„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლის უვადოდ არდანიშვნას
1 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი". მათი ცნობით, სხდომაზე განიხილეს მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების საკითხი. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება: „ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. Читать дальше...