Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

Новости за 06.02.2023

თურქეთის მიწისძვრაში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო

Radiotavisupleba.ge 

თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეტყობინება ამ დრომდე [13:00] არ შესულა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაშავებაზე. „არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში, არ შესულა შეტყობინება“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში. თურქეთსა და სირიაში წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების... Читать дальше...

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის თურქეთს კატასტროფის შედეგების დაძლევაში დაეხმაროს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის გამო, სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ზელენსკიმ ტვიტერზე უკრაინულად და თურქულად დაწერა, რომ ამ მძიმე დროს უკრაინა თურქი ხალხის გვერდითაა და მზად არის საჭირო დახმარებისთვის კატასტროფის შედეგების დასაძლევად. დღეს, გამთენიისას თურქეთში მოხდა 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქეთში დაიღუპა სულ მცირე 284 ადამიანი, მეზობელ სირიაში კი - 237. Читать дальше...

კაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცოლისა და სიდედრის დახოცვის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, წინასწარი ინფორმაციით, 70 წლამდე კაცმა, ყოფილმა პოლიციელმა, ღვთისო პეტრიაშვილმა, სავარაუდოდ, სახლში დახოცა ცოლი და სიდედრი და შემდეგ თავიც მოიკლა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. რეხაში გასროლის ხმა გვიან ღამით გაიგეს, დილით კი პეტრიაშვილების სახლში სამი ცხედარი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებს ცეცხლნასროლი ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვთ მიყენებული. Читать дальше...



თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა

News.ge 

თურქეთში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი – დაშავდა, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის 10 ქალაქში 1700-ზე მეტი შენობა დაზიანდა. ისრაელმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს მიწისძვრის შედეგად განადგურებულ თურქეთს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ მზადდება სწრაფი დახმარების პროგრამა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ...

საქართველოს ხელისუფლება თანაუგრძნობს თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მიწისძვრის მსხვერპლის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კახრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობას უცხადებენ. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა

News.ge 

საქართველოს ბანკი სასტუმრო და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც 5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა. ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა. სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც 100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე ...

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ასეთ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგას

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს. ზურაბიშვილის თქმით, ასეთ დროს დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. „საქართველო ასეთ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფ მაშველებს“, – აცხადებს პრეზიდენტი.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 337-ს გადაცდა, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი

News.ge 

თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 337-ს გადაცდა. ამის შესახებ BBC იუწყება. დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მაშველები მუშაობენ და დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. შეგახსენებთ, თურქეთში 6 თებერვალს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები.



სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი: თბილისში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც იგივე შედეგები შესაძლოა მოჰყვეს, რაც თურქეთში 7.8-ის სიმძლავრის ბიძგებს

News.ge 

თურქეთსა და სირიაში დღეს მომხდარ მიწისძვრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა და ასობით ადამიანი იმსხვერპლა. როგორც PIA.GE-სთან საუბარში სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, ჩვენს მეზობელ თურქეთში მიწისძვრა მოსალოდნელი იყო, თუმცა სტიქია საქართველოს საზღვრიდან საკმაოდ დაშორებულ მანძილზე დაფიქსირდა საიმისოდ, რომ მიწისქვეშა ბიძგები ჩვენს ქვეყანაშიც საგრძნობი ყოფილიყო. ლაშა სუხიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, თურქეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის მსგავსი ...

მედია: გორში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

News.ge 

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

იტალიის ხელისუფლება, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საკუთარ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

News.ge 

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ. „გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე... Читать дальше...

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა

News.ge 

სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, – ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებს. ...

500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში

Radiotavisupleba.ge 

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. ამის შესახებ თურქეთის მედიასაშუალებები და სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყებიან. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს,... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით. Читать дальше...

იზრდება თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 20-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი. სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის მახლობლად იყო. Читать дальше...

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთაღმოსავლეთ თურქეთში და სირიაში ორშაბათს, გამთენიისას მოხდა ძლიერი, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რის შემდეგადაც დაინგრა შენობები, მოსახლეობა პანიკაში ქუჩებში გავიდა. არის ცნობები 30-მდე დაღუპულზე, მოელიან, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ეპიცენტრი მიწისძვრისა, რომელიც კაიროშიც კი იგრძნობოდა, იყო თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით. ამ არეალებში სახლობს მილიონობით სირიელი ლტოლვილი, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ომს გაექცნენ.

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად. ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტი“-ს უთხრა, რომ ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს. ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის... Читать дальше...

უკრაინაში თავდაცვის მინისტრს ცვლიან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის გენერალი კირილო ბუდანოვი, ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ამ ინფორამციას ავრცელებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი. ამ ცნობების ფონია რუსეთის გაძლიერებული შეტევის მოლოდინი და კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები. "კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს თავდაცვის სამინისტროს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის პერიოდში" - ამბობს დეპუტატი დავით არახამია, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ფრანს-პრესი.  რეზნიკოვი... Читать дальше...



Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва взяла Гран-при премии «Умный город» за цифровизацию горхозяйства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

Певец Розенбаум похвастался возрождением сети советских пивных в Петербурге




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Команда Орловской области стала победителем хоккейного турнира среди команд Черноземья

Учитель из Бутово стала «Гуру физкультуры»

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


Елена Рыбакина

Прямая трансляция матчей Рыбакиной и Путинцевой за выход в 1/8 финала турнира в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Стас Михайлов

Стасу Михайлову исполнилось 55



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России