Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 12.03.2022

ალექსეი დანილოვი: ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შემდეგ რუსეთის ფედერაცია გადავა ლიეტუვაში, შემდეგ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, შემდეგ პოლონეთში

News.ge 

უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინაში ბელარუსის არმიის შემოჭრის საფრთხე კვლავ არსებობს. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის შემდეგ აპირებს, რომ თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს დაესხას. „ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას, სამწუხაროდ, 82 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის სამხედროების გამოყენების მუქარა სრულად არ გაუქმებულა, რადგან ლუკაშენკო პუტინის ხელშია. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ...

ბორჯღალოსნებმა რუმინეთში მოიგეს და პირველი ადგილით გავიდნენ მსოფლიოს თასზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 2023 წლის მსოფლიოს თასზე ევროპის ზონაში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა. ბორჯღალოსნები სტუმრად დაუპირისპირდნენ რუმინეთის ნაკრებს და დაძაბულ შეხვედრაში სამქულიანი უპირატესობით აჯობეს - 26:23. მეტოქეს ლელოები დაუდეს ლობჟანიძემ, შარიქაძემ, თოდუამ და ტაბუცაძემ. აბჟანდაძემ სამი გარდასახვაც გამოიყენა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის თასზე, ჯგუფში უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის გამარჯვებულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკრაინის რადა – დანგრეული მარიუპოლი … გაჩერდით, ჯალათებო!

News.ge 

„დანგრეული მარიუპოლი… რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას. მარიუპოლის დაღუპული მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი დათვლა ამჟამად შეუძლებელია. გაჩერდით, ჯალათებო!“ – ამ შინაარის პოსტი უკრაინის უმაღლესმა რადამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და თან ომით განადგურებული ქალაქის ფოტოები დაურთო. უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უკრაინულის გარდა, რამდენიმე ევროპულ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად დაწერა, რომ უკრაინის თავზე ...



მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი „მერი“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს

News.ge 

მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი „მერი“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. ის საკრებულოს დეპუტატია “ოპოზიციური ბლოკიდან”, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “რია მელიტოპოლი” ავრცელებს. ახალმა „მერმა“ მოსახლეობისადმი უკვე ჩაწერა სატელევიზიო მიმართვა, რა დროსაც განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ...

კიევის ოლქის ჰუმანიტარულ დერეფანში რუსებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტს კიევის ოლქის ერთ-ერთ ჰუმანიტარულ დერეფანში რუსმა სამხედროებმა 7 ადამიანი მოკლეს, მათგან 1 ბავშვი იყო. "11 მარტს სოფელ პერემოჰიდან (კიევის ოლქი) ჰოსტროლუჩიას მიმართულებით "მწვანე დერეფნით" ევაკუაციის მცდელობისას ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფი დახვრიტეს, რომლებიც მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისგან შედგებოდა. ამ სასტიკი აქტის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვია. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სროლის შემდეგ... Читать дальше...

ზელენსკიმ ფლორენციაში შეკრებილ ათასობით ადამიანს ვიდეო ჩართვით მიმართა – ევროპის ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაციები იმართება

News.ge 

ევროპის ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაციები იმართება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის ქალაქ ფლორენციაში შეკრებილ ათასობით ადამიანს ვიდეო ჩართვით მიმართა. სანტა კროჩეს მოედანზე ეკლესიის სამრეკლოდან ზარი 17-ჯერ დარეკეს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრილ თითოეულ დღეს განასახიერებდა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 79 ბავშვი დაიღუპა. ის მოსკოვის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა და ასევე, მოითხოვა ...

ევროკავშირი არ ცნობს აფხაზეთში გამართული ე.წ არჩევნების კონსტიტუციურ ჩარჩოებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების გამართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. "ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს... Читать дальше...



რუსეთის ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟას შემდეგ კვირასაც არ ხსნის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 14-დან 18 მარტამდე არ განაახლოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა.  მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. რუსეთის საფონდო ბირჟების ინდექსები 8-10%-ით დაეცა „დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, 22 თებერვალს. Читать дальше...

„რუსეთმა თავის არმიაში „მოროდიორობაზე“ გადასვლის ბრძანება გასცა“ – უკრაინის დაზვერვა

News.ge 

„ოკუპანტების არმია ფაქტობრივად აკანონებს ძარცვას იმით, რომ თავის სამხედროებში „თვითკმარობაზე“ გადასვლის ბრძანება გასცეს“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება. „შეტევის წარუმატებელი მცდელობის გამო, დამპყრობლები იძულებულნი არიან შეცვალონ ტაქტიკა. მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემებისა და დიდი დანაკარგების გამო, ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ქვედანაყოფების სათანადოდ უზრუნველყოფას საწვავით, საკვებით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით. სამხედროები გადასული არიან „თვითკმარობაზე“... Читать дальше...

ზელენსკი: რუსეთის შეჭრის შემდეგ 1 300-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 17 დღეში 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ საკუთარ დანაკარგებზე გააკეთა ოფიციალური განცხადება.  კიევში დღეს, 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა მეტი აქტიურობისკენ ომის დამთავრებისთვის.  უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულების შესახებ ინფორმაციას მხარეები სხვადასხვა სიხშირით ავრცელებენ. რუსეთი ამ დრომდე მხოლოდ 500 დაღუპულ ჯარისკაცს აღიარებს... Читать дальше...

ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში მზადაა პუტინს ისრაელში შეხვდეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ისრაელში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა იმოქმედებს. ზელენსკის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს შეატყობინა თავისი მზაობის შესახებ იერუსალიმში შეხვდეს პუტინს. ბენეტი მოსკოვში იყო ჩასული პუტინთან შესახვედრად, და მუდმივად ელაპარაკება ზელენსკის, ისევე, როგორც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს, თავისი ძალისხმევის ფარგლებში ომის დასრულების მიზნით. Читать дальше...

აშშ რუსეთს ადანაშაულებს გაეროს უშიშროების საბჭოს გამოყენებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა გაეროს უშიშროების საბჭოში პარასკევს, 11 მარტს გამართული სხდომის გამოყენებაში "ტყუილებისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის", რაც ნაწილია მოსკოვის მიერ წარმოებული სიყალბის ოპერაციისა უკრაინაში პოტენციურად ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოსაყენებლად.  გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომარ-გრინფილდის თქმით,  საბჭოში რუსეთს სისრულეში მოჰყავს სცენარი, რომელზეც გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ილაპარაკა - რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "შეთითხნის... Читать дальше...

რუსეთი ხერსონის სეპარატისტულ რეგიონად ჩამოყალიბებისთვის იქ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქ ხერსონში, სეპარატისტული რეგიონის შესაქმნელად ფსევდო რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, - ინფორმაციას Sky News და CNN ავრცელებს. მოსალოდნელ რეფერენდუმზე ჯერ არ საუბრობს რუსეთი, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები და ადგილობრივი მოხელეები ამ მცდელობებს ადასტურებენ. ხერსონის საბჭოს დეპუტატი, სერგეი ხლანი კოლეგებს მოუწოდებს, არ დათანახმდნენ ინიციატივაზე, რომელსაც რუსები სთავაზობენ და არ მისცენ ხმა რეფერენდუმის ჩატარების სასარგებლოდ.  ხერსონი საზღვაო ქალაქია სამხრეთ უკრაინაში... Читать дальше...

სპორტული პროგრამა: ჯერ უსენსაციოდ...

Radiotavisupleba.ge 

ასე უნდა ითქვას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის სამი ტურის მატჩებზე, რომელთაც მიმოიხილავს ვეტერანი ბათუმელი ფეხბურთელი გია ცანავა; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი საუბრობს რუმინეთისა და საქართველოს მორაგბეთა გუნდების შანსებზე; ვუბრუნდებით 2015 წლის ინტერვიუს - 60 წლის იუბილარ ალექსანდრე ჩივაძესთან (გაგრძელება).

სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ძალისხმევას კავშირების ნორმალიზებისთვის

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას დიპლომატიური ურთიერთობის "პირობების გარეშე" აღსადგენად და კავშირების ნორმალიზებისთვის, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს მათი საერთო საზღვრის გახსნა ვაჭრობისთვის - აცხადებენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. "ჩვენი შეხვედრისას კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ორივე მხარის მზაობაზე ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად, კავშირების დასამყარებლად და პირობების გარეშე საზღვრების გასახსნელად" - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან... Читать дальше...

რუსეთი: ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურებს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ატომური სააგენტო, როსატომი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურებს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ - ამ ცნობას, რია ნოვოსტიზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერსი ავრცელებს. როსატომის თანახმად, ამჟამად გაუქმებულ ჩერნობილის ელექტროსადგურზე - სადაც, 1986 წელს ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა - აღდგენის პროცესშია ელექტროენერგიის მიწოდება, და მის აღდგენაში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ. როსატომი აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს სადგურების უსაფრთხოებას... Читать дальше...

მაკრონმა პუტინს მოუწოდა, მოხსნას ალყა მარიუპოლს

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, მოხსნას ალყა ქალაქ მარიუპოლს, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შემდეგ BBC ავრცელებს. მარიუპოლში მოსახლეობა რამდენიმე დღეა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 12 დღეში, მარიუპოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების... Читать дальше...

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმიანება აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგს. „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად... Читать дальше...


Музыкальные новости
БГАТОиБ

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»





Rss.plus
Подмосковье

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал




Футболистки ЦСКА победили «Зенит» и выиграли Суперкубок России

В Тверской области установили памятник Пушкину

Пять выпускниц из Ступина получили по 100 баллов на ЕГЭ

Прохлада нам по карману: как выбрать кондиционер и какова цена вопроса




საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია: ირანთან შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს რუსეთის მოთხოვნების გამო

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 12 მარტს რუსეთი გააფრთხილეს, რომ მისმა მოთხოვნებმა, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ბირთვული შეთანხმება.   სამი ქვეყანა, რომლებიც ირანთან 2015 წელს გაფორმებული, გარღვევად მიჩნეული ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის იყვნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება არავინ უნდა გამოიყენოს სხვა შინაარსის გარანტიების მოსაპოვებლად. "ეს ქმნის შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს, რაც... Читать дальше...

სატელეფონო საუბარი შედგა პუტინს, მაკრონსა და შოლცს შორის - დეტალები არ მჟღავნდება

Radiotavisupleba.ge 

12 მარტს სამმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 75 წუთის განმავლობაში ილაპარაკეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, სატელეფონო საუბარი "უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი" იყო. მისივე თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არ გაამჟღავნებენ მოლაპარაკების დამატებით დეტალებს. Читать дальше...

ზელენსკი მაკრონსა და შოლცთან საუბრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ: „ასევე ვთხოვე ჩემს პარტნიორებს, რათა დამეხმარონ მელიტოპოლის გატაცებული მერის გათავისუფლებაში. ამასთანავე განვიხილეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პერსპექტივები. ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ აგრესორი“, - წერს ზელენსკი "ტვიტერზე". Читать дальше...

თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ავტოკრატი პრეზიდენტის შვილის გამარჯვებას ელიან

Radiotavisupleba.ge 

12 მარტს თურქმენეთში მიმდინარეობს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ფორმალობად მიიჩნევენ და რომლითაც, გავრცელებული ვარაუდით, პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემა ავტოკრატი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟს, სერდარს.   40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვთან ერთად, კენჭს იყრის კიდევ რვა კანდიდატი - ყველა მათგანი პრეზიდენტის ერთგულ პირად არის ცნობილი, მათ არ მიიჩნევენ სერდარ ბერდიმუხამედოვის რეალურ მეტოქეებად.   არჩევნები მოჰყვა 64 წლის მოქმედი პრეზიდენტის მიერ 11 თებერვალს პარლამენტის ქვედა პალატისადმი მიმართვას... Читать дальше...

კიევთან ინტენსიური შეტაკებებია, ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნის

Radiotavisupleba.ge 

12 მარტს კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით ინტენსიური შეტაკებებია, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი ნაწილი უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან 16 კილომეტრის მოშორებით იმყოფება და გარკვეულ ადგილებზე მიმდინარეობს სატანკო და საარტილერიო შეტევა. შაბათს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქში გამაფრთხილებელი სირენა ჩაირთო, ადგილობრივი მედიის ცნობით, ხალხს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მარტს თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში დამატებით ძალებს გზავნის... Читать дальше...

4 ადამიანი დაიღუპა სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას

Radiotavisupleba.ge 

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორისაა 8 წლის ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდმა ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. Читать дальше...



Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Андрей Макаревич

Осужденный за срыв концерта Макаревича служит с позывным "Макаревич"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России