Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2022

Новости за 25.03.2022

სერგეი ლავროვი ასლან ბჟანიას მოსკოვში შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

25 მარტს მოსკოვში შეხვედრა შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის. როგორც ლავროვი აცხადებს, რუსეთი კმაყოფილია აფხაზეთთან პოლიტიკური დიალოგით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით და მის განვითარებას აპირებს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბჟანიას მიმართა: „დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალი სახელმწიფოსთან კონტაქტების განვითარებას. Читать дальше...

რუსეთის "ნათელი მომავალი" საქართველოსთან -  რას ნიშნავს ეს დღეს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებულ „გორჩაკოვის ფონდში“, სადაც უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიაა გაჩაღებული, მოსკოვი საქართველოსთან „ნათელ მომავალს“ წინასწარმეტყველებს.

როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლებამ მიმართა ექვს წამყვან ექსპერტს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გარშემო სასაუბროდ: რა გვასწავლა ომმა, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება უკრაინასა და რუსეთს შორის, პეკინ-მოსკოვის ურთიერთობის ბუნების შესახებ და საით შეიძლება წავიდეს ის?



კობახიძე: რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „პოსტივის" ეთერში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ის აღნიშნავს, რომ რთულ რეგიონულ ვითარებაში ჩნდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია. „მეტ-ნაკლებად კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებდა სისტემა 2018 წლის ბოლოდან. როდესაც გართულდა რეგიონში მდგომარეობა, მაშინ გაჩნდა კონსტიტუციის მიღმა მოქმედების ტენდენცია. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. ასეთი შემთხვევა იყო ელჩებთან დაკავშირებით, ვიზიტებთან დაკავშირებით. Читать дальше...

"შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული" - რატომ ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება

Radiotavisupleba.ge 

ხვალ, 26 მარტს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანსა და გიორგი ბერიაშვილს დაკრძალავენ. მათი ცხედრები საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს, თუმცა სამშობლოში არ გადმოუსვენებიათ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომელიც 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა.

ბაიდენი პოლონეთში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პარასკევს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრი „სადამსჯელო“ სანქციები შემოიღეს უკრაინაში მის შეჭრასთან დაკავშირებით. ბაიდენმა დასძინა, რომ სანქციები გამკაცრდება, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია. აშშ-ის პრეზიდენტმა მოინახულა ქალაქი ჟეშუვი უკრაინის საზღვრის მახლობლად. იქ განლაგებულია ბაზა, რომელშიც ჩადის უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება და სამხედრო ტვირთი. აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდა... Читать дальше...

კობახიძის თქმით,  პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე და მით უმეტეს,  მთავრობაზე მეტი

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ეხებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას.  „პრეზიდენტს, მით უმეტეს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და მით უმეტეს, იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ ერთი მხრივ პრეზიდენტს, მეორე მხრივ, პრემიერ მინისტრს. ანუ ისინი არიან თავის თანამდებობეზე. ჩვენ, რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს... Читать дальше...

ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება - ლუკ დევინი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის რიგით მე-7 სხდომა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენრალური აზიის პოლიტიკური დირექტორატის მოადგილემ ლუკ დევინმა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესი იქნება. „დღეს და გუშინ საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა ასოციაციის კომიტეტთან. ასოცირების დღის წესრიგი და ასოცირების ხელშეკრულება არის ყველაზე ახლო გზა გაწევრიანებამდე... Читать дальше...



ორი კვირაა ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლების, სინაგურისა და თედელეთის მოსახლეობა ორი კვირაა დიდთოვლობის გამო მოწყვეტილია გარესამყაროს. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს. ადგილობრივების თქმით, თოვლმა დაფარა დაბა კვაისასკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალიც. „სოფლების სინაგურისა და თედელეთის მაცხოვრებლები, ასევე სასაზღვრო საგუშაგოზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები, საკვების მარაგს ეკონომიურად იყენებენ. მარაგი გვეწურება. დიდი ხანია ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვყოფილვართ. ამიტომ არც სპეციალურად შეგვიქმნია მარაგი. Читать дальше...

რუსეთში დარჩა მხოლოდ პროპაგანდა და რეპრესიები - ინტერვიუ ბერნარ მორთან

Radiotavisupleba.ge 

"პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთს აღარავინ მიიწევს მსოფლიო საზოგადოების ნაწილად", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი ბერნარ ლ. მორი, რომლის წიგნიც „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა.

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წინსვლას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები უარყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მანამდე, პარასკევს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება. თურქეთი შუამავლობას წევს. როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში ერდოანი ტელეფონით დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ მოლაპარაკებების წინ მან თურქეთის მედიას განუცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა წინასწარ შეთანხმებებს მიაღწიეს ოთხ საკითხში ექვსიდან... Читать дальше...

ნაზი ჯანეზაშვილი - "დღეს ყველაზე პრობლემურია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა"

Radiotavisupleba.ge 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საბჭო შედგება 15 წევრისგან, დღევანდელი საბჭო შედგება 10 წევრისგან" - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი.

მედვედევმა "ღალატი" უწოდა რუსეთის მოქალაქეების მიერ კრიტიკა უცხოეთიდან

Radiotavisupleba.ge 

უცხოეთში რუსეთის მოქალაქეების წასვლა ყოველი მათგანის პირადი საქმეა, მაგრამ ვინც უცხოეთიდან აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს, ღალატს სჩადის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა. „დიდი სხვაობაა იმათ შორის, ვინც უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან, და იმათ შორის, ვინც აქტიურად არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებებს სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ, უფრო მეტიც, სხვა ქვეყნის პოზიციაზეც კი დგება,“ აღნიშნა მედვედევმა. Читать дальше...

ანდჟეი დუდა ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა

News.ge 

პოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა -ინფორმაციას BBC ავრცელებს. ​თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. ის ჟეშოვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრება, იტყობინება პოლონური მედია.

ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა

News.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში, ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა-ის პოლონეთი -უკრაინის საზღვარზე იმყოფება და NATO-ს სამხედროებს ხვდება, რომლებიც პოლონელ პარტნიორებთან ერთად აღმოსავლეთ საზღვრებს ამაგრებენ. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება. ინფორმაცია CNN –მა გაავრცელა.

ვოლსკი: აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით ცოდვების შენდობა და ვიყურებით მომავალში

News.ge 

აფხაზებს, ქართველებსაც და ოსებსაც მინდა გადავცე, ჩვენ ვიცით ფასი მეგობრობის, სიყვარულის, ვიცით შენდობა ცოდვების და ვიყურებით მომავალში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა შეშფოთებულია ინფორმაციით, თითქოს მსჯელობა მიმდინარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება ძალისმიერი მეთოდით განიხილება, რაც ...

ანჯეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში ავარიულად დაჯდა. დუდა ბაიდენთან შესახვედრად სარეზერვო თვითმფრინავით გაფრინდა

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში დაბრუნდა და ავარიულად დაჯდა. დუდა, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშუვში მიფრინავდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად. ჯერჯერობით უცნობია ავარიული დაშვების გამომწვევი მიზეზები. ბაიდენი უკვე ჩავიდა ქალაქ ჟეშუვში, სადაც უკრაინიდან ლტოლვილების მონახულებას და საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. პოლონური მედიის ცნობით, პრეზიდენტი დუდა ჟეშუვში სარეზერვო თვითმფრინავით გაფრინდა და უკვე ადგილზე იმყოფება.

„ჯარი, რომელიც ბელარუსს გაათავისუფლებს“ - ბელარუსები უკრაინელების მხარეს იბრძვიან

Radiotavisupleba.ge 

ამერიკელი ბელარუსი პაველ კულაჟენკო ბატალიონ "კასტუსია კალინოვსკის" მებრძოლი გახდა. ის ბოლო ათი წელი ნიუ იორკში ცხოვრობდა, მაგრამ ერთი კვირის წინ უკრაინაში რუსული ჯარის წინააღმდეგ საომრად ჩავიდა. პაველ კულაჟენკო ბელარუსის პოლიტიკაში ცნობილი სახეა. ის არის წევრი მოძრაობისა „წინააღმდეგობა“, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. პაველი ბელარუსში 2011 წლამდე ცხოვრობდა, მსახურობდა შინაგან ჯარში. დარწმუნებულია, რომ ბელარუსული ბატალიონი "კასტუსია კალინოვსკი" მომავალში ის ძირითადი სამხედრო ძალა იქნება... Читать дальше...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლის რაოდენობას ასაჯაროებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მეორედ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი მსხვერპლის შესახებ: დაიღუპა - 1 351 სამხედრო; დაიჭრა - 3 825. ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია უკრაინული მხარისა და სხვა, დამოუკიდებელი წყაროების მიერ დასახელებულთან შედარებით. რუსულმა გამოცემამ, „კომსომოლსკაია პრავდა", ერთი დღე-ღამის შემდეგ წაშალა მონაცემები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპული რუსეთის სამხედროთა რაოდენობის შესახებ. მასალა, რომელიც გამოცემამ 20 მარტს გამოაქვეყნა... Читать дальше...


Музыкальные новости
Баста

Команда Басты «СКА Ростов» проиграла все семь матчей в сезоне Медиалиги





Rss.plus
Владимир Потанин

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА




«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

Двое взрослых и один ребенок погибли в ДТП с фурой в подмосковном Одинцово

Мурашко: результаты доклинических испытаний вакцины от рака будут к концу года

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях




#სირცხვილია: 7 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული აქტივისტები დააჯარიმეს 

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 7 მარტს მათი პერფორმანსის დროს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული აქტივისტები სასამართლომ დააჯარიმა. ამ საქმეზე სხდომა დღეს, 25 მარტს გაიმართა. დაჯარიმებული არიან: თათია მელიქიშვილი - 2000 ლარით; მარიამ გეგუჩაძე - 2200 ლარით; გვანცა პერტია - 2200 ლარით; ლიკა ლომიძე - 2200 ლარით; ნატა ფერაძე - 2300 ლარით. მანამდე, 11 მარტს, 3 000 ლარით დაჯარიმდა ბაჩი ვალიშვილი. სხვა აქტივისტების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო სხდომები 30 და 31 მარტს არის ჩანიშნული. Читать дальше...

მულტიმილიარდერი გინეკოლოგი - სად და როგორ მალავენ ფულს პუტინის ოლიგარქები?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, დასავლეთმა აქტივები გაუყინა ათეულობით ოლიგარქს პუტინის ახლო გარემოცვიდან. OOСRP-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ოფშორებში და არამხოლოდ, 17 მილიარდის „გაუყინავი” ქონება იპოვეს. მათი ვარაუდით, ეს ზღვაში წვეთია.

უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთს ასიათასობით ადამიანი ძალით მიჰყავს რუსეთში, რათა ზეწოლა განახორციელოს კიევზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მოსკოვს ბრალი დასდო, რომ მას უკრაინის დანგრეული ქალაქებიდან ასიათასობით ადამიანი ძალით მიჰყავს რუსეთში, რათა ზეწოლა განახორციელოს კიევზე და აიძულოს ის, დანებდეს. დენისოვამ 25 მარტს თქვა, რომ 402 ათასი ადამიანი, მათ შორის 84 ათასი ბავშვი, მათი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს რუსეთში, სადაც ზოგი მათგანი „მძევლად“ შეიძლება იქნეს გამოყენებული უკრაინაზე ზეწოლისთვის. კრემლმა დაახლოებით იგივე რიცხვი დაასახელა იმ ადამიანებზე ცნობაში, რომლებიც, მისი თქმით, საკუთარი სურვილით წაიყვანეს რუსეთში. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა ეკლესიის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიპოვებს ავტოკეფალიას. ამის შესახებ მან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. "მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი - ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ, დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. Читать дальше...

ვერეშჩუკი: მიღწეულია შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ მარიუპოლიდან და მელიტოპოლიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის მხარესთან მოხერხდა შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კერძო მანქანებით დატოვოს ალყაშემორტყმული მარიუპოლი. ვერეშჩუკმა 25 მარტს თქვა, რომ ვინც ქალაქიდან გაღწევას მოახერხებს, შეძლებს შემდეგ მეზობელი ქალაქი ბერდიანსკიდან ავტობუსით გაემგზავროს ქალაქ ზაპოროჟიეში. „ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა მარიუპოლელებით სავსე ავტობუსებმა დღეს ზაპოროჟიეში ჩააღწიონ“, - თქვა მან და დასძინა,... Читать дальше...

თელავში საცხოვრებელი კორპუსიდან რკინის გადახურვა მეორედ ჩამოვარდა

Radiotavisupleba.ge 

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციული ფართების გადახურვა ჩამოვარდა. შემთხვევა დღეს, 25 მარტს, მოხდა. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რადიო თავისუფლებამ მომხდარის დეტალების გარკვევა სცადა თელავის მერიაში, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ. ეს იგივე კორპუსზე მიმდინარე კვირაში გადახურვის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა. დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის რკინის კონსტრუქცია 21 მარტსაც ჩამოვარდა. მაშინ ამის მიზეზად დასახელდა დიდთოვლობა. Читать дальше...



Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Аншлаг в честь Окуджавы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Что можно отметить в этот день


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Двое взрослых и один ребенок погибли в ДТП с фурой в подмосковном Одинцово



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России