Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 21.10.2019

ზელენსკიმ იაპონიაში განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი იაპონიაში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაში. ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის გაწეული დახმარებისთვის - იუწყება ზელენსკის ოფისი 21 ოქტომბერს. ამავე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს იაპონიის ინვესტიციები უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განცხადების თანახმად, 2014 წლის შემდეგ... Читать дальше...

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

Radiotavisupleba.ge 

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“, მოზარდს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დეტალები დგინდება.

ანა დოლიძე დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

Radiotavisupleba.ge 

იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა. „დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და, ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - აცხადებს ანა დოლიძე. Читать дальше...



სამჯერ დასაფლავებული უკვდავი პოეტი

Radiotavisupleba.ge 

21 ოქტომბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეა. 1845 წლის 21 ოქტომბერს ელიზავეტპოლში (განჯაში), „ავი მალარიით“ თუ „ხურვებად“ მონათლული ფილტვების ანთებით, გარდაიცვალა 28 წლის გენიოსი, რომლის დაუტირებელი სხეული მესამე დღეს, იქვე დაასაფლავეს ციხის ეკლესიის გალავანში. გავა დრო და ნიკოლოზ ბართაშვილის ძვირფას ნეშტს ჯერ დიდუბის, შემდეგ კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენ; გავა დრო და მასზე იტყვიან: „არც ერთი ქართველი პოეტი, რუსთაველის შემდეგ, არ ამაღლებულა ბარათაშვილის ლირიკამდე!“ ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე... Читать дальше...

37 წლის კანდიდატი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასაკი 40 წლიდან უნდა იწყებოდეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე, „რა ასაკიდან მისცემდით პირს საშუალებას, რომ გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, 37 წლის ლევან მიქაბერიძე, პასუხობს: „შესაძლებელია ვიფიქრო, რომ, მაგალითად, 40 წლის ასაკიდან“. მეექვსე საათია უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეთერთმეტე კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იურიდიულ... Читать дальше...

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება

News.ge 

ორი საკითხი იყო: სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება, – ამის შესახებ პროკურატურაში ე.წ. მუქარის წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა. „როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ის ვალდებულება და წერილი ჩავაბარე ...

ხაზარაძეს ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა პირად პრობლემებთან დაკავშირებით ინდულგენცია იქნება

News.ge 

მამუკა ხაზარაძეს არ მოეწონა ის პროცესი, რაც აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა ინდულგენცია იქნება მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას. სესიაშვილის განცხადებით, ის, რომ ხაზარაძე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა, როდესაც სააკაშვილის ...

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტის პროექტს მაინც განვახორციელებთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იფიქრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის „სხვა სტრუქტურის“ შექმნაზე, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს. „ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს - წლის ბოლომდე გადავავადეთ მასთან ხელშეკრულების მოშლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - თქვა ნათია თურნავამ საწარმო „რუსთავის აზოტში“... Читать дальше...



20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ივანიშვილ-გახარიას ყურმოჭრილი მონები არიან მოსამართლეებიც და პროკურორებიც. ძალა ერთობაში კი არა, ძალა მონობაშია, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა. რუსუდან თამლიანის განცხადებით, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს. „ჩემი შვილი წარმოადგენს საფრთხეს? გახარია და ივანიშვილი წარმოადგენს ქვეყნისთვის საფრთხეს! Читать дальше...

ხაზარაძე კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც გახარიასგან "მუქარის წერილი" მიუტანა

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასგან „მუქარის წერილი“ მიუტანა. „ორი საკითხი იყო - სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი?  დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურას ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი. Читать дальше...

აზერბაიჯანში აქტივისტებმა გააპროტესტეს ქალთა მიმართ ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ დააპატიმრა რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც უკვე მეორე დღის განმავლობაში მართავდნენ უნებართვო აქციას. ბაქოს ცენტრში შეიკრიბა 50-60 მოქალაქე, ძირითადად ქალები, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაბლოკა მათ მიერ დაგეგმილი მსვლელობის ადგილისკენ მისასვლელი გზები. გავრცელებული ცნობებით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს პლაკატები წაართვეს და გაანადგურეს. აქცია იმართებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გაპროტესტების მიზნით. წინა დღეს პოლიციამ უხეში ფორმებით დააკავა ათობით დემონსტრანტი... Читать дальше...

ავღანეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ პენტაგონის ხელმძღვანელი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და კონგრესის მაღალჩინოსნები 20 ოქტომბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ ავღანეთს, - იუწყება პელოსის ოფისი.  პელოსიმ შეხვედრა გამართა ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, ისევე, როგორც ასევე ავღანეთში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, მარკ ესპერთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.  აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ... Читать дальше...

პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის სროლას სულ მცირე 10 პირი ემსხვერპლა საზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე, შვიდი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო დაიღუპნენ საზღვრის გასწვრივ სროლაში პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის, 19-დან 20 ოქტომბრის ღამეს. როგორც იუწყებიან, ეს იყო ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც ინდოეთმა აგვისტოში საგანგებო სტატუსი მოუხსნა ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირს.  სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც მოწმობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.  პაკისტანის არმიის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა 20 ოქტომბერს ტვიტერზე დაწერა... Читать дальше...

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოსამართლე შორენა გუნცაძემ 11 ნოემბრამდე გადადო. 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას პროცესზე, მისი უფლებადამცველი და საქმის პროკურორი მხოლოდ შესავალი სიტყვით წარდგნენ. მათ მოსამართლეს მხარეთა პოზიციები გააცნეს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები უნდა განეხილათ, თუმცა, პროკურორის თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დღეს მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა იქნებოდა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, რომელიც წინა სხდომიდან გააძევეს. Читать дальше...

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: „არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ“

Radiotavisupleba.ge 

„კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ, ბატონო ლევან, იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, ფაქტობრივად, კანცელარიაში გაქვთ გატარებული ბევრი წელი, კლანის რომელიმე მოსამართლის თანაშემწედ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვებით... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი პროკურატურაში მიიტანა

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. „წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები... Читать дальше...

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს. მას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. კომისიაში 4 წევრია, მათ შორისაა თავად დავით ნარმანია. დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა. კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო... Читать дальше...

პაატა სალია: ის გარემოება, რომ სასამართლომ 60%-ს ყადაღა დაადო, საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ აქიმიძე-დვალის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო დავის პროცესში კომპანიის 60%-ისთვის ყადაღის დადება არაფერს არ ნიშნავს და არც ტელევიზიას შეუშლის ფუნქციონირებაში ხელს. მისი განმარტებით, სასამართლო ყადაღის, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, გადაწყვეტილებას სარჩელის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს მეორე მხარესთან კომუნიკაციის გარეშე იმ გათვლით, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. პაატა სალია ამბობს იმასაც... Читать дальше...

შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ

News.ge 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ მედიას ბრიფინგზე განუცხადა, როდესაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის თაობაზე პარტიის შეფასება წარმოადგინა. ოთარ კახიძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” გასულ საკომიტეტო კვირაში პარლამენტში წარმოდგენილი ხუთი კანდიდატი : მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე... Читать дальше...


Музыкальные новости
Бато Багдаев

Определят победителя на конкурсе театральных коллективов школ в УЛАН-УДЭ нс конкурсе детей Алтан Баг - Театр, Новости и Культура, Дети, Россия





Rss.plus
Арцах

Лидер движения «Всеармянский фронт», Аршак Карапетян выступил 5 июня 2024 на радио «Аврора» в прямом эфире авторской программы «Другой глобус» с Дарьей Митиной. ВИДЕО




Смертельная ревность. Что известно об «убийце с автоматом»

Выпускной школы «Философия дефиле»

Смерч образовался на Калужском шоссе

7 июня: какой сегодня праздник, что было в этот день




"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება "სასიამოვნო მოულოდნელობაა"

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ხანგრძლივი და მძიმე გზის გავლას იწყებენ. ჯარჯი აქიმიძემ „სასიამოვნო მოულოდნელობა“ უწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მათი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაყადაღების შესახებ. ტელეკომპანიის დამფუძნებლები სწორედ 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისგან. მათ სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს. 21... Читать дальше...

გიორგი გახარია „მუქარის წერილზე“ - ყველაფრისთვის მზად ვარ

Radiotavisupleba.ge 

ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა ვითარებას  პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს. „არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. Читать дальше...

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

News.ge 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ... Читать дальше...

ნაადრევია, რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებზე – „რუსთავი 2“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და ყადაღის გამო ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ვხედავ

News.ge 

„რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაში ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, არხის 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალიამ განუცხადა, დააყენებენ გასაჩივრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხს, რაზეც სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს. „უნდა მივიღოთ დოკუმენტები სასამართლოსგან და მოსარჩელე მხარისგან. სასამართლოსგან უნდა მივიღოთ განჩინება და მოსარჩელისგან უნდა მივიღოთ სარჩელი. ამ ეტაპზე არც ერთი დოკუმენტი არ მიგვიღია. როცა ...

გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ – ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

News.ge 

ყველაფრისთვის მზად ვარ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თვის გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს. “არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან... Читать дальше...

ბესელია მოსამართლეობის კანდიდატს: ვერ პასუხობთ კითხვას, იყო თუ არა სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ

Radiotavisupleba.ge 

„მაშინ, როდესაც დაიწერა არაერთი საერთაშორისო ანგარიში, სადაც მითითებული იყო, რომ 2004-2012 წლებში, საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებობდა პოლიტიკური ნიშნები, ასევე იყო სტატისტიკა, რომ წლების განმავლობაში გამამართლებელი განაჩენები არ გამოდიოდა, აღარაფერს ვამბობ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სისტემას აძლევდა შეფასებას, მაინც არ შეგიძლიათ პასუხის გაცემა კითხვაზე, იყო თუ არა სასამართლო პოლიტიკურ გავლენებს დაქვემდებარებული?“ - დამოუკიდებელმა დეპუტატმა... Читать дальше...



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт «Пой, танцуй!» состоится 19 июня в Новокосино




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»


Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России