Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 10.03.2021

ენტონი ბლინკენი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს აცნობს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აცნობს ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.  მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს.  ბლინკენი სახელმწიფო მდივნის თანმდებობაზე პირველად წარდგა კანონმდებლების წინაშე და გამოსვლის შემდეგ, მათ შეკითხვებს უპასუხებს. თავიდან მან ჩამოთვალა საკითხები, თემები, რომელებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია პრიორიტეტულად თვლის და განაცხადა, რომ უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკაში ის არის, თუ რას ნიშნავს... Читать дальше...

უკრაინაში სკანდალი მოჰყვა მედვედჩუკ-სურკოვის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დიდი სკანდალი მოჰყვა გამოცემა „ცენზორის“ მიერ უკრაინის გავლენიანი ოლიგარქისა და პრორუსული ორიენტაციის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ დამფუძნებლის, ვიქტორ მედვედჩუკისა, და რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.

თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ახალგორში ჩხუბის დროს დაშავებული, ადგილობრივი ქორეოგრაფი თემურ ზანგურაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის კლინიკაში გააგრძელებს. ზანგურაშვილს დაზიანებული აქვს თავი. გატეხილი აქვს ცხვირი და ტვინის შერყევა აქვს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა. ოკუპირებულ დაბაში მასობრივი ჩხუბი 8 მარტს ღამით მოხდა. ის მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც... Читать дальше...



შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 მარტს

Radiotavisupleba.ge 

შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი ევროპარლამენტარების გზავნილების ფონზე შვედ დიპლომატს, კრისტიან დანიელსონს, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში უახლოეს ხანებში ელოდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოვლენილმა დიპლომატმა, იმ პოლიტიკური კრიზისის კვანძის გახსნა უნდა სცადოს, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებებისა, რომლებშიც უცხოელი დიპლომატები... Читать дальше...

ევროკავშირის კანონმდებლებმა იმსჯელეს უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვენიის მედიაში „შემაშფოთებელ მოვლენებზე“

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვერა იუროვამ გაფრთხილება გამოთქვა უნგრეთის, პოლონეთის და სლოვენიის მედიასაშუალებების გარშემო პრესის თავისუფლების მხრივ „შემაშფოთებელ მოვლენებზე“. იუროვა სიტყვით გამოვიდა 10 მარტის პლენარულ სხდომაზე და გამოყო უნგრეთში, თებერვალში, მომხდარი, როცა პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობის მიმართ კრიტიკულ, ლიბერალური მიმართულების რადიო სადგურ Klubradio-ს სმაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაუგრძელეს და გათიშეს. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ილაპარაკა პოლონეთზეც... Читать дальше...

ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური

Radiotavisupleba.ge 

ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის მედიაში გავრცელებიდან ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი თანამოსაუბრე დუმს. პროკურატურამ პირველი განცხადება მესამე დღეს გააკეთა და გამოძიება დაიწყო მხოლოდ იმის გასარკვევად, თუ ვინ, როდის და როგორ ჩაწერა საუბრები.

მხოლოდ 20 დღე რჩება - როგორ შევცვალოთ მანქანის ნომერი

Radiotavisupleba.ge 

სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრების შეცვლის ვადა თვის ბოლოს იწურება. ამის გამო შს მომსახურების სააგენტოებში გრძელი რიგები დგას.

ევროკავშირს უკვე მარტში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების გაფართოება შეუძლია

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირის ახალი მექანიზმის ძალაში შესვლის შემდეგ ბრიუსელს შეუძლია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციების  დაწესება მთელ მსოფლიოში. DPA-ზე დაყრდნობით Deutsche Welle იტყობინება, რომ ეს არის აშშ-ის „მაგნეტსკის  აქტის“ ევროპული ანალოგი. სანქციების ახალი პაკეტი უკვე შეიძლება გაფორმდეს 22 მარტს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ევროკავშირში მუშაობდნენ ქვეყნების სიაზე, რომელთაც სანქციები მოელით. მის თანახმად... Читать дальше...



შვედი მომლაპარაკებლის მოლოდინი ევროპარლამენტარების გზავნილების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოში უახლოეს პერიოდში, შეიძლება ითქვას, უახლოეს საათებში ჩამოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოვლენილმა დიპლომატმა, იმ პოლიტიკური კრიზისის კვანძის გახსნა უნდა სცადოს, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და მიუხედავად, ჯერ კიდევ ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებებისა, რომლებშიც უცხოელი დიპლომატები, ე.წ. ფასილიტატორებიც იყვნენ ჩართულნი... Читать дальше...

ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

Radiotavisupleba.ge 

ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას, ზურაბ შავლიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის განყოფილებაში ბრალი წარედგინა. დაკავებულის ადვოკატმა მინარი მურყვაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით (ძალადობა), თუმცა დღეს ბრალის წარდგენის დროს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დაკავებულს კიდევ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. ადვოკატის ინფორმაციით ეს მუხლებია: 116 (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით)... Читать дальше...

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ერევანში დაამარცხა სომხეთის ნაკრები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრადაც აჯობა სომხეთის ნაკრებს - მოუგო ერევანში ანგარიშით 3:2 და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჯგუფში მეორე ადგილს ინარჩუნებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე შესარჩევში უკვე ოთხი თამაში ჩაატარა. დღევანდელ მატჩამდე, სტუმრად ეთამაშა ფრედ საფრანგეთის ნაკრებს (4:4), შინ წააგო რუსეთთან (0:4) და ასევე შინ სძლია სომხეთს (5:0). 8 აპრილს ქართველი ფუტსალელები საფრანგეთს უმასპინძლებენ, 12 აპრილს კი რუსეთს ესტუმრებიან. Читать дальше...

იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა, აბუსერიძე და მისი მომხრეები კი ამ შედეგთან შეგუებას არ აპირებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის, გამარჯვებით დასრულდა. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს გამართულ ყრილობაზე რეგისტრაცია ოცდახუთმა დელეგატმა გაიარა, რომლებიც, საერთო ჯამში, ორმოცდაორი ხმის უფლებით სარგებლობდნენ. მოლოდინისამებრ, ორმოცდაორივე ხმა ტყემალაძის აქტივში აღმოჩნდა, რადგან გამარჯვებული კანდიდატის და, ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების მოწინააღმდეგე დელეგატები დარბაზში არც შესულან, გარედან აპროტესტებდნენ ყრილობას. Читать дальше...

ზუგდიდის საავადმყოფოდან გაიქცა COVID-პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან გაიქცა პაციენტი, რომელმაც საავადმყოფოს დღეს მიმართა ინტოქსიკაციის ჩივილებით და დაუდასტურდა კორონავირუსი. ცოტა ხანში ის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა. „შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება... Читать дальше...

მასობრივი ჩხუბი ახალგორში, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

8 მარტის ღამით ოკუპირებულ ახალგორში მასობრივი ჩხუბი მოხდა. ჩხუბი მოჰყვა შელაპარაკებას რესტორან „ძველ ციხესიმაგრეში“, სადაც სარვამარტო წვეულებაზე ახალგორის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი. სასტიკად ნაცემია ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის ვაქცინის გამო ჩეხეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრის განთავისუფლება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა, მთავრობის მეთაურს მოსთხოვა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იან ბლატნი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის გამო. ბლატნი თვლის, რომ ქვეყანა უნდა დაელოდოს ევროკავშირში რუსული ვაქცინის რეგისტრირებას, ზემანის აზრით კი, ვაქცინა შეიძლება დაშვებული იქნეს ბაზარზე ჩეხეთის მთავრობის მიერ. გამოცემა „Parlamentní listy“-ისთან ინტერვიუში ზემანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყნის ბაზარზე რაც შეიძლება მალე უნდა დაუშვან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინები. Читать дальше...

ირაკლი აბუსერიძე: ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა

News.ge 

ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამისება, – ასე აფასებს ირაკლი აბუსერიძე „ექსპო ჯორჯიაში” განვითარებულ პროცესებს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს არის უსამართლობა და იბრძოლებს მანამდე, ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს. „ეს არის უსამართლობა და მარაზმი. ეს არ არის რაგბის არჩევნები, ეს სხვა რამეში გადაიზარდა. დაპირიპისპირება და ...

ხუხაშვილი: … ამიტომ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებით

News.ge 

“განმარტება განსაკუთრებით ბრიყვი ძალად ძველი ბიჭებისთვის – აქ პრობლემა ბერას ემოციაში და თუნდაც პასუხის მოთხოვნის სურვილში კი არ არის, არამედ იმაში, რომ კანონის დაცვის გარანტი სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლები იწყებენ კანონის მიღმა ძალისმიერ მოქმედებებს კერძო ინციდენტის “მოსაგვარებლად”. გირგვლიანის თემა იმით კი არ იყო განსაკუთრებული, რომ “აბაროტის” აღების დროს შემოაკვდათ, არამედ იმით, რომ ეს ჩაიდინა სისტემამ კერძო ...

ბერა, გაიზარდე!

Radiotavisupleba.ge 

მოდი დავიწყოთ, ბოდიშით! გიორგი გახარია ჭკვიანი კაცი იყო, ბოდიშის თქმას ვერ დაასწრებდი. ბოდიშის მოხდა მართლაც არასოდეს არის გვიანი და, მით უმეტეს, ნაადრევიც ვერ იქნება. ასე რომ, წინსწრებით, პრევენციითაც შეიძლება ბოდიშის მოხდა, რაც „პატარა ბერას“ ნერვებსაც დაზოგავს და „დიდი ანზორის“ - დროსაც. მოკლედ, ბოდიში, პატარა ბერავ! რატომ „პატარა“, როცა აგერ 26 წლისა მოყრილა? იმიტომ, რომ „პატარა ბერა“, როგორც ბერა ივანიშვილს გია ვოლსკიმ უწოდა, ათი წლის შემდეგაც პატარაა. დედა მისთვის ისევ დედიკოა, დედიკოს... Читать дальше...

NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა სატრანსპორტო საშუალებები

Radiotavisupleba.ge 

5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC). თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოგისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე... Читать дальше...


Музыкальные новости
Песня

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.





Rss.plus
#123ru.net

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.




Путин заявил о хороших тенденциях в торговом сотрудничестве с Бахрейном

Утренние пробки в Подмосковье составили 5 баллов 23 мая

Открытое горение ликвидировали в хостеле в Подмосковье

Россия не пойдёт первой на восстановление отношений с Японией




ბერლინალე - ჟიურის საეჭვო გადაწყვეტილება და შესანიშნავი ქართული ფილმი 

Radiotavisupleba.ge 

კოვიდის ასკეზა პანდემია რაც დაიწყო, ეს კითხვა არ მასვენებს - როგორი იქნება კინო, თუ კოვიდს ბოლომდე ვერ გავუმკლავდებით? რას გადაიღებენ, როგორ გადაიღებენ? ოპერა და თეატრი მიაგნებს გამოსავალს და ონლაინ -წარმოდგენებს გამართავს, მწერლები და მუსიკოსები ახალ შედევრებს შექმნიან იზოლაციაში (შეიძლება კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში)... რა ეშველება კინოინდუსტრიას? არა, იმას აღარ განვიცდი ახლა, რომ კინოთეატრები დაიხურა. მგონი, შევეჩვიეთ უკვე კომპიუტერებში კინოს ყურებას. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზორებში შევაერთებთ და მოვიწყობთ პატარა კინოთეატრს სახლში. Читать дальше...

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო. იგი ერთ-ერთი იყო სასამართლოში ახლად არჩეულ 6 მოსამართლეს შორის. მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს გაიმართა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას მოგვიანებით შეუდგებიან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებამდე გოჩა ლორთქიფანიძე... Читать дальше...

გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

ტაქსის 56 წლის მძღოლი დაჭრეს გორში. მას ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. „გორმედის" ქირურგის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კონტაქტურია. მასთან სამართალდამცავები იმყოფებიან და გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება... Читать дальше...

უკრაინა აცხადებს, რომ გერმანიასა და საფრანგეთთან დონბასის გეგმა შეათანხმა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“. მისი თქმით, ახლა მხარეები ელოდებიან რუსეთის რეაქციას. კიევი მოელის, რომ მოსკოვი გამოცხადებს „მზადყოფნას ომის შეწყვეტის და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის, ასევე დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ“. ამასთან, უკრაინის მთავრობა გამოდის წინადადებით... Читать дальше...

სომხეთის არმიის სარდლობა კვლავ მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას გენშტაბის უფროსის დათხოვნის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვალავ გაიმეორეს მოწოდება, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც გამოაცხადა, რომ მაღალი რანგის გენერალი დაითხოვეს თანამდებობიდან. გენტშაბის და სარდლობის განმეორებითი მოთხოვნა ეხება ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ამგვარად შეიძლება პოლიტიკური კრიზისის მოგვარება სომხეთში. 10 მარტს დილით გამოცხადდა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, კანონის ძალით ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად.... Читать дальше...



Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

В московской мэрии не планируют запрещать самокатам ездить по тротуарам



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Иоганн Себастьян Бах

«Бах vs Шопен» от Amadeus Concerts




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии спорта и повышении его доступности для граждан

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»


ATP

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России