Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 31.03.2022

მოლაპარაკებები: რა რჯის აბრამოვიჩს?

Radiotavisupleba.ge 

რომან აბრამოვიჩის რუსეთ-უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პროცესში საჯაროდ გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ახლა, როცა მოლაპარაკების დაწყებიდან თითქმის ერთი თვეა გასული, ბოლომდე ნათელია არ არის, რა ფუნქცია აქვს მასში აბრამოვიჩს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი და უკრაინის დელეგაციის წევრი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რომან აბრამოვიჩი უკიდურესად ეფექტიანი შუამავალია. „დროდადრო მოდერაციას უწევს მოლაპარაკების პროცესს იმ თვალსაზრისით, რომ გამოირიცხოს რამე გაუგებრობა, როცა ერთი მხარე რაღაცას ამბობს... Читать дальше...

რატომ ახლა? - შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას

Radiotavisupleba.ge 

თბილისში შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა დასახულ მიზნებს სწრაფად ვერ მიაღწია, მოსკოვი საქართველოს და მისი ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გააქტიურდება. ვითარება გარკვეულწილად განსხვავდება გასული წლების გამოცდილებისგან.

გარბიან, გადიან თუ გადაადგილდებიან?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური სამხედრო ინტერვენციის 36-ე დღესაც ძნელია იმის თქმა, თუ რა სტადიაშია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საომარი კამპანია, რა იქნება ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ.



უკრაინის ბირთვული ენერგიის ოპერატორი ამბობს, რომ რუსული ძალების უმეტესობამ ჩერნობილი დატოვა

Radiotavisupleba.ge 

რუსული ჯარების უმეტესობამ, რომელთაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, გაუქმებული ელექტროსადგური დატოვეს, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, "ენერგოატომმა", 31 მარტს. "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ ჯარები უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ გაემართნენ. განცხადების თანახმად, ჩერნობილში დარჩა რუსეთის ჯარების მცირე ნაწილი, მაგრამ არ არის დაზუსტებული - რამდენი. კომპანიის თქმით, რუსი სამხედროები ემზადებოდნენ სლავუტიჩის, ახლომდებარე ქალაქის, დასატოვებლადაც, სადაც ჩერნობილის მუშები ცხოვრობენ. Читать дальше...

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დააკავა საქართველოს ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. ე.წ. კა-გე-ბე-ს ცნობით, სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სოფელ გოიათასთან დააკავეს ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი. უწყება საქართველოს მოქალაქის გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე  პროვოკაციად აფასებს. „ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია და შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ცალკეული... Читать дальше...

„როსკომნადზორი" „ვიკიპედიას" დაჯარიმებით ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის („როსკომნადზორი") განცხადებით, ინტერნეტენციკლოპედია „ვიკიპედიას" დაჯარიმება ემუქრება. „როსკომნადზორის" მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, „ვიკიპედიას" ედავებიან, რომ მან არ წაშალა „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების მასალები, ასევე სხვა აკრძალული ინფორმაცია". რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, „როსკომნადზორმა" გაუგზავნა შეტყობინება ინტერნეტრესურსის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ... Читать дальше...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის გაზის რუბლით გადახდის სისტემის შექმნის შესახებ ვალუტის გაძლიერების მიზნით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აიძულებს რუსეთის გაზის ზოგიერთ მყიდველს, შექმნან საგანგებო ანგარიში მიწოდებული გაზის გადასახდელად, მაშინ როცა ქვეყანა ცდილობს გაუმკლავდეს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მან მოსკოვს გასულ თვეში უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა. პუტინმა განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ 1 აპრილიდან რუსეთის გაზის იმ მყიდველებს, რომელთაც რუსეთი "არამეგობრულ" ქვეყნებად“ მიიჩნევს, მოუწევთ გახსნან საგანგებო "K- ანგარიშები", რათა გადარიცხონ გადასახდელი თანხები. Читать дальше...

ომი "გარდამტეხ ეტაპზეა", გაფრთხილებას იძლევა ზელენსკი, ბრიტანეთი თვლის, რომ პუტინმა კონფლიქტი "სათანადოდ ვერ შეაფასა“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვას და რაკეტების დაშენას მიუხედავად დაპირებისა, რომ შეამცირებდა სამხედრო მოქმედებებს ამ არეალში. უკრაინელი სამხედროების თანახმად, რუსეთი დაპირებებს არ ასრულებს და ემზადებიან შემდეგი მძიმე ბრძოლებისთვის აღმოსავლეთში. ღამის ვიდეომიმართვაში, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინა ხედავს რუსული ძალების გაძლიერებას სამხრეთ-აღმოსავლეთში, რადგან ისინი ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან, ხოლო ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა... Читать дальше...



მერები 5000-ლარიანი ხელფასით, მრჩევლებით, თანაშემწეებით, მძღოლებით და მდივნებით - ინფოგრაფიკა

Radiotavisupleba.ge 

პანდემიის შემდეგ საქართველოში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, ფასები სურსათზე და მერების ხელფასები. 2021 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გააორმაგებდა ქალაქის მერების ხელფასებს და გაზრდიდა ანაზღაურებას საჯარო სექტორში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაცემული დაპირების შესრულების შემდეგ მერების ხელფასები თითქმის ყველა ქალაქში - 5000 ლარამდე გაიზარდა, მათი მოადგილეების ანაზღაურება კი 3000 ლარს აჭარბებს. მოადგილეების გარდა მერებს ჰყავთ თანაშემწეები... Читать дальше...

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებს

Radiotavisupleba.ge 

31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებელს და მათთან დაკავშირებულ პირებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესა 13 პირს და 21 ორგანიზაციას, მათ შორის სააქციო საზოგადოება „მიკრონს“ - რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელს და ექსპორტიორს, კერძოდ, მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს ამ ქვეყანაში. სამინისტრომ გააფართოვა სანქციების სფეროში უფლებამოსილება... Читать дальше...

თურქეთი მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა - ერდოანი

Radiotavisupleba.ge 

ანკარა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შეთანხმების მოლოდინშია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უზბეკეთში ვიზიტისას განუცხადა თანმხლებ ჟურნალისტებს. „შემართებით ვარ განწყობილი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის უსწრაფესი ორგანიზებაა, ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადებ ორივე ლიდერს“, - აღნიშნა ერდოანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პუტინ-ზელენსკის შეხვედრის თარიღის შეთანხმება. Читать дальше...

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მომავალ კვირაში ბრიუსელში შეხვდებიან ერთმანეთს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებიან 6 აპრილს ბრიუსელში, რადგან ვითარება მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 31 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი შეხვდება შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რათა იმსჯელონ „ყოვლისმომცველ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“ მას მერე, რაც ორ ქვეყანას 2020 წელს ექვსთვიანი ომი ჰქონდა აზერბაიჯანის კუთვნილი, მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელიც წლების განმავალობაში დაკავებული ჰქონდათ სომხურ ძალებს. Читать дальше...

ამერიკის მოქალაქემ, ტრევორ რიდმა, კვლავ გამოაცხადა შიმშილობა რუსეთის კოლონიაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოქალაქემ, ტრევორ რიდმა, რომელიც რუსეთში 9-წლიან სასჯელს იხდის პოლიციელზე თავდასხმისთვის, შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად, რომ სამარტოო საკანში იმყოფება და არ იღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას. რიდი ფიქრობს, რომ მას ტუბერკულოზი აქვს. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს მისმა მშობლებმა, რომლებმაც ადვოკატის ნაამბობი მოიხმეს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, შარშან დეკემბერში რიდი იმყოფებოდა უშუალო კონტაქტში პატიმართან, რომელსაც ჭლექი სჭირდა აქტიურ სტადიაში. როცა რიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა... Читать дальше...

პუტინი იმუქრება - არ მიაწვდის ევროპას გაზს, თუ საფასურს რუბლში არ გადაუხდიან

Radiotavisupleba.ge 

ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული არსებული ხელშეკრულებები შეჩერდება, თუ საფასურს რუბლში არ გადაიხდიან - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. „ჩვენ უფასოდ არავინ არაფერს გვაძლევს, ჩვენ არ ვაპირებთ ქველმოქმედებას ანუ მოქმედი ხელშეკრულებები შეჩერდება“,- განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების წესების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გადახდის ახალ სისტემას. ევროპის ლიდერები პუტინის გეგმას... Читать дальше...

ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას, წერილს ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. „ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით და ეს არის განსხვავება ის, რაც არ იცის ფოტიგამ და ალბათ, ვერც გაიგებს, - განაცხადა ვოლსკიმ და განაგრძო, - დანაშაულები არის უმძიმესი, რომლებიც ჩაიდინა არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ იმ სისტემამ... Читать дальше...

ბჟანია ადასტურებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სამხრეთი ოსეთი იურიდიულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან გასაერთიანებლად. „ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, - განაცხადა ბჟანიამ. ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა... Читать дальше...

შალვა პაპუაშვილი ბელგიაში შეხვედრებს მართავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, შეხვედრებს მართავს. მასთან ერთად ამ ვიზიტის მონაწილეები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიესა და სენატის სპიკერ სტეფანი დჰოსთან. "ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. საკმაოდ აქტიურად მუშაობენ მეგობრობის ჯგუფები ორივე მხრიდან. Читать дальше...

სტოლტენბერგი: რუსეთმა კვლავ იცრუა თავისი განზრახვების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „რუსეთის ქვედანაყოფები უკან კი არ მიდიან, არამედ ადგილებს იცვლიან. რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას, მარაგების შევსებას და დონბასში იერიშის გაძლიერებას". ამავე დროს, ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე ზეწოლას აგრძელებს, ამიტომ უნდა მოველოდეთ დამატებით თავდასხმით ქმედებებს, რომლებსაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა თქვა, რომ... Читать дальше...

რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან – ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევას ველოდოთ

News.ge 

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა. სტოლტენბერგის თქმით, რუსული ჯარები გადაჯგუფებას ახორციელებენ. მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე დამატებითი შეტევებია მოსალოდნელი. „ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და დონბასის რეგიონში, შეტევა გააძლიეროს. ამავდროულად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე, ზეწოლას აგრძელებს. ...


Музыкальные новости
Надежда Бабкина

Надежда Бабкина приедет в Ярославль





Rss.plus
Сергей Собянин

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме




Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях

Анна Заворотнюк показала неопубликованные фото с матерью

«Виват, Амур!» завершится в Благовещенске грандиозным концертом

В Ленобласти задержали дебошира, угрожавшего ножом детям в СНТ




პაპუაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამართლიანს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ახლა არსებულ ადამიანურ ტრაგედიებთან ეს საკითხი უმნიშვნელოა. "აქამდეც განვაცხადეთ, რომ თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. Читать дальше...

ანექსირებული ყირიმის მთავრობა ზელენსკისთვის ბინის ჩამორთმევას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება აპირებს, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების ნაციონალიზაციას დაქვემდებარებული ქონების სიაში შეიტანოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახის იალტაში მდებარე ბინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები "ინტერფაქსი" და "რია ნოვოსტი" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.   მანამდე ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო იმ უკრაინელი ოლიგარქების, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისთვის ყირიმში არსებული ქონების ნაციონალიზაცია... Читать дальше...

რუსეთს IT სპეციალისტები ტოვებენ და ეს ეკონომიკას მრავალი წლით დააზარალებს

Radiotavisupleba.ge 

სერგეი კრუპნიკმა ორი წელი და ათობით ათასი დოლარი დაახარჯა თავის სტარტაპს და ისე ჩანდა, რომ მალე წარმატებასაც მიაღწევდა. მისმა კომპანიამ, რომელიც ადამიანებს სპორტის მწვრთნელებს აკავშირებდა, ზამთარში ასზე მეტი თხილამურის და სნოუბორდის მასწავლებელი დააკავშირა ათასობით ადამიანს. ინვესტორებიც გამოჩნდნენ. ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ეს ბიზნესი მოგებაზეც გავიდოდა. შემდეგ კი, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყველაფერს ბოლო მოეღო. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმისთვის. Читать дальше...

არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია

News.ge 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეფერენდუმს ოკუპირებულ რეგიონებში არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. “ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის ახალი, იმ კუთხით, რომ პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვფიქრობ, ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები და ასეთი სახის მიმართვები, მაგრამ ამას არანაირი სამართლებრივი ...

ზურაბიშვილი: "შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირისგან სწორი პასუხია რუსულ აგრესიაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იეპე კოფოდს შეხვდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლადშექმნილი "შესაძლებლობის ფანჯარა" ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას. Читать дальше...

სამხედრო სწავლება დაიწყო ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მეორე დღეა სროლის და აფეთქების ხმა ესმით. ერგნეთელების დაკვირვებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან. სოფლის მცხოვრების ვაფხვია კასრაძის თქმით, სროლის და აფეთქების ხმა სოფელში ხშირად ესმით და ეს ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი ხდება. „ეს ორი დღეა ძალიან გააქტიურდა ვარჯიშები ცხინვალში. არის მასიური დაბომბვის იარაღის გამოყენების ხმა. ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია და მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ... Читать дальше...



Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Денис Мацуев выступит в Екатеринбурге с двумя оркестрами




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Что можно отметить в этот день


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России