Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 09.03.2021

ბერა ივანიშვილმა ინტერვიუში გამოიყენა ჰომოფობიური ლექსიკა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჰკითხეს, რას ნიშნავს „ტრი", „ტრი", რომელსაც „TV პირველის" მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში იყენებს, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას. „2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის. ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ „ტრი", „ტრის" არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტუნი! Читать дальше...

რა მოხდა ჭყონდიდში - ერთდღიანი დაძაბულობა თუ ხანგრძლივი კონფლიქტის აფეთქება

Radiotavisupleba.ge 

ჭყონდიდის ეპარქიაში ახლადმივლენილი მიტროპოლიტის მოწვეული პირველივე კრება ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე

Radiotavisupleba.ge 

9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, „სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში... Читать дальше...



გამნაღმველებმა ააფეთქეს ნიქოზში ნაპოვნი საბრძოლო ნაღმი

Radiotavisupleba.ge 

ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქების ხმა იყო გორის მუნიციპალიტეტში. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ნიქოზში, ადგილობრივებმა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოძველებული საბრძოლო ტიპის ნაღმი იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გამოიძახეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ ადგილზე ოპერატიულად ჩავიდნენ გამნაღმველები. მოძველებული საბრძოლო მასალა საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ ტერიტორიაზე გაანეიტრალეს. აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების მინები ზანზარებდა. Читать дальше...

ბერა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას - ავთენტურია თუ არა ჩანაწერი

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას, „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული ჩანაწერები ავთენტურია თუ არა. „მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური - არ იყო. დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია... Читать дальше...

“საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის”

News.ge 

ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი „სოციალ-დემოკრატები“ აცხადებენ, რომ „დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის“. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების, შემდეგ სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღეს პლენარულ სხდომაზე როგორც მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“, ასევე ოპოზიციას მოუწოდებს, კვლავ ჩაერთონ დიალოგში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში. Читать дальше...

ნავალნის გუნდი ოფისების გახსნის ათ ქალაქში, სადაც ყველაზე დიდია "ედინაია როსიის" დამარცხების შანსი

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაცხადა, რომ ოფისების გახსნას გეგმავს რუსეთის ათ ქალაქში, სადაც, მისი აზრით, მმართველ პარტია „ედინაია როსიას“ ყველაზე უფრო სუსტი პოზიციები ექნება არჩევნებში, რომელიც 19 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს. ნავალნის გუნდის კოორდინატორმა ლეონიდ ვოლკოვმა 9 მარტს განაცხადა, რომ ამ ქალაქებში საქმიანობის გაფართოება კენჭისყრისას „დიდი ალბათობით შეუწყობს ხელს მანდატების წართმევას“ „ედინაია როსიისთვის“. ეს ათი ქალაქია: ულიანვსკი, ორენბურგი, ასტრახანი, კიროვი... Читать дальше...



რაგბის კავშირში პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან, ირაკლი აბუსერიძის გუნდში - გულშემატკივრებთან ერთად მოლის შესაკრავად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის მორიგ ყრილობამდე და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა ეთქვათ, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატებზე ზეწოლა მიმდინარეობს და ბოლო დღეებში ეს ზეწოლა უფრო გაძლიერდა. ბობა კვინიხიძის განცხადებით, ამ ბინძური სცენარის მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის - იოსებ ტყემალაძის - მხარდამჭერი გარეშე ძალები ხედავენ, რომ, კვორუმის არარსებობის გამო, კრება შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაეშალოთ,. Читать дальше...

“ჩუბინიძეს ჯობდა კომენტარი არ გაეკეთებინა”

News.ge 

“ჩუბინიძეს ჯობდა კომენტარი არ გაეკეთებინა. თუ კერძო დაცვის ქვეშ მყოფ პირს ემუქრებიან, დაცვამ უნდა მიმართოს პოლიციას. სახლში მიკითხება ასევე უკანონო ქმედებაა, რომელიც შეიცავს კონფლიქტის მაღალ რისკს,” წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: ამერიკელები აპირებენ შეარყიონ „ქართული ოცნების“ პოზიციები

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დამოკიდებულებზე საუბრობს. განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსი ნარიშკინი აცხადებს, „ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მ. სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოს პოლიტიკური პროცესების „ხელით მართვას“, კარნახს როგორ ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და როგორ ექცეოდეს ოპოზიციას. ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება... Читать дальше...

“განაჩენის გამოცხადების დროს, საცოდავმა, შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, რევაზიშვილმა და გაგნიძემ უკანასკნელი სიტყვებით აგინეს”

News.ge 

განაჩენის გამოცხადების დროს, საცოდავმა, შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, რევაზიშვილმა და გაგნიძემ უკანასკნელი სიტყვებით აგინეს. თურმე, თამუნას, შვილმკვდარ დედას, იმის უფლება არ აქვს, რომ სჯეროდეს, შვილი ვინ მოუკლა და შინაგანად, ერთადერთი შვება იპოვოს იმაში, რომ დამნაშავე დაისაჯა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ის და გიორგი ...

“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

News.ge 

„ვოლვო ქარსი“ მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია. 2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები. კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. თალაკვაძის კომენტარს, რომელიც დროში "TV პირველის" გავრცელებულ იმ ჩანაწერებს ემთხვევა, რომელშიც ღარიბაშვილი მონაწილეობს, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. "ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა-ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს", - აცხადებს თალაკვაძე. Читать дальше...

როგორ დამთავრდება მოლაპარაკებების პროცესი, მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი

News.ge 

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, უცხოელ პარტნიორებთან მართლები გამოჩნდნენ და ამასთან, მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პოლიტიკური მხარეები საერთო ენას აქამდეც გამონახავდნენ. „შეუძლებელია ვინმემ თქვას, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, რადგან სპეციფიური ხალხია. აქამდე რომ ყოფილიყო შესაძლებელი რამის მოგვარება და ამ ...

პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა, ემსახურება სურათის შექმნას, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურები დარბიან და ბერა ივანიშვილის სიით ანგარიშს უსწორებენ ახალგაზრდებს

News.ge 

პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა, ემსახურება სურათის შექმნას, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურები დარბიან და ბერა ივანიშვილის მიერ შედგენილი სიით ანგარიშს უსწორებენ ახალგაზრდებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე, როდის არის გაკეთებული ჩანაწერი და ვისთან გვაქვს საქმე – ...

გაქრა ინფორმაცია ფსბ-ს სავარაუდო თანამშრომელზე, რომელიც, ნავალნის თქმით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა

Radiotavisupleba.ge 

„როსრეესტრმა“ დამალა ინფორმაცია ფსბ-ს სავარაუდო თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის ნათესავების შესახებ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანახმად, კუდრიავცევი შარშან ზაფხულში ტომსკში „ნოვიჩოკით“ მის მოწამვლაში მონაწილეობდა. ახლა უძრავი ქონების ამონაწერში სავარაუდო ოპერმუშაკის ნათესავებად დასახელებულია „რუსეთის ფედერაცია“. დოკუმენტში ცვლილებებს ყურადღება მიაქცია გამოცემა „ღია მედიამ“. ჩანაწერში გაქრა ინფორმაცია მოსკოვში მისი მისამართის შესახებ. „როსრეესტრის“ თანახმად, ბინაში წილი ეკუთვნოდათ კუდრიავცევის მეუღლეს... Читать дальше...

ნათია თურნავა: ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები...

Radiotavisupleba.ge 

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც „ნამახვანჰესის“ საკითხი განიხილებოდა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ექვსსაათიანი შეხვედრა ბევრ სპეციფიკურ შეკითხვას მოიცავდა. „ჩვენც ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები... ჩვენ დავინახეთ აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უკეთესად იყოს გადაწყვეტილი ამ პროექტის ფარგლებში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. ინვესტორი უკვე გამოხატავს მზადყოფნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში უფრო საგნობრივ პაკეტს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას... Читать дальше...


Музыкальные новости
Полина Гагарина

«Подали в суд»: Гагарина назвала себя жертвой конфликта из-за песни Цоя





Rss.plus
Желдорреммаш

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков




Пугавшего московских школьниц эксгибициониста отправили в СИЗО на 2 месяца

Автомобильный холдинг Car Village поразил клиентов добротой

Москва выставила на торги право на комплексное развитие территории на Дмитровском шоссе

В МЕЖДУНАРОДНЫЙ ДЕНЬ ЗАЩИТЫ ДЕТЕЙ ПО ВСЕЙ СТРАНЕ ПРОХОДЯТ МЕРОПРИЯТИЯ С УЧАСТИЕМ ВОЕННОСЛУЖАЩИХ И СОТРУДНИКОВ РОСГВАРДИИ




რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთის საკითხზე კონფერენციის გამართვას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 მარტს მოსკოვში გეგმავს ავღანეთის საკითხზე კონფერენციის გამართვას. ამის შესახებ ტასმა გაავრცელა ინფორმაცია 9 მარტს წყაროს დაუსახელებლად. ამ ცნობის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე დასავლეთის მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია აშშ-ის სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებას, რომ ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობა შეიცვალოს დროებითი მთავრობით, სანამ მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია და ჩატარდება ახალი არჩევნები. Reuters-ის ცნობით, ზავს მეთვალყურეობას გაუწევს ერთობლივი კომისია. Читать дальше...

საპროტესტო მოძრაობის წევრი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული შეხვედრით უკმაყოფილოა

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა, მთავრობის წევრები მოსახლეობას მხოლოდ სოციალური კომპონენტის გაძლიერებას დაჰპირდნენ, რაც მათ მოთხოვნებთან შედარებით არაფერია. „ჩვენი მოთხოვნები არის იმ განკარგულების გაუქმება, რომლითაც კომპანიას მიწები გადაეცა, კომპანიის გასვლა ხეობიდან, მშენებლობის გაუქმება“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა. პარლამენტში დასრულდა დარგობრივი ეკონომიკისა და... Читать дальше...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამდგარი განაჩენით ოჯახი კმაყოფილია - მირიან ნიკოლაძე

Radiotavisupleba.ge 

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ოჯახის სახელით კომენტარი გარდაცვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. "განაჩენი არის სრულიად ობიექტური, ეს იყო ზუსტი, იდენტური იმისა, რაც იყო ჩადენილი დანაშაული. საბოლოო ჯამში, ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელში... არცერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის საქმეში, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით. მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო"... Читать дальше...

ჩინეთმა დაიწყო COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატების გაცემა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა დაიწყო COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატების გაცემა უცხოეთში მოგზაურობის მსურველთათვის. ზოგმა ქვეყანამ - მაგალითად, ბაჰრეინმა - უკვე შემოიღო მსგავსი დოკუმენტები მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ეროვნული ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის ხელის შეწყობა. ევროკავშირი ადრე შეთანხმდა, შეიმუშაოს „კოვიდის პასპორტი“. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროკავშირის სამხრეთში მდებარე იმ ქვეყნების მხრიდან ზეწოლის შედეგად, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებული ტურიზმზე. Читать дальше...

მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაძვირდება?!

News.ge 

“გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. თუკი ამ ნიშნულს მიაღწევს ფასი, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი, მინიმუმ, 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. “რეგულარის” ღირებულებამ, არაბრენდირებულ სადგურებზე კი შესაძლოა, 2.50-ს გადააჭარბოს. ნავთობის ფასმა მვეთრი გაზრდა თებერვალში დაიწყო, როდესაც ამერიკაში, ტეხასში ძლიერი ყინვების ...

პროკურორი: გამოჩნდა, რომ უტყუარად გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია

Radiotavisupleba.ge 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოტანილი განაჩენის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. როგორც პროკურორი აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უშუალოდ ბრალდების ფორმულირება იმ კუთხით, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ მსჯავრდებულები - სამი სრულწლოვანი და ორი არასრულწლოვანი. ბრალმდებელი ამბობს, რომ ხუთივე მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმაში, რომ... Читать дальше...



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Фестиваль «Рыбная неделя» посетили рекордные 4,5 миллиона человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Башмет

В Новокуйбышевске открылась XIV Детская музыкальная академия Юрия Башмета




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Юные тулячки завоевали серебро и бронзу турнира по синхронному плаванию

Ученики школы №1354 одержали победу в финале Московской спартакиады молодежи допризывного возраста

Спортсменка Росгвардии установила рекорд в командном спринте на «Гран-при Санкт-Петербурга»


Ролан Гаррос

Теннисистка из Пятигорска вышла в четвёртый круг турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Желдорреммаш

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России