Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 06.03.2022

გაეროს ბირთვული მეთვალყურე შეშფოთებულია ვითარებით რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აცნობა, რომ ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურს მართავს რუსი ოფიცერი, რომელიც მეთაურობს ქვედანაყოფს, რომელიც სადგურს აკონტროლებს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი "უკიდურესად შეშფოთებულია" მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მომსახურე პერსონალმა "უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები... Читать дальше...

უკრაინის დელეგაცია: რუსულ მხარესთან შეთანხმება ვერ იქნება მხოლოდ ტერიტორიების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებზე, "ვერხოვნა რადაში“ ფრაქცია „ხალხის მსახურის“თავმჯდომარე, დავიდ არახამია აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ტერიტორიებს ეხება, ეს არის, არახამიას თქმით, “ყირიმის (რუსეთის კუთვნილებად) აღიარება და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების აღიარება. რუსეთის სხვა მოთხოვნების, კერძოდ, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ ლაპარაკისას, არახამიამ განაცხადა, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის... Читать дальше...

„ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან“, - უკრაინის პირველი ლედი ნატოს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

„ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად“, - უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა ფეისბუქზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ნატოს მოუწოდებს, რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დახუროს. „უკრაინაში უკვე სულ მცირე 38 ბავშვი მოკლეს და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ქალაქები ცეცხლის ქვეშაა. როდესაც რუსეთში იტყვიან, რომ უბრალოდ მოქალაქეებს არავინ ებრძვის, მათ ეს ფოტოები ანახეთ. ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რუსი ჯარისკაცების ხელით... Читать дальше...



American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

Radiotavisupleba.ge 

American Express-მა რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაცია შეაჩერა, ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.  მიზეზად American Express-ი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას ასახელებს. American Express-ი არის მომსახურების გლობალური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის პროდუქციის, მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და გამოცდილების ხელმისაწვდომობას. 1997 წლიდან მოყოლებული ის მსოფლიოს წამყვან ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. მანამდე  რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს Visa-მ და Mastercard-მა... Читать дальше...

ბლინკენი: აშშ და ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ რუსეთის ნავთობზე უარის თქმის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს  რუსული ნავთობის იმპორტზე უარის თქმის შესაძლებლობას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამის შესახებ მან სი-ენ-ენ-თან საუბრისას გააკეთა კომენტარი, როგორც არხი იტყობინება 6 მარტს. მისი თქმით, ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ასეთ შესაძლებლობას. „როცა საქმე ეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს - მე გუშინ ამ თემაზე ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წევრებს,... Читать дальше...

უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 4000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული 

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კვირას, 6 მარტს, გაიმართა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის საწინააღმდეგო აქციები. ამ აქციებზე, "ОВД-Инфо"-ს მონაცემებით, ოთხი ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათგან 1600 დააკავეს მოსკოვში, ხოლო 1000-ზე მეტი პეტერბურგში. მოსკოვში ხალხი დააკავეს მანეჟის მოედანზე, ქალაქის ცენტრში, და მის მისადგომებთან. უფლებადამცველი სვეტლანა განუშკინა, რომელსაც დღეს 80 წელი უსრულდება, მეტრო „ტეატრალნაიასთან“ დააკავეს. მანეჟის მოედანზე დაკავებულია ოლეგ ორლოვი, უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“, საბჭოს წევრი. Читать дальше...

უკრაინამ თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენპროკურატურამ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. ამის თაობაზე გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. ირინა ვენედიქტოვამ ვრცელ პოსტს დოკუმენტებიც დაურთო, საიდანაც ჩანს, რომ თინა კანდელაკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით აქვს წარდგენილი, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ქმედებას გულისხმობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თინა კანდელაკის მიერ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი გამონათქვამები იგულისხმება. „თქვენს ტელეგრამ არხს გავეცანი და გავოგნდი. Читать дальше...

მარიუპოლში 2000 უცხოელი სტუდენტია ჩარჩენილი - აცხადებს უკრაინის მთავრობა

Radiotavisupleba.ge 

მარიუპოლში ასობით უცხო ქვეყნის სტუდენტია ჩარჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. „700 სტუდენტი მხოლოდ ინდოეთიდანაა, კიდევ ჩინეთიდან პაკისტანიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, სულ 2 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც დღეს შიმშილისგან და სიცივისგან იტანჯებიან. უკრაინელ სტუდენტებთან, ქალებთან, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად მათაც ესვრიან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მარიუპოლიდან დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იყო დაგეგმილი, მაგრამ პროცესი ჩაიშალა... Читать дальше...



საქართველოში არ შემომიშვეს ჟურნალისტური საქმიანობის გამო - ინტერვიუ „დოჟდის“ ჟურნალისტ მიხაილ ფიშმანთან

Radiotavisupleba.ge 

რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არშეშვების მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობაა. თუმცა ფიშმანი საქართველოს საზღვრიდან ისე გააბრუნეს, მიზეზი არავის აუხსნია.

პუტინი მაკრონს: უკრაინასთან დიალოგისთვის მზად ვართ, თუ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შორის კვირას, 6 მარტს, გამართული სატელეფონო საუბრის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა გააგრძელოს დიალოგი უკრაინის საკითხზე, რუსული მოთხოვნების შესრულების პარალელურად. „მთავარია, უკრაინული მხარე სერიოზულად მიუდგეს შეთანხმებების მიღწევას, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის, - იტყობინება კრემლის პრესსამსახური, - მათ განიხილეს კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. Читать дальше...

არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე შესვლას - რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია

Radiotavisupleba.ge 

"რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარზე აპირებენ საკუთარი პროდუქტების შეტანას. "რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია" 20-ზე მეტ კომპანიას და ინდ.მეწარმეს აერთიანებს. ასოციაციის დირექტორი ადასტურებს მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს შორის ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში... Читать дальше...

ბლინკენმა მოლდოვას დახმარება აღუთქვა უკრაინიდან ლტოლვილების მოზღვავების პირობებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონის დახმარება აღუთქვა მოლდოვას, რომელსაც მეზობელი უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა. მოლდოვა ამტკიცებს, რომ, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, 230 ათასმა ლტოლვილმა გადაკვეთა მოლდოვის საზღვარი. მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათგან, სულ მცირე, 120 ათასი ქვეყანაში რჩება. მოლდოვა, რომლის მოსახლეობა ორნახევარ მილიონზე ოდნავ მეტია, ითხოვს საერთაშორისო დახმარებას ლტოლვილების სფეროში და ასევე სურს გარანტიები რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ. Читать дальше...

არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე: ეს არის საქართველოს პასუხი, როცა რუსეთი თავს გვესხმის?

Radiotavisupleba.ge 

"ფიქრობთ, ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ მაშინ, როცა რუსეთი თავს გვესხმის?!"- ასე ეხმაურება უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას. არახამიას მიმართვას, რომელშიც ის ქართველ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ რცხვენია საქართველოს ხელისუფლების გამო, "TV პირველი" ავრცელებს. "გამარჯობა! მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი... Читать дальше...

მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მეორე მცდელობაც ჩაიშალა, ვერ შექმნეს „ჰუმანიტარული დერეფანი“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის გაყვანის მეორე მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, უკრაინელი სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და უკრაინის ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებენ უუნარობაში, შეინარჩუნონ "ჰუმანიტარული დერეფანი". უკრაინის მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებდა, რომ 6 მარტს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობებში, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათამდე გაგრძელდებოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გარაშჩენკომ განაცხადა... Читать дальше...

უკრაინის ომბუდსმენი: ამ ათ დღეში 38 ბავშვია დაღუპული

Radiotavisupleba.ge 

6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან დღემდე, უკრაინაში დაღუპულია 38 და დაშავებულია 71 ბავშვი. უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ქალაქ მარიუპოლში და ირპენში, ჯერჯერობით შეუძლებელია. მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების მხრიდან დაბომბვების შედეგად, მარიუპოლში წლინახევრის ბავშვი, ბუჩაში კი, ორი მძიმედ დაჭრილი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან მათ ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობისადმი" უკმაყოფილება კედელზე წარწერებით გამოხატეს

Radiotavisupleba.ge 

5 მარტის ღამეს ახალციხეში პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კედელზე მოქალაქეებმა წარწერები გააკეთეს, პროტესტის ნიშნად. წარწერები მეორე დღესვე წაშალეს პარტიის წევრებმა. ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, სიმონ ეღიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალციხეში არ იმყოფება და ისიც არ აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა მომხდარის გამოსაძიებლად პოლიციას. "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისზე გაკეთებული წარწერა არ უკვირთ ახალციხის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის"... Читать дальше...

რომის პაპი უკრაინაზე: ეს ომია და არა „სამხედრო სპეცოპერაცია“

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის რიტორიკას, რომ უკრაინაში ახლა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიდის და არა ომი, არ ეთანხმება და ამბობს, რომ იქ სწორედაც რომ ომია. უკრაინას კი პაპი ფრანცისკე „წამებული ქვეყანას" უწოდებს, სადაც დღეს „ცრემლებისა და სისხლის მდინარეები მოედინება". რომის პაპმა გასულ კვირას მოუწოდა კონფლიქტის დასრულებისა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს კონფლიქტის ზონიდან გასვლა შესძლებოდათ.

კანცელარიასთან დააკავეს ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები: ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა. დაკავების მიზეზი "კეტჩუპის" შეკვრა გახდა, რომლითაც ელენე ხოშტარია შეეცადა შეეღება კანცელარიის შესასვლელი. ის გუნდთან ერთად აპროტესტებდა საქართველოს მთავრობის წევრების მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ. "იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას... Читать дальше...

დღეიდან რუსეთში გაცემულ VISA და Mastercard-ის ბარათებს საქართველოში ვეღარ გამოიყენებენ

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს საბანკო ასოციაცია" აცხადებს, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათებიდან თანხის განაღდება ვეღარ მოხერხდება. ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, VISA და Mastercard ბარათებმა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება, რის შედეგადაც რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული... Читать дальше...


Музыкальные новости
Певица

Певица Зара выступит в Пятигорске 12 июня





Rss.plus
2ГИС

Клиники «Будь Здоров» — в лидерах рейтинга лучших клиник 2ГИС




Водитель фургона сдавал назад и наехал на мужчину на западе Москвы

В Павловском районе простятся с местным жителем, погибшим на СВО

Более 1500 человек приняли участие в полумарафоне «Волоколамский рубеж»

Строительство станции «Тютчевская» перешло на новый этап




უკრაინის მარიუპოლის მოსახლეობამ ქალაქი უნდა დატოვოს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის პირობებში. ბრძოლები გრძელდება. დაიბომბა ვინიცის აეროპორი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ 6 მარტს უნდა მოხდეს დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობებში, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათამდე გასტანს. "მარიუპოლში შუადღის 12 საათიდან მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, რომელსაც დონეცკის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ხელმძღვანელობს, დღეს, 6 მარტს, 10:00-დან 21:00-მდე დუმილის რეჟიმი დაწესდება", - ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში. Читать дальше...

ვლადიმირ პუტინი: „სპეცოპერაცია შეჩერდება, თუ კიევი რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს“

Radiotavisupleba.ge 

„დონბასის დასაცავად“ სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი ბრძოლას შეწყვეტს და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბრისას. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ „რუსეთი მზადაა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“. ერდოანთან თითქმის ერთსაათიანი საუბრის განმავლობაში, პუტინმა ყურადღება... Читать дальше...

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. როგორც მათ უთხრეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, "რუსეთთან ბრძოლაში და მის დასამარცხებლად სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია." საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. Читать дальше...

ბლინკენი: აშშ განიხილავს პოლონეთში თვითმფრინავების გაგზავნას, თუ ვარშავა უკრაინას მიაწვდის გამანადგურებლებს

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის ცნობით, აშშ განიხილავს შესაძლებლობას, გააგზავნოს პოლონეთში თვითმფრინავები, თუ პოლონეთი გადაწყვეტს, მიაწვდინოს გამანადგურებლები უკრაინას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 6 მარტს მოლდოვაში ვიზიტისას. „აქტიურად განვიხილავთ თვითმფრინავების საკითხს, რომლებიც პოლონეთმა შეიძლება მიაწოდოს უკრაინას და შევისწავლით, თუ როგორ შეძლებს პოლონეთი შეავსოს თავისი მარაგი, თუ თვითმფრინავები კიევს მიაწოდა“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ვადებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თემას განვიხილავთ ძალიან აქტიურად... Читать дальше...

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი აპირებს ოდესის დაბომბვას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 6 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება. "ჩვენი რაკეტები არც რუსეთისა და არც ბელარუსის სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. რუსები ოდესის დაბომბვას აპირებენ. წარმოიდგინეთ, იმ ოდესის, სადაც რუსები ყოველთვის ჩამოდიოდნენ. არტილერია ოდესის წინააღმდეგ?! რაკეტები ოდესის წინააღმდეგ?! ოდესის დაბომბვა, ეს იქნება სამხედრო დანაშაული, ეს ისტორიული დანაშაული იქნება", - თქვა ზელენსკიმ. Читать дальше...



Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": ЦСКА хочет подписать игрока "Локомотива" Жемалетдинова

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


WTA

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России