Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 06.02.2023

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა. "ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს"... Читать дальше...

სულ მცირე 2300 ადამიანია დაღუპული თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 2300-მდე გაიზარდა რიცხვი მსხვერპლისა, რომელიც მოჰყვა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მონაცემი კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო სამუშაოები ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად.  თურქეთი იუწყება სულ მცირე 1500 მსხვერპლზე, კიდევ 800-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე - აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.  უკრაინა და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან... Читать дальше...

საელჩოს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ აცნობეს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ მათთან შევიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ო.ც.-ს, დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა. „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. Читать дальше...



ჩვენი ბიჭები თურქეთისკენ სიცოცხლის გადასარჩენად!

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან 60 მეხანძრე-მაშველი... Читать дальше...

ნინო ნადირაძე: ბატონი მიხეილი იქნება კარგად, თავის ყველა მეუღლესთან ერთად… მე კი დავრჩები მეუღლის გარეშე…

News.ge 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ერთ-ერთ მოწ­მედ, კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძე წარ­დგა. და­კი­თხვა ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ნა­დი­რა­ძე “იმე­დი LIVE“-ში სტუმ­რო­ბი­სას ამ­ბობს, რომ გული სტკი­ვა პა­ცი­ენ­ტის გამო, რად­გან ხალ­ხი და­და­რა­ჯე­ბუ­ლია, რო­დის გა­უ­ა­რეს­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და უხა­რი­ათ… ნინო ნა­დი­რა­ძე: “მე ღიად ვი­სა­უბ­რე სა­სა­მარ­თლო­ზე და სხვა მოწ­მე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ტე­ლე­ფო­ნიც არ მედო მა­გი­და­ზე, რომ ჩა­მე­ხე­და, რა მე­პა­სუ­ხა. Читать дальше...

ბაქო ირანში საელჩოზე თავდასხმის დამატებით კადრებს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში თავის საელჩოზე თავდასხმის ამსახველ დამატებით კადრებს აქვეყნებს და კვლავ აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რასაც ირანი კვლავ უარყოფს. 27 იანვარს, დილის საათებში, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს, ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თავდასხმას პოლიტიკური მოტივები არ ჰქონდა და ის საყოფაცხოვრებო საკითხს უკავშირდებოდა. Читать дальше...

სექტემბერში პერევთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია. ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან... Читать дальше...

WSJ: მოსკოვი და თეირანი ამუშავებენ რუსეთში ირანული დიზაინის დრონების საწარმოს გახსნის გეგმას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და ირანი ამუშავებენ გეგმას, რომლითაც რუსეთში უნდა გაიხსნას ირანული დიზაინის 6000-მდე იმ ტიპის დრონის მწარმოებელი ქარხანა,  რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში ომში იყენებს. ამის შესახებ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი. გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ მოსკოვს და თეირანს სურთ უფრო სწრაფი დრონების გამოშვება იმისთვის, რათა უფრო მეტად გაეწიოს წინააღმდეგობა უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ვაშინტონი გასულ თვეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი... Читать дальше...



კრემლი: მოსკოვში ვიზიტისას IAEA-ის ხელმძღვანელი არ შეხვდება პუტინს

Radiotavisupleba.ge 

კრემლი 6 თებერვალს აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ვიზიტისას არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, გროსი შეხვედრებს გამართავს ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის, Rosatom-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. IAEA გამოთქვამს შეშფოთებას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უსაფრთხოებაზე. სადგური რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე... Читать дальше...

გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიას, „საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, თანაპარტიელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის წევრის მანდატისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. „მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება... Читать дальше...

„დეპუტატის უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ" - ჟურნალისტებს პარლამენტში შეზღუდვებს უწესებენ

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 6 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს გააცნო შინაარსი თავისი ახალი ბრძანებისა, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მედიის საქმიანობას არეგულირებს. „დღეს გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის წესს. ანუ - ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია, გვქონდა გარკვეული ხარვეზი, არ გვქონდა აკრედიტაციები, ამიტომ ყოველ ჯერზე იყო საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის. Читать дальше...

ნორვეგია გამოდის 7.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი დახმარების გეგმით უკრაინისთვის

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 6 თებერვალს გამოვიდა წინადადებით, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გამოუყოფს 75 მილიარდამდე ნორვეგიულ კრონს, ანუ დაახლოებით 7.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხუთი წლის პერიოდში. "ვაპირებთ ამაზე ერთიანი შეთანხმების მიღწევას პარლამენტში", - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იონას გარ სტიორემ პრესკონფერენციაზე, ნორვეგიის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ნორვეგიას, რომელიც ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია, დიდი მოგება ერგო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ პერიოდში... Читать дальше...

საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.   თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით გადამზადებული 60 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით.   დღეს, 6 თებერვალს, თურქეთში გამთენიისას მომხდარი ძლიერი... Читать дальше...

არახამია: მიმდინარე კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ იქნება ცვლილებები

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში თავდაცვის სამინისტროში არ განხორციელდება თანამშრომელთა ცვლილება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მან გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინა თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, შეცვლის. არახამიამ 6 თებერვალს განმარტა, რომ ეს ცვლილება მყისიერად არ მოხდება. "თავდაცვის სექტორში ამ კვირაში თანამშრომლების ცვლილება არ იქნება", - წერს იგი "ტელეგრამზე", დეტალების დაუკონკრეტებლად. არახამიას 5 თებერვლის განცხადებით... Читать дальше...

სააკაშვილი: ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა მისთვის სასჯელის მოხდის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა გულის გატეხის კი არა, გაბრაზების დროა. „როგორც მოსალოდნელი იყო რუსების ნამესტნიკები ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ აჩქარდნენ. უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მას. Читать дальше...

პაპი მზადაა, მშვიდობისთვის შეხვდეს პუტინსა და ზელენსკის

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ომის დასრულების განხილვის მიზნით ღიაა შეხვედრისთვის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პაპმა ეს კვირას, 5 თებერვალს, უთხრა გამოცემა Corriere della Sera-ს. მანამდე ფრანცისკემ ბევრჯერ გამოთქვა მზაობა, იტვირთოს შუამავლის ფუნქცია მოლაპარაკებებში მოსკოვსა და კიევს შორის, ისევე როგორც - იმედი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის... Читать дальше...

გია ჯანდიერი - "არც ერთი ქვეყანა არსებობს, ვინც რამე კარგი მიიღო რუსეთისგან"

Radiotavisupleba.ge 

"ორნაწილიანი ფორმულა რატომ არ მინდა რუსეთთან ურთიერთობა: 1. ის არ არის სანდო; 2. რუსებისთვის ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება. რატომ უნდა ვიყო ასეთ ხალხთან ერთ კლუბში, ერთ სამყაროში?" - ამბობს გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი.

საელჩოს შეატყობინეს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ-ს, გარდაცვალების შესახებ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა - 5 385. Читать дальше...

თურქეთში 900-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ხოლო სირიაში - 380-ს

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა 5 385. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ქვეყნის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანკარას დახმარება შესთავაზა მსოფლიოს 45-მა ქვეყანამ, ასევე, ნატომ და ევროკავშირმა. დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Градский

В Москве семью композитора Градского обязали убрать его машины с парковки концертного зала





Rss.plus
#123ru.net

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года




Россиян экстренно эвакуировали из одного аэропорта Москвы

Медведева призналась, что набрала вес из-за стресса после Олимпиады-2018

Первая ракетка мира Швентек вышла в четвертый круг турнира в Мадриде

Онлайн марафон "Новинки" - Тренды светодизайна на выставке Light + Building 2024




შვეიცარიის საარქივო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პატრიარქი კირილე კგბ-სთვის მუშაობდა შვეიცარიაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია, კგბ-ს ჯაშუშად მუშაობდა, როცა ის შვეიცარიაში ცხოვრობდა 1970-იან წლებში. ამის შესახებ შვეიცარიის მედია იტყობინება დეკლასიფიცირებულ არქივებზე დაყრდნობით. Sonntagszeitung-ისა და Le Matin Dimanche-ის თანახმად, შვეიცარიის პოლიციის არქივები „ადასტურებს, რომ ‘მონსენიორ კირილე’, როგორც ის მოიხსენიება ამ დოკუმენტებში, კგბ-სთვის მუშაობდა.“ ამ ორი გაზეთის თანახმად, მათ წვდომა მოიპოვეს შვეიცარიის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტზე. Читать дальше...

არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება - ირაკლი ღარიბაშვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურსათის იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძალიან მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, რაც, მისი თქმით, „არასწორი საქციელია“. ღარიბაშვილმა საკითხის შესწავლა და მასზე რეაგირება ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა. "რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. Читать дальше...

ღარიბაშვილი: არ შეიძლება, ლიტრ ბენზინზე იყოს 1 ლარამდე ფასნამატი

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საწვავის შემომტანი კომპანიები მაღალი მოგებით მუშაობენ, რასაც დარეგულირება სჭირდება.  „[დეკემბრის მონაცემებით] არ შეიძლება ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრიანი, ლარამდე ფასნამატი“, - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და დაამატა: „აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში“. პრემიერის თქმით, კონკურენციის სააგენტო სწავლობს ნავთობის ბაზარს და ოფიციალურ მონაცემებს წარადგენს თებერვლის ბოლოს. მანამდე კი ღარიბაშვილმა მინისტრებს მიმართა... Читать дальше...

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარები იერიშს ამზადებენ ლუგანსკის ოლქში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმია უკრაინის ლუგანსკის ოლქში რეზერვებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს, რათა 15 თებერვლის შემდეგ იერიში დაიწყოს რეგიონის დასავლეთში. ამის შესახებ ტელეარხ „ბელსატით“ გამოსვლაში განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ. იგივე თარიღი დაუსახელა გაზეთ Financial Times-ს ანონიმმა წყარომ, რომელსაც გამოცემა უკრაინის არმიის მრჩევლად მოიხსენიებს. ჰაიდაის თქმით, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში შემჩნეულია რუსეთის სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის შეცვლა, ლუგანსკის... Читать дальше...

რუსეთში, კალუგის მახლობლად მდებარე ტყეში, აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, კალუგის მახლობლად, ჰაერში 50 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოხდა დილის 5 საათზე ქალაქგარეთ მდებარე ტყეში, იტყობინება კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა. მისი სიტყვებით, არავინ დაშავებულა. ვის ეკუთვნოდა საფრენი აპარატი, არ აზუსტებენ. კალუგის ოლქი მოსკოვს ესაზღვრება. ეს პირველი მსგავსი ინციდენტი არ არის. ოქტომბერში ოლქში აღმოაჩინეს ორი დრონი. ერთ-ერთი ჩამოვარდა და აფეთქდა შაიკოვკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც გვარდიის 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკია განლაგებული. Читать дальше...

გიორგი კირთაძე უარს ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრობაზე

Radiotavisupleba.ge 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უარს ამბობს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე. კირთაძე საბჭოს წევრად აირჩიეს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, რომელიც 5 თებერვალს თბილისში ჩატარდა. დღეს, 6 თებერვალს, გიორგი კირთაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ფაქტი შემთხვევით, ფეისბუკიდან გაიგო: „არც ვიცოდი პოლიტსაბჭოს არჩევნები თუ იყო. დელეგატადაც არ ვყოფილვარ მიწვეული და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ გავმხდარვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი. Читать дальше...



Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва завершает переход на новый стандарт экстренной медпомощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Киркорова оштрафовали на 6 тысяч рублей из-за неуплаченного штрафа в 3 тысячи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сотрудники Росгвардии задержали автомобилиста  с наркотиками в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России