდის აღიარების" სწრაფად განხილვას პირდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის საბჭოს დაავალა, უახლოეს სხდომაზე განიხილონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართვა, "1920 წელს, საქართველოს მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდის აღიარების შესახებ." ვოლოდინის თქმით, მიმართვას ყურადღებით მოეკიდნენ. დუმის საბჭოში არიან მისი თავმჯდომარე და პოლიტიკური ფრაქციების და კომიტეტების ხელმძღვანელები. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ვებსაიტზე 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს მიმართეს... Читать дальше...

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულს აფხაზურმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე კაპანაძეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კაპანაძე 23 ივლისს დააკავეს გალის რაიონის სოფელ დიხაზურგასთან. ინფორმაციიას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაპატიმრების ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

დონალდ ტრამპმა რუსეთს შესთავაზა დახმარება ხანძრების ჩაქრობაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა დახმარება ტყეების ხანძრების ჩაქრობაში. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია საუბარი. იუწყებიან, რომ საუბარი გაიმართა თეთრი სახლის ინიციატივით. რუსული სააგენტოების ცნობით, პუტინმა მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს შეთავაზებულ დახმარებას.   ამერიკულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი სატელეფონო საუბარზე.   უფრო ადრე, ოთხშაბათს... Читать дальше...



Москва

Дело об избиении в Московской области азербайджанцем молотком участника СВО расследуют повторно


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве создана самая маленькая схема метро в мире



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Самойлова о поездке Джигана на «Выжить в Дубае»: «Поставила перед фактом, а он молился, чтобы рейс отменили»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Один из лидеров «Салавата Юлаева» подписал контракт с ЦСКА: теперь официально

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024


Андрей Рублёв

Итальянская забастовка: Рублёв, Котов и Самсонова вылетели с «Ролан Гаррос», Потапова обыграла Ван Синьюй



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Как маленькая страна собралась "ставить на колени" Россию: Станет ли Путин отвечать Эстонии?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России