Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

Новости за 01.08.2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

Radiotavisupleba.ge 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობები დატოვეს გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ და მოადგილემ, კობა ქანთარიამ. სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ 1 აგვისტოს, ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ახალი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია. ის დღემდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად. ჯერჯერობით ვაკანტურია გუბერნატორის მეორე მოადგილის თანამდებობა. Читать дальше...

ზღვის წყლის ხარისხის ივლისის მაჩვენებელი ივნისთან შედარებით გაუარესებულია

Radiotavisupleba.ge 

ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ყოველ 10 დღეში აქვეყნებს, რეგიონის სანაპიროზე ბანაობა დასაშვებია ყველგან. ამ კვლევით დგინდება, რამდენად ნორმაშია დაავადებათა და ვირუსების გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობა ზღვის  წყალში. დაბინძურების  ყველაზე მაღალი ზღვარი 10 ათასია. თუ ამ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზღვის წყალი უკვე საშიშია ჯანმრთელობისთვის. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ზღვაში 25 ივლისს აღებული სინჯების კვლევის შედეგები 31 ივლისს გამოაქვეყნა. Читать дальше...

კოტე კემულარია ხელისუფლებას: თქვენ მუყაოს ვოლსკები ხართ

Radiotavisupleba.ge 

„მივმართავ ხელისუფლებას, დამშვიდდით, გონს მოეგეთ. გასაგებია, რომ თქვენ ვოსლკები ხართ და არ გეშინიათ, მაგრამ თქვენ ხართ მუყაოს ვოლსკები და ყველამ ვიცით, რომ ქაღალდის მგლების ხელისუფლება მალე ჩამოიშლება“, - ასე მიმართა ხელისუფლებას პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა კოტე კემულარიამ. „გამარჯვებული საქართველოს“ გუნდი გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მან დაუშვებლად ცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა. Читать дальше...



დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა  „ახალი სატელევიოზიო პლატფორმის“ შექმნა გადაწყვიტა. კეზერაშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დაანახა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ უბიძგა. „ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ... Читать дальше...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს

Radiotavisupleba.ge 

საქართევლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელი 31 ივლისს მოაწერა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დანიშვნამდე კახაბერ ქემოკლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და თბილისის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ერგნეთსა და გალში, ინციდენტების... Читать дальше...

დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს ფასებზე იმოქმედებს

News.ge 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მივესალმები და დარწმუნებული ვარ კურსი დასტაბილურებას დაიწყებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ აუქციონზე 40 მილიონი ლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განუცხადა. კახა კალაძის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი ქვეყანაში ყველას აწუხებს. “ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა აბსოლუტურად ყველას გვაწუხებს და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა”,-აცხადებს კალაძე. რაც შეეხება ლარის ...

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი საინტერესო არ არის – ადამიანურად არავინ მემეტება ციხისთვის

News.ge 

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი საინტერესო არ არის. როგორც ადამიანურად, რა თქმა უნდა, არავინ მემეტება ციხისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა. კალაძის თქმით,დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს. “თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. კატეგორიუად მიუღებელია ის, რაც ...

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

News.ge 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებ-გვერდზე, შესაბამის ველში პირადი ნომრისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანით შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ უნარების გამოცდით დაიწყო. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ეროვნული გამოცდების შედეგები მომდევნო კვირის ბოლომდე სრულად გამოქვეყნდება.



ზვიად კუპრავას 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან, 2019 წლის 21 თებერვლიდან. მოსამართლე ელენე გოგუაძის გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზშივე გააპროტესტეს ზვიად კუპრავას მხარდამჭერებმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, მოსამართლემ დაუშვა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პრეცედენტი. "პრაქტიკულად ეს ნიშნავს... Читать дальше...

„საქართველოს კაპიტალმა“ და „თბილისის მწვანე სკოლამ“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

News.ge 

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ საგანმანათლებლო სექტორში მორიგი პარტნიორობის შეთანხმება „მწვანე სკოლასთან“ გააფორმა. „თბილისის მწვანე სკოლა“ №134 საჯარო სკოლის პრივატიზების შედეგად, 2011 წელს დაარსდა და დღეს სკოლას, ჯამში, 1,000 მოსწავლეზე მეტი ჰყავს. მწვანე სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე თავისი გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლებითა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით. სკოლა დიღომში მდებარეობს და მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა ბუნებრივი სიმწვანით არის ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები – იუსტიციის საბჭოში გასაუბრება დაიწყო

News.ge 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საბჭოს წევრები ამჯერად ორ კანდიდატს, როინ მიგრიაულს და ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ. ამ დროისათვის საბჭოში გასაუბრება 30-მდე კანდიდატმა გაიარა.

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

News.ge 

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩები A ზონას განეკუთვნება, სადაც ავტომობილის გაჩერება ერთი საათით 1 ლარი ეღირება. 15 წუთის განმავლობაში კი პარკირება უფასო იქნება. პარკირება უფასოა ასევე აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვისაც. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია და ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით ...

მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიხედონ, ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ

News.ge 

ქუჩაში, კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში კიდევ ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს, – ამის შესახებსაფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა (კაბუ) „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, საფრანგეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთის ციხეში ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვინც ცუდ ყოფაშია და დახმარება სჭირდება. „მივმართავ მათ, ვისაც ეკუთვნის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ...

"რუსთავი 2"-ის, "ტვ პირველის" და "ერთსულოვნების" მაუწყებლობა არ შეწყდება

Radiotavisupleba.ge 

კერძო მულტიპლექს ოპერატორი "სტერეო +" მაუწყებლობას არ შეუწყვეტს ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-ს, "პირველს" და "ერთსულოვნებას." "სტერეო +"-ის განცხადების თანახმად, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, „რუსთავი 2“-მა და მოგვიანებით, „ტვ პირველმა” ოპერატორის ანგარიშზე ჩარიცხეს 2-2 თვის დავალიანების თანხა, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ კი გათიშვის გადავადება ითხოვა. „ამის საფუძველზე, სტერეო +-ის მმართველობა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ ეტაპზე, არც ერთ მაუწყებელს გათიშვის საფრთხე აღარ ემუქრება. Читать дальше...

გარდაიცვალა აკადემიკოსი ლევან ალექსიძე

Radiotavisupleba.ge 

93 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი ლევან ალექსიძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო 1990-1991 წლებში. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად. ლევან ალექსიძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები მფლობელის წინადადებას თავისი არგუმენტებით უპასუხებენ

Radiotavisupleba.ge 

დღეს გაირკვევა, რას ეფუძნება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პასუხი  ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე. აქიმიძე და დვალი 14 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში. 30 ივლისს, ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი. იმავე დღეს აქიმიძემ განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე უარს ამბობენ. ჯარჯი აქიმიძემ ერთ-ერთ მიზეზად ის  დაასახელა, რომ ვერ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი.

პუტინის თანაშემწე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაჯიმბამ და სურკოვმა განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის შესრულების საკითხი და ამ პროგრამის პარამეტრები მომდევნო ორი წლისთვის. ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ბოლო ეტაპზეა საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების, განსაკუთრებით სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა. Читать дальше...



Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин наградил выдающихся москвичей за профессиональные достижения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Григорович

Труппа Большого покажет в Петербурге балет Григоровича «Иван Грозный»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

Файзуллаев рассказал, что тратит порядка $5 тысяч за месяц жизни в Москве

Крупный строительный кластер возведут у поселка Спортбазы в ТиНАО


ATP

Сафиуллин не смог пробиться во второй круг турнира ATP в Штутгарте



Новости Крыма на Sevpoisk.ru


#123ru.net

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России