Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2019

Новости за 28.10.2019

დემოკრატმა კონგრესმენმა ქალმა უარი თქვა მანდატზე სექსუალური სკანდალის გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, კეტი ჰილმა, უარი თქვა მანდატზე იმ სკანდალის გამო, რომელიც მოჰყვა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებას და ცნობას, რომ იგი სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა თავისივე საარჩევნო შტაბის თანამშრომელთან.   32 წლის ჰილი კონგრესში გასულ წელს აირჩიეს კალიფორნიიდან. წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატების საერთო წარმატების ტალღაზე, მან შეძლო, დაემარცხებინა მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი.   რამდენიმე დღის წინ, ჯერ ამერიკულმა გამოცემამ... Читать дальше...

ჩუგოშვილი: ერთადერთი ძალა, რომელსაც შანსი აქვს, 2020 წელს უმრავლესობა მიიღოს, "ქართული ოცნებაა"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შანსი აქვს, 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობა მიიღოს და მთავრობა დააკომპლექტოს, „ქართული ოცნებაა“. მისი განმარტებით, მმართველი პარტია მუშაობს იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ დადგეს. „ამისთვის საჭირო იქნება, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 49%, თუნდაც მცირედით გაუმჯობესდეს და მე ვფიქრობ, ეს სრულიად რეალისტური მოლოდინია. რაც შეეხება კოალიციის თემას... Читать дальше...

თალიბების დელეგაცია ჩინეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანის დელეგაცია 28 ოქტომბერს ჩინეთში ჩავიდა, სადაც ქაბულის გავლენიან წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ავსტრალიაში მდებარე ანალიტიკური ცენტრის „ფორინ ბრიფის“ (Foreign Brief) თანახმად, ორდღიანი მოლაპარაკების დღის წესრიგში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევაა, რაც ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს. იმავე პრობლემატიკის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკება აშშ-სა და თალიბებს შორის გასულ თვეში კრახით დასრულდა. Читать дальше...



“მაესტრო”, “იმედი”, TV -“პირველი” – ჰაკერული შეტევები გრძელდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჰაკერული შეტევები გრძელდება – “იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.  – ამის შესახებ ინფორმაციას იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს. “იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!” – წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში. რამდენიმე სამთავრობო და […]

ტელეკომპანიებზე “იმედსა” და “მაესტროზე”, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანიების „იმედისა“ და „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყვეტილია. ტელეკომპანიებზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს. „იმედსა“ და „მაესტროზე“, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!“, - წერს ირაკლი ჩიხლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. „ტელეკომპანია მაესტროს სერვერზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა... Читать дальше...

თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და თავისი პირობები ექნება, ეს რისკის ქვეშ აყენებს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას

News.ge 

თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და ექნება თავისი პირობები, ეს რისკის ქვეშ აყენებს საერთო შეთანხმებას და გადაწყვეტილებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების დაშვების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციაში პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა და ცვლილებებს მხარი ...

დღეს 2 კომიტეტზე ვიხილეთ კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის ახალი სტილი – “ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო”

News.ge 

დღეს ჩვენ 2 კომიტეტზე ვიხილეთ ახალი სტილი კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის – “ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო”, განსაკუთრებით ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთისგან,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ გარკვეულ საკითხზე დაუთანხმებლობა წამგებიანია, მაგრამ მაინც აკრიტიკებენ მათ მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს. “ასე მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც. Читать дальше...

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისთვის2000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებამაც გაიზიარა. დღეს გამართულ სხდომაზე კახა ღავთაძემ დანაშაული აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ  შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა და ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას არ იღებდა. 20 ივნისის საქმეზე ბრალი 28 ოქტომბერს აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გოგი ქურდოვანიძემ აღიარა. Читать дальше...



ცენტრალურ გერმანიაში გამართულ არჩევნებში იმარჯვებენ მემარცხენე პარტია და AfD

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის თიურინგიის მიწაზე ჩატარებული ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობას იღებს მემარცხენე პარტია Die Linke. „დოიჩე ველეს“ თანახმად, პარტიას წილად ხვდა ხმების 30%, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 24%-მა - რაც ნიშნავს, რომ AfD-მ თითქმის გააორმაგა წინა არჩევნებში მიღებული შედეგი.   მესამე ადგილზე, 22,5%-ით, გადის კონსერვატიული, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? მე - არა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მას იოტისოდენადაც არ სჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა. ჟურნალისტებთან კომენტარში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთოდ პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, მისთვის გაუგებარია და მას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს. „თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კანონმდებლობით დარეგულირებულია. Читать дальше...

ჯაშუშების ფოტოები კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან

Radiotavisupleba.ge 

მალულად გადაღებული ფოტოები, რომელთა ნაწილიც პირველად ქვეყნდება, აჩვენებს, რომ კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის რამდენი ჩინოვნიკი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

ეკონომიკის მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გასაცნობად. სამინისტროს ინფორმაციით, თურნავამ აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა და უკმაყოფილო დარჩა. „რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი... Читать дальше...

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი თანახმაა, "ბრექსიტი" 31 იანვრამდე გადაავადოს

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი თანახმაა, 2020 წლის 31 იანვრამდე გადაწიოს ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის, „ბრექსიტის“ ვადა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში.   ტუსკი განმარტავს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაუშვას ე.წ. „ფლექსთენშენი“, რაც ლონდონს შესაძლებლობას მისცემს, ვადის ამოწურვამდე გავიდეს ევროკავშირიდან, თუ შესაბამის გეგმას მხარს დაუჭერს ქვეყნის პარლამენტი.     ამ ფონზე, „ბიბისის“ თანახმად, თავის მხრივ, ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატების ნაწილი ემზადება... Читать дальше...

მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა

News.ge 

მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგადად მისთვის გაუგებარია ტერმინი პატრიარქის გადაყენება. „თუ ვინმეს არ მოსწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას ...

მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო

News.ge 

მახსოვს, რომ მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, მაგრამ სავარაუდოდ, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესლიამ, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადება არ არის გასაუბრალოებელი. “საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ ...

არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ

News.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას მცირე კომენტარით გამოეხმაურა. „მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. „გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“... Читать дальше...

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე იაკობის დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორია

Radiotavisupleba.ge 

„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის, ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება იქნება არასწორი და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება და ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან და ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა... Читать дальше...

შსს-მ ვებსაიტებზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით რაც, კომპოიუტერულ სისტემას უნებართვო შეღწევას გულისხმობს, მიმდინარეობს გამოძიება. ამის შესახებ რადიო თავისუფელბას შსს-დან აცნობეს. საიტების უმეტესობას, რომელზეც კიბერ თავდასხმა განხორციელდა, განთავსებულია კომპანია "serv.ge"-ს სერვერზე. კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამართალდამცავები მათ ჯერჯერობით არ დაკავშირებიან. კომპანიაში აცხადებენ, ხარვეზი დაფიქსირდა გლობალურ ქსელში და ახლა ისინი  ამ  "ხარვეზის მოგერიების რეჟიმში იმყოფებიან". Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მცირე კომენტარით გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომ კვირიკაშვილი იყო მათ შორის, ვინც კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას თხოვდა. „მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა დღეს, 28 ოქტომბერს გიორგი კვირიკაშვილმა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა... Читать дальше...


Музыкальные новости
Денис Мацуев

Денис Мацуев выступит в Екатеринбурге с двумя оркестрами





Rss.plus
Олимпиада

Генпрокуратура потребовала передать государству велотрек с Олимпиады-80




Около 350 тысяч тонн вторсырья собрано в Москве в январе — марте

Более 600 тысяч газовых плит проверили в столице с начала года

Парк в Ликино-Дулеве выдвинули на всероссийский конкурс лучших проектов благоустройства

В Москве задержали подозреваемого в убийстве в парке пожилого мужчины




კიბერშეტევით პარალიზებულია რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ვებსაიტიც

Radiotavisupleba.ge 

კიბერშეტევა განხორციელდა რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ვებსაიტზეც. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“, ჩანს მედიის განვითარების ფონდის (www.mdfgeorgia.ge), საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა (www.gcrt.ge) და კაქტუს-მედიას (www.cactus-media.ge)  პარალიზებულ ვებსაიტებზე. კიბერშეტევა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის და საკრებულოების ოფიციალურ ვებსაიტებზეც.

ბულგარეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთში ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, მმართველი კონსერვატიული პარტია „გერბი“ ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით კვირას გამართული ქალაქის მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში „გერბის“ წარმომადგენელმა, მოქმედმა მერმა იორდანკა ფანდაკოვამ ამომრჩეველთა ხმების 35% მიიღო. მისმა მეტოქემ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მაია მანოლოვამ - დაახლოებით 16%. კვლევით ცენტრ „გელაპისა“ და „ალფას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის დედაქალაქის მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა. Читать дальше...

კიბერშეტევა საკრებულოების ვებსაიტებზეც განხორციელდა

Radiotavisupleba.ge 

კიბერშეტევა განხორციელდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოთა ვებსაიტებზეც. მათ შორისაა ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური საიტები, სადაც ჩნდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“. ასეთივე კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე კიბერშეტევაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებსაიტზე კიბერშეტევა განხორციელდა. გვერდის გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.

მეუფე იაკობი გადადგა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან

Radiotavisupleba.ge 

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ,  ჟურნალისტებთან გააკეთა. „მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით... Читать дальше...

ირაკლი იზორია და გიორგი გარდავა აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის უკონტროლობაზე

Radiotavisupleba.ge 

გადაცემა „დილის საუბრების“ მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუმარმა, გიორგი გარდავამ განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება სტუდიაში აზბესტის არსებობაზე: „ყველა სხვა მახასიათებელთან ერთად - ცეცხლგამძლეობისა და ძაბვაგამძლეობის გარდა - აზბესტს აქვს ჰერმეტულობისა და აკუსტიკური იზოლაციის უნარი, რაც ხმაგაუმტარობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ თქვენთან სტუდიაში კედლები იყოს აზბესტშემცველი. მეტიც, მჯერა ამის, რომ დიდი ალბათობით ეს ასეა. ეჭვი არ მეპარება, რომ აზბესტი არის ჩვენს ირგვლივ, თუმცა აჭარბებს... Читать дальше...



Москва

«Солнечная Азбука» в особом семейном центре «Семь-Я»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Ролан Гаррос

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России