103news.com
World News in Georgian
Март
2021

Новости за 17.03.2021

ადვოკატ ვალერის გელბახიანის თქმით, გოგი წულაია ძალადობის ჩადენას უარყოფს  

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკოს გოგი წულაიას ინტერესების დამცველი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია დანაშაულის ჩადენას უარყოფს.  „ძალადობას ბატონი გოგი წულაია უარყოფს, მით უმეტეს, სექსუალური გამორიცხულია. ადამიანს აქვს 6 თვის წინ გაკეთებული უმძიმესი შუნტირების ოპერაცია. ტკივილები აქვს საერთოდ პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით. ეგ ექსპერტიზითაც დადასტურდება. ეგ არის გამორიცხული და გამოგონილი, ასევ ვთქვათ, ბრალდება. მსუბუქი თუა ჯანმრთელობის მოშლა, ეს შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერმა ადამიანმა მიიყენოს. Читать дальше...

„ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს NATO-ს“ — იენს სტოლტენბერგი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი მდგომარეობა აღელვებს NATO-ს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ახლო პარტნიორობა ასევე გულისხმობს იმას, რომ რთული დისკუსიებისგან თავს არ ვიკავებთ. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში აღელვებს ნატოს და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის... Читать дальше...

აშშ-მა გააფართოვა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გააფართოვა რუსეთის მიმართ სანქციები, რომლებიც ადრე შემოიღო სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამვლის გამო. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება. განცხადების თანახმად, 18 მარტს აშშ წყვეტს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტსა და რეექსპორტზე აკრძალვებში მოქმედ გამონაკლისებს. საქმე ეხება თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვებს. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის საავიაციო და კოსმოსურ დარგებს... Читать дальше...



მამაო, ავიცრა? ექიმო, ვილოცო?  

Radiotavisupleba.ge 

ღმერთი იმდენად ბოროტი როდია, რომ ყველაფერი ასე გაართულოსო, თქვა ასი წლის წინ ალბერტ აინშტაინმა, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ღმერთმა, როგორც ჩანს, გადაუჭრელი სირთულის პრობლემა არც ვირუსებით შეგვიქმნა. მეცნიერებმა მალევე გამოიგონეს ვაქცინა, რომლის დახმარებითაც კაცობრიობამ თავი უნდა დააღწიოს პანდემიას, მაგრამ, იმავე მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, ვაქცინის დამზადება პანდემიის დამარცხების მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ვაქცინამ რომ ეფექტიანად იმოქმედოს... Читать дальше...

გამოძიება დაიწყო ენმ-ის ოფისზე გაკრულ ნიკა მელიას ბანერზე იარაღიდან სროლის ფაქტზე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, გამოძიება დაიწყო. როგორც შსს აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. განცხადებაში ვკითხულობთ... Читать дальше...

სამოქალქო თანასწორობა: დიასპორა და რელიგიის სააგენტო?

Radiotavisupleba.ge 

ამ წერილში განვიხილავ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ ორ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ პრობლემურად მუშაობს სისტემა, როცა საქმე ეხება ეთნიკური უმცირესობების საკითხებს. ეს წერილი ნამდვილად გაბრაზებულ გულზეა დაწერილი და მასში რაციონალური, ლოგიკური და თვითმართალი არგუმენტების ძებნის ნაცვლად, იქნებ ცოტა ხანს შეჩერდეთ და თქვენი თავი არადომინანტური ჯგუფების ადგილზე დააყენოთ . როცა საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა ხმამაღლა ვთქვით, რომ სახელწიფო და სისტემა ჩვენ უცხოდ... Читать дальше...

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი“ — ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. „საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დაამატა: „გუშინ ჩვენ შევედით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას... შავი ზღვის უსაფრთხოება არის ნატოსა და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ... Читать дальше...

ევროკომისია: COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატები ივნისში ამოქმედდება

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ზაფხულისთვის ამოქმედდება Covid-19-ის წინააღმდეგ აცრის დამადასტურებელი ციფრული საბუთები, რომლებიც მოგზაურობას გააადვილებს. ამ საბუთით, რომელსაც ევროკომისია „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ ("digital green certificate") უწოდებს, ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაში აცრილი ადამიანი იმუნიზებულად იქნება აღიარებული სხვა წევრ ქვეყნებშიც. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოგზაურობას, მათ შორის ტურიზმის გამოცოცხლებას. „ამ ციფრული სერტიფიკატის მიზანია... Читать дальше...



იაპონიაში 25 მარტს დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა

Radiotavisupleba.ge 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღე გაგრძელდება. ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის - გადაწყვეტილებით, ცეცხლი სტარტს 25 მარტს აიღებს, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ათი წლის წინ დაზარალებული ფუკუშიმას პრეფექტურიდან და ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნის ორმოცდაშვიდივე პრეფექტურას შემოივლის. „COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ესტაფეტას მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ როგორც თავად მაყურებლების, ისე მეჩირაღდნეებისა და ესტაფეტის მომსახურე... Читать дальше...

ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. „ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე, მაგიდასთან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, დაუბრუნდება მოლაპარაკებების რაუნდებსა და კონსულტაციებს... Читать дальше...

იაპონიის სასამართლოს თანახმად, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შეუძლებლობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის ქალაქ საპოროში სასამართლომ 17 მარტს დაადგინა, რომ ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შეუძლებლობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა ჰომოსექსუალი წყვილის სარჩელზე. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მათი უფლებები შეზღუდულია ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით. კერძოდ, პარტნიორებს არ შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ქორწინების შეუძლებლობა ეწინააღმდეგება იაპონიის კონსტიტუციის მე-14 მუხლს... Читать дальше...

ღარიბაშვილს სჯერა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებული ოპოზიცია პარლამენტში შევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მედიასთან კომენტარში ისაუბრა თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესზე. მისი განმარტებით, სჯერა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებული კონსტრუქციული ოპოზიცია გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და შევა პარლამენტში. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ. ის განცხადება, რაც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის, ეს არის... Читать дальше...

ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც წულაია დააკავეს, პოლიტიკოსის მხრიდან ძალადობაზე ჰყვება

Radiotavisupleba.ge 

ასმათ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. სწორედ, დვალიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავა შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია. ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიამ, რომელსაც წლებია იცნობს, ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა. „შეხვედრა, რომელზე გაყოლაც გოგი წულაიამ მთხოვა, გადაიდო. მე ახლობელთან ვაპირებდი წასვლას. გოგიმ მითხრა, მაქვს ბინა თბილისში ნაქირავები და იქ წავიდეთო. Читать дальше...

ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა პუტინი „მკვლელად“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, მიაჩნია თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მკვლელად“. ბაიდენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ჯორჯ სტეფანოპულოსს. პუტინზე საუბარი იყო ახლახან აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კონტექსტში, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბაიდენის თქმით, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრისას მან გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი „შედეგების“ შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ჩარევა დადასტურდებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ანაკლიაში, კარანტინში ყოფნისას ქალის გარდაცვალების გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 16 მარტს გადმოყვანილ ქალს, რომელიც მოგვიანებით ანაკლიაში, საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა, პირველი სამედიცინო კვლევის შედეგად რაიმე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილი შუახნის ქალისთვის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა... Читать дальше...

კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით, დღეს შედგება "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს. საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დანიელსონი მხარეებს ცალ-ცალკე არაერთხელ შეხვდა. კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით... Читать дальше...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული... საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. Читать дальше...

რუსეთი უარყოფს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა პუტინის უშუალო ნებართვით მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო უარყოფს და „მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებების წყებას“ უწოდებს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ინფორმირებული იყო და, დიდი ალბათობით, უშუალოდ გასცემდა ნებართვას აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით არჩევნების პროცესში ჩარევისა და მასშტაბური ჰაკერული თავდასხმების შესახებ. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ამ დასკვნას შეიცავს აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის სამსახურის დირექტორის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული... Читать дальше...

დავით ბაქრაძე: აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ევროპული საქართველოს“ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მისი განმარტებით, ევროპული მხარის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით: „ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Шнуров

«Она все загубила»: Собчак назвала супругу Шнурова причиной крушения его карьеры





Rss.plus
Петербург

Жительницы Москвы, Краснодара и Санкт-Петербурга больше всех тратят на сумки




Казань попала в топ-10 городов, где сохранились дореволюционные здания

Олимпийские ценности: доступное жилье в Иваново сдадут по улучшенному стандарту

Дочь лидера «Хезболлы» убили в результате удара Израиля по Бейруту

Азербайджанца-русофоба Амида Юсубова, призывавшего ненависти к русским, приговорили к 3,5 годам заключения




რადიო თავისუფლების პრეზიდენტი გმობს ყირიმში რადიოს შტატგარეშე თანამშრომლის დაპატიმრებას

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, დაგმო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლების მიერ რადიოს შტატგარეშე კორესპონდენტის, ვლადისლავ ესიპენკოს დაკავება. „საგანგაშოა რადიო თავისუფლების უკრაინის სამსახურის შტატგარეშე თანამშროლის, ვლადისლავ ესიპენკოს ამასწინადელი დაკავება იმ დროს, როდესაც კრემლი მიმართავს დევნასა და დაშინებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ნებისმიერ ალტერნატიული ხმის ჩასახშობად. ესიპენკო დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს, რათა მან შეძლოს თავის ოჯახთან შეერთება“... Читать дальше...

შსს-ს თანახმად, გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ცნობით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ.- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად... Читать дальше...

"რუსთავი 2" და PrimeTime ერთ ჰოლდინგში ერთიანდება

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ ტაიმი" ერთიანდება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორივე მედიასაშუალების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. "რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალია და "პრაიმ ტაიმის" დირექტორი თაკო ფხაკაძე ამბობენ, რომ მათი მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა. "გაერთიანების მიზანი არის, რომ პროცესები უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ორივემ. "რუსთავი 2"-ს სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ მოხდეს ძველი პოზიციების დაბრუნება. დაგეგმილია გარკვეული ამოცანები... Читать дальше...



Москва

Стоит ли отдавать ребенка в частную школу?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: МЦД продлят до Калужской, Смоленской, Тульской и Ярославской областей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Продвижение Музыки. Раскрутка Музыки. Продвижение Песни. Раскрутка Песни.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Олимпийские ценности: доступное жилье в Иваново сдадут по улучшенному стандарту

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


ATP

Даниил Медведев вышел во второй круг турнира ATP-500 в Пекине



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Лавров в ООН: Москва осуждает действия Израиля в Ливане



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России