Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

Новости за 17.03.2023

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვალდებულებები - კლევერლი

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. "საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები იმათ წინააღმდეგ... Читать дальше...

ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთო ავტომობილს გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

ბელგია უკრაინას „ვოლვოს“ ფირმის 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს. როგორც გამოცემა De Standaart-ი წერს, საერთო ჯამში, ბელგიის არმიას შეიარაღებაში აქვს 400 სამხედრო სატვირთო მანქანა, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილია ამწეებით და ევაკუატორებით. მათ ბელგიის არმია 1990-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, ხოლო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის აპირებს ახალი სამხედრო სატვირთო მანქანების შეძენას. უკრაინისათვის დახმარების პაკეტში ასევე შედის საწყობებში არსებული სათადარიგო ნაწილები. მანქანების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას გაიგზავნება. Читать дальше...



ისრაელი უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველ სისტემებს გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ირანულ დრონებთან რადიო-ელექტრონული ბრძოლის (EW) სისტემების საექსპორტო ლიცენზიების გაცემა. ლიცენზიები განკუთვნილია უკრაინისთვის, რომელიც რეგულარულად ექვემდებარება რუსეთის მხრიდან ირანული წარმოების „კამიკაძე“ თვითმფრინავების იერიშებს. ამის შესახებ ისრაელის მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინის დელეგაცია ცოტა ხნის წინ ისრაელს ეწვია რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სისტემა წარმოშობს სიხშირეების ჩამხშობ ტალღებს... Читать дальше...

ჯეიმს კლევერლი: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით – ვართ და დავრჩებით თქვენს მტკიცე და ურყევ მეგობრად

News.ge 

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად. „ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული... Читать дальше...

17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა

News.ge 

17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა. 1959 წელს, სწორედ ამ დღეს, პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამკურნალო კომბინატში. ამ ამბავს გალაკტიონის ცხოვრების და შემოქმედების მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე ასე აღწერს: „1959 წლის 17 მარტს, 17.50 საათზე, ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N5-ში, ელიტური სამკურნალო კომბინატის (ლეჩკომბინატის) ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ...

სი ძინპინი რუსეთს მომავალ კვირაში ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ჩინეთის მმართველი "კომუნისტური პარტიის" ლიდერი სი ძინპინი რუსეთს 20-22 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით კრემლის პრესსამსახურმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს. მოსკოვში ჩინეთის ლიდერის გაზაფხულზე დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი დღეს დასახელდა. კრემლის ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რაც ოფიციალური ვიზიტების უმაღლესი რანგია. კრემლის განცხადების მიხედვით, მხარეებს... Читать дальше...

აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიება - ომბუდსმენი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი თბილისში, დიდ დიღომში მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება უნდა იყოს დროული და ეფექტიანი. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ისინი შეისწავლიან ფაქტს და მანდატის ფარგლებში გამოიკვლევენ პასუხისმგებელი უწყებების მოქმედებებს, მათ შორის გამოძიების მიმდინარეობის კუთხით. "სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი... Читать дальше...



ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთი თურაზაშვილი შეცვლის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთი თურაზაშვილი შეცვლის. მას პარლამენტის დეპუტატის მანდატს პირველივე პლენარულ სხდომაზე მიანიჭებენ. ამ დროის ინფორმაციით, სხდომა 21 მარტს უნდა გაიმართოს. საქართველოს კანონმდებლობით, თუკი პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის დეპუტატი ტოვებს თანამდებობას, მის ნაცვლად მანდატს იღებს ამავე პარტიის საარჩევნო სიაში მის შემდეგ მდგომი ადამიანი. თურაზაშვილი ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის აპარატს... Читать дальше...

კახა კალაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: გადაწყვეტილება სწორი იყო – არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს

News.ge 

კახა კალაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც დედაქალაქის მერმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი იყო. „გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო სწორი, არანაირი კანონპროექტი და არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ ადამიანსაც თმა არ ჩამოუვარდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, ...

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

News.ge 

დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის... Читать дальше...

ჩინეთმა რუსეთს შაშხანები მიაწოდა - Politico

Radiotavisupleba.ge 

ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს ათასობით შაშხანა, რომელთა გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. მიაწოდეს ასევე სხვა შეიარაღება, მათ შორის დრონების დეტალები და ჯავშანჟილეტები. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს, ImportGenius-ის საბაჟო მონაცემების გაანალიზებით. არსებული ინფორმაციით, მომარაგება ხდებოდა 2022 წლის ივნის-დეკემბერში. ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორმა კომპანიამ, China North Industries Group Corporation Limited-მა, შაშხანები მიაწოდა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანია Техкрим-ს. Читать дальше...

გიორგი გახარია: …ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს

News.ge 

20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი – ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. „უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ...

დიდ დიღომში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

News.ge 

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები აღენიშნება. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ გოგონა სკოლის შემდეგ მასწავლებელთან უნდა მისულიყო, თუმცა არ მისულა. “მასწავლებელთან უნდა მისულიყო სკოლის მერე ...

ბრიტანეთის მინისტრებს TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ. BBC-ის თანახმად, აკრძალვის არგუმენტად უსაფრთხოება სახელდება. ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთმა შესაძლოა, უწყებრივ ტელეფონებზე დაცულ მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა შეძლოს. სოციალური ქსელი TikTok-ი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ მომხმარებლების მონაცემებს თითქოს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. TikTok-ის პრესსპიკერი განცხადებაში ამბობს... Читать дальше...

დიდ დიღომში მოზარდი გოგო გარდაცვლილი იპოვეს, დაწყებულია გამოძიება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, დიდ დიღომში, დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მას ყელის არეში აქვს მსუბუქი დაზიანება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მოზარდი გოგო შუაღამისას, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ დაიკარგა. Читать дальше...

გაეროში უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის ფაქტები გამოავლინეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინის ბევრ რეგიონში მრავალი ომის დანაშაული და, სავარაუდოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეგიდით ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მოხსენება მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმის წლისთავს უკავშირდება. ანგარიშის მომზადებისას უფლებადამცველებმა უკრაინის 56 დასახლება მოინახულეს, სადაც 600-მდე თვითმხილველი გამოჰკითხეს, ასევე მოინახულეს დაკავების ადგილები და მასობრივი სამარხები. კაცობრიობის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს შორის მოხსენებაში ნახსენებია გაუპატიურება... Читать дальше...



Москва

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах благоустройства на северо-востоке Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Кажется, мы начинаем забывать Урганта: ведущего не пустили на 100-летие Окуджавы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»

Семьи из Подмосковья поборются за выход в финал конкурса «Это у нас семейное»

В Подмосковье сотрудники ОМОН «Русич» Росгвардии приняли участие в церемонии открытия соревнований по дзюдо среди детей и подростков


Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Авто

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России