Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 26.03.2021

თავისუფლების დღის მარში ნათელყოფს ბელარუსის ოპოზიციის წინაშე მდგარ პრობლემებს

Radiotavisupleba.ge 

250-მდე ადამიანი დააკავეს ბელარუსში 25 მარტის აქციაზე, რომელსაც, როგორც ლუკაშენკას ოპონენტები იმედოვნებდნენ, კვლავ უნდა გაეღვივებინა საპროტესტო მოძრაობის მუხტი.

ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი მიიწვია კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 26 მარტს დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ მან რუსეთის და ჩინეთის ლიდერები მიიწვია კლიმატის სამიტზე. კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი სამიტი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის  მეთაური, სი ძინპინი მიიწვია ბაიდენმა, აშშ-ის თავმჯდომარებით გაიმართება აპრილში.   ბაიდენმა თქვა, რომ პუტინთან და სისთან არ ულაპარაკია, მაგრამ მათ იციან, „რომ მოწვეული არიან“, თქვა ბაიდენმა, იტყობინება როიტერსის სააგენტო. სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კორონავირუსის... Читать дальше...



თალიბანი უცხოეთის ჯარებზე თავდასხმით იმუქრება, თუ ისინი დათქმულ დროს არ დატოვებენ ავღანეთს

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა მუქარა გამოთქვა, რომ განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უცხოეთის ჯარების წინააღმდეგ, თუ არ იქნება დაცული აშშ-სა და დაჯგუფებას შორის შარშან სექტემბერში დადებულ შეთანხმება უცხოეთის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ. უკიდურესი ვადის არდაცვა შეფასებული იქნება, რომ შეთანხმების დარღვევა და „თალიბანი იძულებული იქნება“  გააგრძელოს შეიარაღებული ბრძოლა უცხოეთის ძალების წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის განთავისუფლების მიზნით“, წერია თალიბების განცხადებაში, რომელიც 26 მარტს გავრცელდა. განცხადება გავრცელდა მას მერე... Читать дальше...

გიგანტური ხომალდის გადაადგილების მცდელობების მიუხედავად, სუეცის არხი კვლავაც გაუვალია

Radiotavisupleba.ge 

სუეცის არხი, ევროპის და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი, კვლავ გაუვალი რჩება 23 მარტის შემდეგ, რადგან მასში გაჭედილია გიგანტური კონტეინერმზიდი. ეგვიპტის ხელისუფლება ჩქარობს, გაათავისუფლოს ხომალდი და კვლავ გახსნას მიმოსვლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სავაჭრო გზაზე. 400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის ხომალდმა "Ever Given-მა", რომელიც პანამის დროშით დაცურავს, გაააჩერა სატრანზიტო მიმოსვლა ორივე მიმართულებით მას შემდეგ, რაც ის ნაპირთან ფსკერზე დაჯდა ვიწრო, ხელოვნურ არხში... Читать дальше...

ნავალნის გადასარჩენად

Radiotavisupleba.ge 

კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ პოლიტპატიმრის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

რუსუდან კერვალიშვილს 4-წლიანი პატიმრობის ვადა ეწურება

News.ge 

პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს, რუსუდან კერვალიშვილს 4-წლიანი პატიმრობის ვადა ეწურება. რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს 30 მარტს დატოვებს.

ნიკა მელიას მხარდასაჭერად, აქტივისტები პარლამენტიდან ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართებიან

News.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 21:00 საათზე შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიემართებიან. ამათან, სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობაზე იმყოფებიან ბანერით: “თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს”.



მთიან ყარაბაღის სეპარატისტულ პარლამენტს რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭება სურს

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა პარლამენტმა 25 მარტს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსული გახდება ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონის მეორე ოფიციალური ენა, სომხურთან ერთად. კანონპროექტში, რომელიც კანონი გახდება რეგიონის ეთნიკური სომეხი ლიდერის ხელმოწერის შემდეგ, ნათქვამია, რომ რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება გააღრმავებს მთიანი ყარაბაღის "კულტურული, სამხედრო და ეკონოკიური კავშირების" ისტორიას რუსეთთან. მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს წინადადება ხელს შეუწყობს - სეპარატისტული... Читать дальше...

ლილი ფოფხაძე – ოჯახური იდილია

News.ge 

ოჯახური იდილია (სხედან ტახტზე. ტელევიზორთან) ცოლი: მე რომ მაკასთან დაბადების დღეზე არ მოვსულიყავი, ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით… კარგი, რა, მაგის წარმოდგენაც კი არ მინდა,-პასუხობს ქმარი და ცოლის გრძელ თმაში მალავს სახეს, – წუხელ ძმაკაცმა დამირეკა, დედაჩემმა გნახათ ქუჩაში და გაგიჟებულია, რა ლამაზი წყვილია, როგორ უხდებიან ერთმანეთსო. ცოლი (ჩურჩულით): რა ბედნიერებაა, როცა ადამიანები ერთმანეთს პოულობენ, როცა ...

ეკა ბესელია: მე მჯერა, რომ გიორგი გახარია თავისით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე არ მიიღებდა

News.ge 

მე მჯერა, რომ გიორგი გახარია თავისით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დარჩენის თაობაზე არ მიიღებდა, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაშვება ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი რამდენჯერმე გადაიდო, რადგან სხვადასხვა კრიზისული პერიოდი ემთხვეოდა. „გახარიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ივანიშვილს მისი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა, რამდენჯერმე გადაიდო ეს საკითხი ... Читать дальше...

კახა კალაძე: მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად

News.ge 

ბოლო დღეებში საჯაროდ არგამოჩენის მიზეზებზე წერს „ფეისბუკზე” თბილისის მერი კახა კალაძე. ის აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებს გადის. როგორც მერი აღნიშნავს, დაუდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი (დაავადება დაკავშირებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან) და ვესტუბულოპათია. კახა კალაძეს არ დაუზუსტებია რამდენად რთულია მისი მდგომარეობა, როდის დაასრულებს გამოკვლევას კლინიკაში და სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას. „მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები ...

კახა კალაძე წერს რომ კლინიკაში გამოკვლევებს გადის

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დღეებში საჯაროდ არგამოჩენის მიზეზებზე წერს „ფეისბუკზე" თბილისის მერი კახა კალაძე. ის აცხადებს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებს გადის. როგორც მერი აღნიშნავს, დაუდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი (დაავადება დაკავშირებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან -რ.თ.) და ვესტიბულოპათია. კახა კალაძეს არ დაუზუსტებია რამდენად რთულია მისი მდგომარეობა, როდის დაასრულებს სამედიცინო გამოკვლევას კლინიკაში და სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას. მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს... Читать дальше...

ბირმაში საპროტესტო გამომსვლელთა შორის მსხვერპლის რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტების ჯგუფი აცხადებს, რომ საპროტესტო გამომსვლების დროს ბირმაში უშიშროების ძალების მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი,  გასული თვის სამხედრო გადატრიალებიდან მოყოლებული, ახლა უკვე 300-ს აღემატება. ბირმის პოლიტიკური პატიმრებისთვის დახმარების ასოციაციამ, ჯგუფმა, რომელიც სიკვდილიანობისა და დაპატიმრებების დეტალებს ამოწმებს, 26 მარტს განაცხადა, რომ მისი გამოთვლებით, 320 დაღუპული მხოლოდ აღნუსხულ შემთხვევებს მოიცავს და რომ მსხვერპლთა რეალური რიცხვი "დიდი ალბათობით, ბევრად მაღალია". მან განაცხადა, რომ 25 მარტს 11 ადამიანი იყო მოკლული. Читать дальше...

პარლამენტთან მოედნის განახლებაზე მილიონნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა

Radiotavisupleba.ge 

34 987 ლარი პროექტირებისა და 1 612 826 ლარი კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის - ეს არის ის თანხა, რაც მერიამ 2019-20 წლებში დახარჯა პარლამენტის წინ 2 540 მ2-ის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან გამოითხოვა.

ნავალნი ადასტურებს ჯანმრთელობის გამო ჩივილებს, მისი მდგომარეობის გარშემო შეშფოთება იზრდება

Radiotavisupleba.ge 

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის სასჯელს, ტვიტერით დაწერა, რომ ძალიან უჭირს და ძალიან მტკივნეულია საწოლიდან ადგომა. „ციხის ექიმმა გამსინჯა და გამომიწერა ორი აბი იბუპროფენი დღეში. აქამდე არ ვიცი დიაგნოზი“. „ალბათ ნერვია მოყოლილი პოლიციის ფურგონებში და ვიწრო „კოლოფებში“ მოხრილი ჯდომისგან“, ამბობს ნავალნი, რომელიც გულისხმობს ვიწრო გალიებს, სადაც სასამართლო განხილვების დროს განსასჯელებს ათავსებენ ხოლმე. ალექსეი ნავალნი უკვე რამდენიმე დღეა ძლიერ ტკივილებს განიცდის ზურგსა და მარჯვენა ფეხზე... Читать дальше...

ახლად გაერთიანებული პარტიის პროგრამის ერთ-ერთი იდეაა რუსეთის გაფართოება „მაგალითად, აფხაზეთის შეერთებით“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ტერიტორიის გაფართოება იქნება რუსეთის გაერთიანებული პარტიის  - „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები- სიმართლისთვის“, პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი. ამის შესახებ ბრიფინგის დროს გამოაცხადა პარტიის ცენტრალური აპარატის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლაი ნოვიჩკოვმა. „მანიფესტში, რომელსაც სამი პარტიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, გვიწერია, რომ „დონბასი - რუსეთია“ და ყველა ტერიტორიას, რომელსაც სურს რუსეთთან შეერთება, შესაძლებლობა უნდა მიეცეს გააკეთოს ეს და რუსეთის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს, უნდა მიეცეთ სამშობლოს ქონის უფლება“. Читать дальше...

ძიუდოისტი თემურ ნოზაძე თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულეს თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის პირველი დღე. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძე ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალთან ერთად ათასი სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა, ვაჟა მარგველაშვილსა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ) კი უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შვიდას-შვიდასი ქულა გამოიმუშავეს. თემურ ნოზაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და საჩემპიონო ბრძოლაში უზბეკ კემრან ნურილაევს აჯობა. ეთერ ლიპარტელიანმაც ოთხი გამარჯვება მოიპოვა დილის პროგრამაში.

შეთანხმების მცდელობა #2 - გაგრძელდება თუ თავიდან დაიწყება მოლაპარაკება?

Radiotavisupleba.ge 

პირველი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას ისევ ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება.


Музыкальные новости
Концерт

Концерт "Моцарт vs. Шопен"





Rss.plus
Зенит

В честь победы «Зенита» в Петербурге зажгли факелы Ростральных колонн




Собянин рассказал о масштабных планах благоустройства на юго-востоке Москвы

Взгляд с Запада: транзитный коридор в обход РФ себя не оправдал

Усилия США пошли прахом: Россия и Китай создали мощный союз, который изменит мир. Запад ждет действительно "зловещее будущее"

Лучшие соседи — тигры и медведи: какие необычные сюжеты содержат мифы Дальнего Востока




სტამბოლში ყოფილ პოლიციელებს განაჩენი გამოუტანეს სომხური წარმოშობის ჟურნალისტის მკვლელობისთვის

Radiotavisupleba.ge 

სტამბოლში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტის მკვლელობისთვის პოლიციის ორ ყოფილ უფროსს და უშიშროების სამსახურის ორ ყოფილ თანამშრომელს. ისინი დამნაშავედ ცნეს 2007 წელს 19 იანვარს ორენოვანი თურქულ-სომხური ჟურნალის, „აგოსის“ რედაქტორის, ჰრანტ დინქის მოკვლაში. დინქი იყო თურქებსა და სომხებს შორის შერიგების თავგამოდებული მომხრე. მკვლელობის შემდეგ ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში დინქის საგლოვად. სულ, 76 ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალდება. სხვათა შორის მათაც... Читать дальше...

ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ აიცრება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა 100 ცნობილი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრას ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის. მინისტრის ეს განცხადება არის პასუხი მოქალაქეების ინიციატივაზე, რომელიც მათ მას შემდეგ გააჟღერეს საჯაროდ, რაც გაირკვა, რომ საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილი აცრის გაკეთებისგან თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზის გამო - საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ითხოვენ, რომ მათ საყოველთაო ვაქცინაციამდე მიეცეთ საჯაროდ აცრის შესაძლებლობა. Читать дальше...

„ფაიზერით“ აცრისთვის პორტალზე თბილისში ადგილები პრაქტიკულად შევსებულია

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პორტალზე ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, ხოლო დარჩენილია ქუთაისსა და ბათუმში. „მაღალი აქტივობა იყო პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასევე 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური", - აღნიშნავს გაბუნია. Читать дальше...

ბრიტანეთში სკოლის მასწავლებელი გაკვეთილებს ჩამოაშორეს მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ქალაქ ბატლიში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სკოლის წინ, სადაც მათი შვილები სწავლობენ და მოითხოვეს გათავისუფლება მასწავლებლისა, რომელმაც გაკვეთილზე ბავშვებს წინასწარმეტყველ მუჰამედის "უადგილო" გამოსახულება უჩვენა. ისლამის მიხედვით, მუჰამედის გამოსახულების ჩვენება მკრეხელობაა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, გამოსახულების ჩვენებამ შეურაცხყო მთელი მუსლიმური თემი. მშობლები იმუქრებიან, რომ თავიანთ შვილებს სკოლიდან გაიყვანენ. ამის თაობაზე ბი-ბი-სი იტყობინება. Читать дальше...

მაია გოთუა: „კლასიკური ალერგიის მქონე პირების აცრა დასაშვებია“

Radiotavisupleba.ge 

ალერგიული პაციენტების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა ამბობს, რომ კოვიდ-19 წინააღმდეგ აცრა არ შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ ვაქცინაციის წინადოზის მიმართ პაციენტს მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და ასევე, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა ვაქცინაში შემავალი კომპონენტების: პოლიეთილენგლიკოლის ან პოლისორბატების მიმართ. „ჩვეულებრივი, კლასიკური ალერგიის მქონე პირების აცრა დასაშვებია, თუ ალერგია კონტროლირებადია და პაციენტი ჯანმრთელია. მაგრამ თუ მათ ჰქონდათ რეაქცია მედიკამენტებზე... Читать дальше...

გერმანიაში სეზონური სამუშაო - ვის დაურეკეს და ვის არა

Radiotavisupleba.ge 

24 მარტის მონაცემებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის სურვილი უკვე საქართველოს 100 000-მდე მოქალაქემ გამოთქვა. მათგან ყველა ელოდება დასაქმების სააგენტოდან ზარს, თუმცა ზოგს უკვე დაურეკეს. ნანა ჩოხატაურიდანაა. დასაქმების სააგენტოს პორტალზე ის 20 თებერვალს დარეგისტრირდა. მას და კიდევ 30 მოქალაქეს - ისინიც ჩოხატაურის მცხოვრებლები არიან - ერთ დღეს დაურეკეს და საინფორმაციო შეხვედრაზე დაიბარეს. „რიგითობის მიხედვით, სამოცი ათასზე ზევით ვიყავი. დარეგისტრირებიდან 2 კვირაში დამირეკეს. მითხრეს, გადახვედით მეორე ეტაპზეო. Читать дальше...



Москва

Собянин: Уникальные сервисы в центре "Профессии будущего" упрощают поиск работы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Работы в пяти корпусах нового кластера Бауманки практически завершены



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Репосты ВКонтакте отличный способ рекламы Концерта, нового Видео или Песни, Книги!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Милан» сыграл вничью с «Салернитаной» в Серии А

ЦСКА обыграл "Урал" в заключительном матче РПЛ

Более двух тысяч спортсменов поучаствовало в параде на ВДНХ в Москве


Камилла Рахимова

Рахимова вышла в полуфинал турнира в Рабате



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Спартак

Матч "Саратова" со "Спартаком" перенесли из-за шторма



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России